ბენიტო მუსოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: ar:بينيتو موسوليني is a good article; cosmetic changes
ხაზი 49:
=== ახალგაზრდობა ([[1883]] - [[1914]]) ===
[[ფაილი:Casa Natale Benito Mussolini.jpg|thumb|left|მუსოლინის დაბადების ადგილი, დღეისთვის მუზეუმი.]]
ბენიტო მუსოლინი დაიბადა [[ცენტრალური იტალია|ცენტრალურ იტალიაში]] [[რომანა|რომანიის]] პატარა სოფელში ქ. [[ფორლი|ფორლის]] მახლობლად 1883 წლის [[29 ივლისი|29 ივლისს]]. მამამისი ალესანდრო მჭედელი იყო, დედამისი როზა - სოფლის მასწავლებელი. მამამისი [[სოციალისტური პარტია|სოციალისტური პარტიის]] აქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა - მექსიკელი რევილუციონერის [[ბენიტო ხუარესი|ბენიტო ხუარესის]], ცნობილი ანარქისტის [[ამილკარე ჩიპრიანო|ამილკარე ჩიპრიანოს]] და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის [[ანდრეა კოსტა|ანდრეა კოსტას]] პატივსაცემად. ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება.
სკოლაში, სადაც ბენიტო ამღზრდელებისათვის მუდმივი თავის ტკივილი იყო, მას ძალიან ნიჭიერ ყმაწვილად სთვლიდნენ, რომელსაც სწავლისადმი ლტოლვა ახასიათებდა. თვრამეტი წლის ასაკში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენიტომ მასწავლებლის დიპლომი მიიღო. მაგრამ პედაგოგობა არ იზიდავდა მეამბოხე, სოციალისტური და ანარქისტული იდეებით გატაცებულ თავაწყვეტილ ყმაწვილს, რომელიც თავისი ხულიგნური ფათერაკებით ძალიან ამაყობდა.
 
[[1902]] წელს მუსოლინიმ [[შვეიცარია|შვეიცარიას]] შეაფარა თავი, რათა თავი აეცილებინა ჯარში გაწვევას. აქ ის შავ მუშად მუშაობდა მშენებლობაზე, გამოსცადა შიმშილი, უსახლკარობა, უუფლებობა. მაგრამ გამჭრიახმა ყმაწვილმა მალე მონახა თავისთვის შესაფერი საქმე. მუშათა წრეში ის განათლებით და აქტიურობით გამოირჩეოდა და მას შესთავაზეს პროფკავშირის სამდივნოში მუშაობა. ამავე დროს მან დაიწყო სტატიების წერა, რომლებშიც ქადაგებდა ანარქიული სოციალიზმის თავისებურ გაგებას და გამოხატავდა თავის ანტიკლერიკალიზმს და შეძლებული კლასებისადმი მტრობას. ის ძალიან ბევრს კითხულობდა, რომ დაეძლია პოლიტიკური ფილოსოფიის მთელი ისტორია. ის სწავლობდა მარქსს და კაუცკის, შოპეიჰაუერს და ნიცშეს, ბლანკის და სორელს, კროპოტკინს და ბაკუნინს და ა.შ.. მოგვიანებით გადავიდა კანტზე, ჰეგელზე, სპინოზაზე და ა.შ..
 
[[ლოზანა]]ში და [[ბერნი|ბერნში]] მუსოლინი ძალიან დაუახლოვდა რუს სტუდენტებს და ემიგრანტებს, რომელთა აღვირახსნილობა და ნიჰილიზმი მისთვის ძალიან ახლო იყო. მათ წრეში მუსოლინის მოსწონდა, როდესაც მას "ძალადობის მოციქულს" ეძახდნენ.
ხაზი 59:
[[1904]] წელს იტალიის მეფემ ამნისტია გამოუცხადა დეზერტირებს და მუსოლინი სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროისთვის მას პოლიტიკური ექსტრემისტის რეპუტაცია ჰქონდა და ერთ-ერთ გაზეთში მას სოციალისტური კლუბის "დიდ დუჩე"-თაც (ბელადად) კი მოიხსენიეს. ოცდახუთი წლის ასაკში "ამხანაგი მუსოლინი" უკვე მძლავრ ძალას წარმოადგენდა. იგი მუდმივად იბეჭდებოდა რევოლუციურ - ინტერნაციონალისტურ გამოცემაში "მშრომელის მომავალი" (Avenire del Lavoratore). ამ პერიოდში ის ქადაგებდა პროლეტარიატის ანტიპატრიოტიზმს, ნაციონალიზმს ეძახდა "მტაცებლურ მილიტარიზმს" და ეროვნულ დროშას კი სანაგვე ჩვარს. რელიგიას ის მოიხსენიებდა როგორც "გონების ამორალურ დაავადებას" და ეკლესიას კი როგორც "ლეშს". ბუნებრივია, ის არაერთხელ იყო ამისთვის დაპატიმრებული.
[[ფაილი:Benito Mussolini mugshot 1903.jpg|მინი|შვეიცარიის მილიცის მიერ, მუსოლინის დაკავების დროს გადაღებული სურათი, 1903]]
[[1910]] წელს მუსოლინიმ თავის მშობლიურ ქალაქ ფორლი'ში დააარსა საკუთარი სოციალისტური მიმართულების გაზეთი "კლასობრივი ბრძოლა", რომელმაც მთელი იტალიის სოციალისტებს შორის დიდი გავლენა მოიპოვა. ამავე დროს ის ჩამოყალიბდა როგორც კარგი ორატორი, რომელსაც ოსტატურად ეხერხებოდა აუდიტორიის განწყობის მართვა. სოციალისტები აღიარებდნენ მუსოლინის ლიდერულ თვისებებს, მაგრამ ბევრ მათგანს აშინებდა მის მიერ ქადაგებული "ძალადობის რკინისებული აუცილებლობა" და პრაქტიკაში შესაბამისი მეთოდების გამოყენება.
მუსოლინის დაპირისპირებამ სოციალისტური პარტიის ძირითად ნაწილთან იჩინა თავი [[1911]], როდესაც იტალიის ხელისუფლებამ გააგზავნა ჯარი ლივიაში ფორმალურად იტალიელი მოქალაქეების დასაცავად, სინამდვილეში კი იმისთვის, რომ დასუსტებული ოსმალეთი იქიდან გამოედევნა და დაემკვიდრებინა იტალიის დომინირება ამ რეგიონში. სოციალისტური პარტიის ეროვნულმა ყრილიბამ მხარი დაუჭირა "მთავრობის აგრესიულ ქმედებას" და ამან მუსოლინის აბობოქრება გამოიწვია. "საერთაშორისო მილიტარიზმი ისევ აგრძელებს ნგრევათა და მკვლელობათა ღრეობას...მანამ არსებობენ სამშობლოები, იარსებებს მილიტარიზმიც. სამშობლო - ეს აჩრდილია... შურისმგებლური, სასტიკი და ვერაგი... ვაჩვენოთ, რომ სამშობლო არ არსებობს!" - წერდა და გაჰყვიროდა ის და ამასაც არ დასჯერდა. პროტესტის გამოსახატავად მან გამოიყვანა ქალაქ ფორლის ქუჩებში ბანდები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრამვაის ხაზებს ანგრევდნენ. ამისთვის მუსოლინი უკვე მეხუთედ დააპატიმრეს და გაასამართლას.
 
როდესაც ხუთ თვიანი პატიმრობის შემდეგ მუსოლინი ციხიდან გამოვიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო სოციალისტური პარტიის ლიდერი და ეს პარტია სოციალისტურ - რესპუბლიკურ პარტიად ექცია. მისი გამოსვლა პარტიის მორიგ ყრილობაზე იმდენად ენერგიული და შთამბეჭდავი იყო, რომ მომდევნო [[1912]] წლის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელობამ დანიშნა "პროფესორი ბენიტო მუსოლინი" სოციალისტების მთავარი ბეჭდვითი ორგანოს მილანში გამომავალ გაზეთ "ავანტი"-ს მთავარ რედაქტორად. აქაც ისევე, როგორც პროვინციალურ "კლასობრივ ბრძოლაში" მუსოლინი ყველა პოლიტიკურ სტატიას წერდა თვითონ და მისი რედაქტორული ნიჭის წყალობით მოკლე ხანში გაზეთის ტირაჟი რამდენიმეჯერ გაიზარდა. "ის შორს წავა" - ასეთი აზრის იყვნენ მუსოლინიზე თანაპარტიელები. მაგრამ [[1913]] წლის არჩევნებში, რომელშიც ის ქ. ფორლიდან წარდგენილი სოციალისტური პარტიის კანდიდატი იყო და წინასაარჩევნო გამოსვლებში ამხელდა მილიტარიზმს, იმპერიალიზმს და ნაციონალიზმს, მან პირწმინდად წააგო.
 
=== ფაშიზმის აღმოცენება ( [[1914]] - [[1922]] ) ===
[[ფაილი:Benito Mussolini 1917.jpg|მინი|მუსოლინი როგორც იტალიელი ჯარისკაცი, [[1917]]]]
1914 წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] [[ავსტრია]]მ გამოუცხადა ომი [[სერბეთი|სერბეთს]]. დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი|დიდი ომი]]. მუსოლინი გაზეთ "ავანტი"-ს ფურცლებზე იმეორებდა თავის ჩვეულ ლოზუნგებს: "ძირს ომი! გაუმარჯოს ჰუმანიზმს!" მისი თანაპარტიელი სოციალისტები თვლიდნენ, რომ იტალიამ "მკაცრი ნეიტრალიტეტი" უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მუსოლინი კარგად ხედავდა, რომ ეს პოზიცია პარტიისთვისაც და პირადად მისთვისაც პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ამიტომ მას გაუჩნდა სულ სხვა, დიამეტრალურად საწინააღმდეგო იდეები.
 
სოციალისტების კონკურენტები მუშათა მოძრაობაში სინდიკალისტები, რომლებიც საზოგადოებაში უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ და მხარს უჭერდნენ იტალიის ომში მონაწილეობას და კარლ მარქსის ცნობილ აფორიზმსაც კი იშველიებდნენ, რომ ომს ჩვეულებრივად სოციალური რევოლუცია მოჰყვება. ამ იდეამ ძალიან მოხიბლა მუსოლინი. საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომს შეუძლია გადაწყვიტოს ტრენტინის და ტრიესტის პრობლემა, და ესეც დაუჯდა ჭკუაში მუსოლინის. ამიტომ მან მიატოვა სოციალისტური გაზეთი "ავანტი" და დააარსა საკუთარი გაზეთი "პოპოლო დ'იტალია", რომლის პირველივე ნიმერში [[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]] მოუწოდა ახალგაზრდობას ომისაკენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალისტური პარტიის კრებაზე მუსოლინის მოღალატე და მკვლელი უწოდეს და გარიცხეს პარტიიდან.
 
[[1915]] წლის დასაწყისში ომის იდეამ მეტი კეთილგანწყობა მოიპოვა საზოგადოებაში. ინტელექტუალები და მწერლები, როგორც მაგალითად გაბრიელე დ'ანუნციო, თვლიდნენ, რომ [[ავსტრია|ავსტრიის]] წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, გამარჯვების შემთხვევაში [[იტალია|იტალიას]] საბოლოოდ გაერთიანების საშუალებას მისცემდა, დაამყარებდა სუვერენიტეტს ადრიატიკაზე და აამაღლებდა მის პრესტიჟს [[ევროპა|ევროპაში]]ში.
 
მუსოლინიმ შეძლო სოციალისტების უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ეხელმძღვანელათ. მუსოლინის აზრს იზიარებდნენ სინდიკალისტები, ანარქისტები, რესპუბლიკელები, ირედენტისტები (ნაციონალისტები), ახალგაზრდობა და საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი ფართო ფენები, მათ შორის მუშებიც. მათდა სასიხარულოდ [[1915]] წლის [[24 მაისი|24 მაისს]] მეფე [[ვიტორიო-ემანუელე III]]-მ ომი გამოუცხადა [[ავსტრია|ავსტრიას]] და [[გერმანია]]ს. ამ დღიდან მუსოლინის ლოზუნგები "პოპოლო დ'იტალია"-ში გახდა "ჩვენ ყველა იტალიელები ვართ!", "გაუმარჯოს იტალიას!"
 
მუსოლინი პატიოსნად წავიდა ჯარში რიგით ჯარისკაცად, უარი თქვა შტაბში მუშაობაზე და მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც კარგ ჯარისკაცმა და კაპრალის ჩინი მიიღო. [[1917]] წელს იგი მძიმედ დაიჭრა. გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა "პოპოლო დ'იტალია"-ში ყავარჯნებით და მაქსიმალურად გამოიყენა ომის ვეტერანის და "ცოცხლად დარჩენილის" უპირატესობა სამოქალაქო ჟურნალისტების წინაშე. "მე ვამაყობ - წერდა ის თვითკმაყოფილებით, - რომ ჩემი სისხლით წითლად შევღებე [[ტრიესტი|ტრიესტისკენ]]სკენ მიმავალი გზა."
 
უნდა ითქვას, რომ იტალიის წვლილი ანტანტის მოკავშირე ქვეყნების გამარჯვებაში ძალიან მოკრძალებული იყო, და ამიტომ ვერსალის ზავის თანახნად მან მიიღო ავსტრიის ტერიტორიებიდან გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე მოელოდა - მხოლოდ [[სამხრეთი ტიროლი]] და ტრიესტი. დალმაცია და ფიუმე მიეკუთვნა იუგოსლავიას, რაზეც ვიტრიო-ემანუელე III-მ განაცხადა, რომ იტალიას "გამარჯვება მოპარეს".
 
ომის შედეგებით უკმაყოფილო ნაციონალისტების პოზიციაზე მყოფი მუსოლინი მოითხოვდა მთავრობის გაძლიერებას მასში ნაომარი ადამიანების შეყვანით. მან ისიც განაცხადა, რომ [[იტალია|იტალიისთვის]] საჭირო იყო დიქტატორი, ენერგიული და დაუნდობელი კაცი, რომელსაც ყველაფრის განწმენდა შეეძლებოდა და არაორაზროვნად დასძინა რომ თვითონ შეეძლო ამ როლის შესრულება. ამ პერიოდში მუსოლინის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა [[რუსეთის რევოლუცია|რუსული რევოლუცია]] და [[ლენინი]]ს ტოტალიტარიზმი. მას აღარ უნდოდა სოციალისტობა, რადგან, მისი აზრით, სოციალისტური პარტია დისკრედიტირებული იყო [[ბოლშევიკი|ბოლშევიზმის]] პროპაგანდით და ამიტომ მან დაკარგა უფლება მუშათა კლასის უფლებებისათვის მებრძოლი რქმეოდა. თავის სტატიებში და გამოსვლებში მუსოლინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის იყო მუშების ჭეშმარიტი მეგობარი და დამცველი და მტკიცედ იდგა ანტიბურჟუაზიულ პოზიციაზე.
 
[[1919]] წლის [[23 მარტი|23 მარტს]] [[მილანი|მილანში]] [[სან-სეპოლკოს მოედანი|სან-სეპოლკოს მოედანზე]] ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა "ბრძოლის კავშირი", რომელიც [[ფასცები|ფასციასავით]] მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია ე.ი. წნელის კონა - ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და "არდიტი"-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები ("არდიტი" ანუ "მამაცები" იყვნენ სპწეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოწოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია და წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.
 
მუსოლინის ახალმა ორგანიზაციამ საზოგადოებაში ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბევრმა ჩათვალა, რომ მუსოლინი იტალიურ [[ლენინი|ლენინად]] მოევლინათ და პროგრამაც ბოლშევიკური ჰქონდა. [[1919]] წლის არჩევნებში [[ფაშისტები]] ვერ გაიმარჯვეს და ყოფილმა თანაპარტიელებმა მუსოლინი "პოლიტიკურ გვამად" გამოაცხადეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ'ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ'ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რათა "მკვრადშობილი" ორგანიზაციის "ხელმოცარული" ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად.
 
[[1920]] წელს მუსოლინიმ მოახერხა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა. ამ დროისთვის ჯარის მასობრივი დემობილიზაციის შედეგად ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობა და დანაშაულის დონემაც იმატა, ისევე როგორც ინფლაციამ და ასეთ პირობებში ბოლშევიკური მიმართულების სოციალისტებს შეექმნათ ნოყიერი ნიადაგი მოქმებებისთვის: მთელი იტალია მოიცვა მძლავრმა გაფიცვებმა და საწარმოებში თვითმართველობის დამყარებამ, მთელი რეგიონები გადადიოდა კომუნისტების ხელში, მთავრობა კი ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას ქვეყანაში და თითქმის ყოველ თვე იცვლებოდა. ქვეყანა კომუნისტური გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
 
[[ფაილი:Mussd.jpg|მინი|[[მარში რომზე]], 1922]]
შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობა, მუსოლინიმ სასწრაფოდ დაივიწყა თავისი სოციალისტური ლოზუნგები, გაამძაფრა ნაციონალისტური მოწოდებები და გამოაცხადა, რომ [[ფაშიზმი]] არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და დაამარცხოს ბოლშევიზმი. ამისთვის მათ კომუნისტების ძალადობას უფრო მეტი ძალადობა უნდა დაუპირისპირონ. ფაშისტური "სკვადრები" (რაზმები), შეიარაღებული დანებით, ჯოხებით, დამბაჩებით და თოფებით თავს ესხმოდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს და მათ ორგანიზაციებს, არბევდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ მათ, აიძულებდნენ ფაშისტური ალამისთვის თაყვანი ეცად. უფრო მეტად დასამცირებლად პირში ძალით ასხავდნენ საფაღარათო ზეთს. ეს თავდასხმები ისეთი სიხშირითა და სისასტიკით ხდებოდა, რაც ხშირად ურთიერთხოცვითაც მთავრდებიდა, რომ მალე შეიქმნა სამოქალაქო ომის სიტუაცია. [[1920]] -[[1922]] წლებში ორივე მხრიდან დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი.
 
მიუხედავად ფაშისტური "სკვადრების" სისასტიკისა, იტალიელთა ფართო წრეებში ისინი მხარდაჭერას იწვევდნენ, რადგან კომუნისტები, ვის წინააღნდეგაც იყო მიმართული მათი ქმედება, თვითონაც ტერორისტები იყვნენ და უფრო დიდ საშიშროებად და ბოროტებად იყვნენ მიჩნეული. მთავრობა ამ ურთირთშეტაკებებში არ ერეოდა. მუსოლინი თავისი პრორაგანდისტული ნიჭის წყალობით საქმეს წარმოადგენდა, როგორც ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისუფლების დასაცავად.
ხაზი 93:
გავლენიანი გაზეთების უმრავლესობა იმ აზრს გამოთქვამდა, რომ რაც არ უნდა უღირსი და ძალადობრივი ყოფილიყო ფაშისტური "სკვადრების" მოქმედება, ისინი უფრო ეფექტურები არიან ქვეყნის ქაოსიდან გადარჩენის საქმეში, ვიდრე ლიბერალებისაგან დაკომპლექტებული ხშირადცვლადი მთავრობა. ფაშისტებს მხარი დაუჭირეს მეწარმეებმა და ზოგიერთმა პროფკავშირებმა, მიწადმფლობელებმა და გლეხობამ, სამხედროებმა, სამღვდელოება და ბევრმა ინტელექტუალმაც კი. მათ სჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში მოხერხდებოდა ფაშიზმის გადაყვანა კონსტიტუციონალიზმის გზაზე.
 
[[1921]] წლის არჩევნებში ფაშისტებმა 35 კაცი გაიყვანეს დეპუტატად, მათ შორის მუსოლინი. მისი ლიდერობით შექმნილი ფაშისტური პარტია უკვე მრავალრიცხოვანი და მეტად არაერთგვაროვანი იყო. მართვის სადავეების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური გავლენის გასაძლიერემლად მუსოლინი მუდმივად ლავირებას მიმართავდა და აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. "...მუსოლინის უნდა, რომ ყველამ დალოცოს მაგი და ამისთვის დღეში ათჯერ იცვლის პოზიციას" - ასე დაახასიათა ის მისმა ერთ-ერთმა უსასტიკესმა თანამოსაქმემ.
[[1922]] წლის [[აგვისტო|აგვისტოში]]ში სოციალისტების მიერ ისევ იყო დანიშნული საყოველთაო გაფიცვა და მუსოლინიმ ჩათვალა, რომ დადგა მისთვის გადამწყვეტი დრო. მან განაცხადა, თუ მთავრობა არ ალაგმავს გაფიცვას, ამას ფაშისტები გააკეთებენ. და მართლაც "სკვადრისტებმა" ცეცხლი წაუკიდეს სოციალისტური პარტიის შენობებს და დაარბიეს გაზეთ ავანტი'ს (რომელსაც [[1914]] წლამდე თვითონ მუსოლინი რედაქტორობდა) სტამბა. ამის შემდეგ ფაშისტების ყრილობაზე მუსოლინიმ რიხიანად გამოაცხადა: "ან მთავრობა გახდება ჩვენი, ან ჩვენ წავალთ [[მარში რომზე|მარშით რომზე]]!" და მისმა მრავალათასიანმა მხარდამჭერებმა შეძახილით უპასუხეს: "რომი! რომი!"
 
[[რომი|რომზე]] ლაშქრობა მუსოლინიმ დაგეგმა ოთხ წამყვან ფაშისტთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით "კვადრუმვირები" უწოდეს. ესენი იყვნენ: იტალი ბალბო - სკვადრისტების ლიდერი, გენერალი ემილიო დე ბონო, დეპუტატი ჩეზარე მარია დე ვეკი და პარტიის გენერალური მდივანი მიქელე ბიანკი.
 
[[1922]] წლის 27 [[ოქტომბერი|ოქტომბერს]] ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მოხდა ფაშისტური ამბოხი და მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო. მეორე დღეს ფაშისტების ოთხი მრავალათასიანი კოლონა მარშით გაემართა [[რომი|რომისკენ]]სკენ. მეფეს შეეშინდა, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევდა სამოქალაქო ომს და ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, 30 [[ოქტომბერი|ოქტომბერს]] გამოიძახა მუსოლინი თავის რეზიდენციაში და დაავალა მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება.
 
=== ფაშისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება (1922 - 1932) ===
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-R69173, Münchener Abkommen, Staatschefs.jpg|thumb|left|250px|1938 წლის [[მიუნხენის გარიგება|მიუნხენის გარიგების]] შემდეგ. მარცხნიდან მარჯვნივ: [[ნევინ ჩემბერლენი|ჩემბერლენი]], [[ედუარდ დალადიე|დალადიე]], [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერი]] და მუსოლინი.]]
მუსოლინი ქვეყნის სათავეში ძალადობის გამოყენების მუქარით მოვიდა, მაგრამ პირველი დღიდანვე დიდი სიფრთხილით დაიწყო მოქმედება. უპირველეს ყოვლისა მან უბრძანა თავის 25 000 "სკვადრისტს", რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ რომის მიდამოებში, სახლებში წასულიყვნენ. ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, მკაცრად დაისაჯა. ამით მან აჩვენა, რომ ის არა მარტო [[ფაშისტი|ფაშისტების]] არამედ უკვე მთელი [[იტალია|იტალიის]] ლიდერია. მთავრობაში მუსოლინიმ [[ფაშისტი|ფაშისტების]] გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეიყვანა. მაგრამ თავის დაქვემდებარებაში დატოვა ოთხი მთავარი უწყება: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, შეიარაღებული ძალების და კორპორაციების სამინისტროები. დეპუტატების პალატისაგან მან მოითხოვა სრული ძალაუფლება ერთი წლით მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად. იგი საქმეს დიდი ენერგიითა და შემართებით შეუდგა. თავიდან მას კონკრეტული პროგრამა არ ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი პრიორიტეტები იყო ბიუჯეტის დაბალანსება, მუშათა პრობლემებისადმი სამართლიანი მიდგომა და ღირსეული საგარეო პოლიტიკა.
მუსოლინის გაპრემიერმინისტრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მისი მმართველობის წარმატებულობა. მუშები დაუბრუნდნენ ჩარხებს, სტუდენტები წიგნებს, ქარხნები ამუშავდნენ, ქუჩები დაცარიელდა. შემოღებული იქნა 8 საათიანი სამუშაო დღე, შემცირდა სამთავრობო ხარჯები, დაძლეული იქნა საბიუჯეტო დეფიციტი. იტალიელები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ მატარებლებმა ზუსტი გრაფიკით დაიწყეს სიარული.
 
[[1923]] წელს მუსოლინიმ თავის თავზე მორგებით შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც [[1848]] წლიდან მოქმედებდა. შემდეგი წლის [[აპრილი|აპრილში]] ახალი საარჩევნი კანონის მიხედვით ჩატარდა არჩევნები, რომელმაც მუსოლინის მიერ გატარებულ კურსს ტრიუმფალური გამარჯვება მოუტანა - ამომრჩეველთა 65,25%-მა ხმა მისცა [[ფაშისტი|ფაშისტების]] კანდიდატებს. ამ წარმატებით შეგულიანებულმა მუსოლინიმ საზოგადოებას მიანიშნა, რომ იგი განიხილავდა საგანგებო უფლებამოსილების გაუქმების და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. [[ფაშისტი]] ლიდერების გარკვეული ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ისინი მათთვის ჩვეულ პროვოკაციაზე წავიდნენ.
 
[[1923]] წლის [[ზაფხული|ზაფხულში]] მოკლეს ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ოპოზიციური დეპუტატი ჯაკომო მატეოტი, რომელიც [[ფაშისტი|ფაშისტთა]] ზოგიერთი უპასუხისგებლო და თავხედი ლიდერის საქვეყნოდ მხილებას აპირებდა. ამ მკვლელობამ მთელი [[იტალია]] აღაშფოთა. ოპიზიციის დეპუტატებმა დემონსტრაციულად დატოვეს პარლამენტი და მეფეს ფაშისტთა ძალადობრივი ქმედებების საწინააღმდეგო ზომების მიღება მოსთხოვეს. დაიწყო გამოძიება და დააპატიმრეს ოთხი ეჭვმიტანილი (წამყვანი ფაშისტი საზოგადო მოღვაწეები), რამაც საზოგადოება სრულიადაც არ დააშოშმინა და ოპოზიციურმა გაზეთებმაც უწინდებურად განაგრძეს რეჟიმის კრიტიკა.
მრავალი წლის შემდეგ, [[1947]] წელს, როდესაც მუსოლინი ცოცხალი აღარ იყო, ამ საქმეზე ჩატარდა სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ამ მკვლელობასთან მუსოლინის პირადად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა ეჭვებმა საბოლოოდ მოსპეს მუსოლინის ლიბერალებთან დაახლოვების შანსი და უბიძგეს მას რეჟიმის გასასტიკებისკენ. [[1925]] წლის [[იანვარი|იანვარში]] დეპუტატების პალატის წინაშე მან განაცხადა: "...მთელი იტალიის წინაშე ვაცხადებ, რომ მხოლოდ მე ვარ პოლიტიკური, მორალური და ისტორიული პასუხისმგებლობის მატარებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში. და თუ [[ფაშიზმი]] არის არა იტალიელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილის კეთილშობილი სულისკვეთება, არამედ ის გარდაიქმნა დანაშაულებრივ შეთქმულებად და ამკვიდრებს ძალადობის ატმოსფეროს საზოგადოებაში, ამაზეც პასუხს მე ვაგებ... [[იტალია|იტალიას]] მშვიდობა, სიწყნარე, მშვიდი შრომა სწადია. მე ამას მივაღწევ სიყვარულით და თუ არ გამომივა, ძალით!"
 
ამ გამოსვლის შემდეგ ფაშისტური პარტიის ახალი მდივნის რობერტო ფარინაჩის ხელმძღვანელობით დაიწყო იტალიის "სრული ფაშიზაცია". გავლენიანი გაზეთები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, ან დახურულნი იყვნენ ან მთლიანად ფაშისტურ კონტროლს ემორჩილებოდნენ. ოპოზიციური პარტიები გაუქმდა, დეპუტატების პალატა გახდა ფაშისტური დეკრეტების დაკანონების ფორმალური ორგანო. სამაგიეროდ, მუსოლინის თავჯდომარეობით ჩამოყალიბდა ფაშისტური პარტიის დიდი საბჭო, რომელსაც დაეკისრა მინისტრთა კაბინეტის გაკონტროლება. არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე მოეღო ბოლო, არჩეული მერები შეიცვალნენ დანიშნული "პოდესტებით". მოხდა ფაშისტური პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან.
მუშათა პროფკავშირები მთლიანად დაემორჩილნენ ფაშისტურ პარტიას. აკრძალული იყო გაფიცვები და ლოკაუტები, შრომითი კომფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი იყო სპეციალური სასამართლოები. როგორც დამახასიათებელია ტოტალიტარულ რეჟიმებისთვის, შეიქმნა საბავშვო და ახალგაზრდული ფაშისტური კავშირები. ფაშისტური პარტია რუსი ბოლშევიკების მსგავსად ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და საზოგაბოებრივ ორგანიზაციაზე.
 
ტოტალიტარული რეჯიმის დამკვიდრების თანადროულად მოხდა იტალიის ეკონომიკის გაჯანსაღება და ევროპის მოწინავე ქვეყნების დონესთან მიახლოება. ამის მისაღწევად გამოიყენებოდა [[სოციალიზმი|სოციალიზმისთვის]]სთვის დამახასიათებელი ღონისძიებები - ეკონომიკის დაგეგმარება და შრომის მორალური სტიმულირება. ხორბლის მოსავლისთვის "ბრძოლის" მოსაგებად მუსოლინი მთელი ქვეყნის სოფლებში პირადად ჩადიოდა და მიმართავდა "მამაც გლეხებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან", შრომაში გამორჩეულებს პირადად აჯილდოვებდა "შრომის ვარსკვლავით". და მართლაც, ხორბლის მოსავალი [[1925]] წლისთვის ომისწინანდელ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
 
იტალიის გასაძლიერებლად მუსოლინიმ დაიწყო გრანდიოზული სამშენებლო პროექტების განხორციელება. შენდებოდა [[გზა|გზები]], [[არხი (ჰიდროგრაფია)|არხები]], [[სავადმყოფო|სავადმყოფოები]]ები, [[სკოლა|სკოლები]], [[ობოლთა თავშესაფარი|ობოლთა თავშესაფრები]], აშრობდნენ [[ჭაობი|ჭაობებს]], აგებდნენ სარწყავ სისტემებს, აშენებდნენ [[ტყე|ტყეებს]]ებს, გამოიყოფოდა თანხები [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტების]] განვითარებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის, შემუშავებული იყო [[რომი|რომის]] გალამაზების გრანდიოზული გეგმა.
 
ამ ღონისძიებებმა ძალიან აამაღლეს მუსოლინის ავტორიტეტი. მართალია, ფაშისტური იდეოლოგიის დამკვიდრება მოსახლეობაში უკმაყოფილებასა და პასიურ წინააღმდეგობას იწვევდა, მაგრამ "დუჩე" მუსოლინი ხალხს ღვთის საჩუქრად მიაჩნდა. იგი ხალხის კერპად იქცა. ანტიფაშისტებიც კი არ იყვნენ განწყობილი პირადად მის წინააღმდეგ. დისიდენტები აკრიტიკებდნენ თავისუფლების დათრგუნვას, ფაშისტური იდეოლოგიის ვულგარულ პრიმიტივიზმს, მაგრამ უბრალო ხალხისთვის თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო გარანტირებული ხელფასი და შიმშილისგან გადარჩენა. რაც შეეხება უკმაყოფილო მწერლებსა და ინტელექტუალებს, ხელისუფლება ცდილობდა მათ მოსყიდვას და გადმობირებას. ვინც გაჯიუტდებოდა, მათ ხსნიდნენ თანამდებლობიდან და ავიწროვებდნენ. მაგრამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასიურ დევნას ან რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია.
 
[[1927]] წელს მუსოლინიმ ოფიციალურად დაშალა ფაშისტური "სკვადრები" და გამოაცხადა, რომ "შურისძიების, დათრგუნვის და ძალადობის დრო დამთავრდა". სახელმჭიფო უშიშროების ორგანო [[OVRA]] (ოპერატიული მოქმედება ანტიფაშიზმის საწინააღმდეგოთ) რუსულ ჩეკა-ნკვდ ან გერმანულ [[გესტაპოსთან]] შედარებით უწყინარი ორგანო იყო და საჟჯელაღმკვეთი დაწესებულებებიც ჩვეულებრივები იყვნენ. ასე გრძელდებოდა [[1936]] წლამდე, სანამ [[გერმანია|გერმანიასთან]]სთან დაუახლოვდებოდნენ.
 
[[1929]] წელს მუსოლინიმ გადაწყვიტა პრობლემა, რომელიც [[1870]] წლის შემდეგ ძალიან მტკივნეული იყო [[იტალია|იტალიისთვის]] - ხელმოწერილი იყო [[ვატიკანი|ვატიკანთან]] ე.წ. "ლატერანის ხელშეკრულება", რომელმაც დაარეგულირა ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამან უფრო აამაღლა მუსოლინის ავტორიტეტი, ეკლესიამ კი შეუნდო მას წინანდელი ანტიკლერიკალური და მკრეხელური გამონათქვამები.
ხაზი 135:
"დუჩე" ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი ფაშისტი არ უნდა ეძებდეს ადვილ ცხოვრებას, მისი მოვალეობაა იყოს ეფექტურობის, შეუპოვრობის, დინამიურობის მაგალითი. ის უნდა იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი - მგზნებარე, გაბედული, მიზანდასახული, რომელიც თავდადებულად ემსახურება ფაშისტურ იდეალებს და ემორჩილება კორპორატიულ დისციპლინას. ფაშიზმის დოქტრინა "უარყოფს სახელმწიფის დემოკრატიულობის თეორიებს და აცხადებს, რომ განსხვავებით სხვა პრიმიტიულ დოქტრინებისგან, წინააღმდეგობა სახელმწიფისა და პიროვნებას შორის გადაწყვეტილია პიროვნების სრული დამორჩილებით სახელმწიფოსადმი". "ჩვენ მომხრენი ვართ კოლექტივიზმისა ინდივიდუალიზმის ხარჯზე" - ასწავლიდა "დუჩე".
 
განსხვავებით წინანდელი იტალიისთვის და სხვა დასავლური დემოკრატიებისთვის ჩვეული გარყვნილების, დეკადენტობის და კომფორტულობისაგან, "[[ფაშისტი]]ს ცხოვრება არ უნდა იყოს იოლი". "მუდმივად მზადყოფნა" - ასეთია [[ფაშისტი|ფაშისტების]] დევიზი. [[ფაშისტი]] მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, მას არა აქვს უფლება მიეცეს სულიერ და მორალურ სიზარმაცეს, უნდა შეეძლოს უარყოს პირადი სიამოვნება და თავდავიწყებით ემსახუროს ფაშისტურ იდეალებს და იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი.
 
[[ფაშიზმი]]ს აპოლოგეტები ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი არ ეწინააღმდეგება იტალიის ისტორიას, რომ [[ჯუზეპე გარიბალდი|გარიბალდი]] და [[მაძინი, ჯუზეპე|მაძინი]] გულში [[ფაშისტი|ფაშისტები]] იყვნენ.
 
პროპაგანდის გარდა ხალხზე ემოციური ზემოქმედებისთვის შემოღებული იყო სიმბოლოები, ლიტურგიული ფორმულები, ქორეოგრაფიული მისტერიები და გრანდიოზული აღლუმები, რომლებიც მუსოლინის გაგებით [[ფაშიზმი|ფაშიზმს]] ზებუნებრივ მოვლენას ამსგავსებდა და კლასიკური [[რომი|რომის]] სულისკვეთებას სძენდა.
 
იტალიელთა დიდ ნაწილში, განსაკუთრებით პატრიოტულ ახალგაზრდობაში, "დუჩეს" იდეოლოგიამ აღიარება მოიპოვა და თავისუფლების შეზღუდვა მიჩნეული იყო, როგორც ახალი "რისორჯიმენტოს" (აღორძინების) მისაღწევად აუცილებელი საფასური.
 
ფაშისტურმა იდეოლოგიურმა კონცეპციებმა და რიტუალურმა პროცედურებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერზე ადოლფ გიტლერზე, რომელიც აღტაცებული იყო მუსოლინის პიროვნებით. [[1926]] წელს [[ჰიტლერი|ჰიტლერმა]] მისწერა მუსოლინის თხოვნით, ეჩუქებინა მისთვის თავისი სურათი ავტოგრაფით, რაზეც მუსოლინიმ იგნორირება მოახდინა. მართალია, არის ეჭვები, რომ იტალია ფინანსურად ეხმარებოდა ნაცისტებს [[1932]] წელს, მაგრამ მუსოლინის არ ჰქონდა სურვილი შეებღალა თავისი რეპუტაცია იმ "საეჭვო ავანტიურისტთან" ღია კონტაქტით, რომელიც მათი ლიდერი იყო. მას სურდა, რომ ფაშიზმს, როგორც პოლიტიკურ მიმდინარეობას, მსოფლიმში პატივისცემა და აღიარება მოეპოვა და არ ყოფილიყო შებღალული ნაციონალ-სოციალიზმით, რომელიც მუსოლინის იმდროინდელი შეხედულებით, იყო "უღრანი ტყიდან გამოსული ტევტონური ტომების ამბოხი". რაც შეეხება ნაციტური იდეოლოგიის ფუძემდებელ თემას გაბატონებული რასის შესახებ, მუსოლინი მას იდიოტურ უაზრობად მიიჩნევდა და ანტისემიტიზმს კი "გერმანულ ბოროტებას" ეძახდა. [[1932]] წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: იტალიაში არ არსებობს ებრაელური საკითხი, რადგან ის არ შეიძლება არსებობდეს გონიერი მართველობის მქონე ქვეყანაში."
 
== გარდაცვალება ==
[[ფაილი:Cross mezzegra.jpg|მინი|ადგილი [[მეცეგრა]]ში სადაც მუსოლინს ესროლეს]]
[[ფაილი:Execution of Mussolini (1945).ogg|მინი|ამერიკული ქრონიკა მუსოლინის გარდაცვალების ცნობით 1945]]
მუსოლინი და მისი [[საყვარელი]] [[კლარა პეტაჩი]] [[1945]] წლის 27 [[აპრილი|აპრილს]], სოფელ [[დონგო]]ს მახლობლად, [[ტბა კომო]]სთან [[კომუნისტი|კომუნისტმა]] პარტიზანებმა (გარიბალდის 52-ე ბრიგადიდან) შეაჩერეს, საიდანაც ის [[შვეიცარია]]ში გადასვლას ცდილობდა, რათა იქიდან [[ესპანეთი|ესპანეთში]] გაფრენილიყო. ამ პერიოდისთვის კლარას ძმა [[ესპანეთი|ესპანეთის]] კონსული იყო.<ref>Toland, John. (1966). ''The Last 100 Days'' Random House</ref> კომოსთან მათი აყვანის რამდენიმე უშედეგო მცელობის შემდეგ, ისინი ნახეს [[მეცეგრა]]ში, სადაც მათ თავისი ბოლო ღამე დე მარიას ოჯახში გაატარეს.
 
შემდეგ დღს მუსოლინი და პეტაჩი მათ თხუთმეტივე თანამგზავრთან ერთად დახვრიტეს. განაჩენი [[გიულინო]]ში აღსრულდა. ოფიციალური ცნობით დახვრეტას [[უოლტერ აუდისიო]] ხელმძღვანელობდა. აუდისიო კომუნისტი პარტიზანი იყო, რომელსაც მუსოლინის ლიკვიდაციის ბრძანება ეროვნული თავისუფლების კომიტეტისგან ჰქონდა მიღებული. როდესაც აუდისიო შევიდა ოთახში, სადაც მუსოლინი და სხვა [[ფაშისტი|ფაშისტები]] იყვნენ, მან, გადმოცემის თანახმად გამოაცხადა: "მე მოვედი რომ თქვენ გიხსნათ!... რამე იარაღი გაქვთ?". შემდეგ მან ისინი ჩასვა ავტომობილში და მცირე მანძილის გავლის შემდეგ მოსთხოვა, მანქანიდან ჩამოსულიყვნენ. მუსოლინიმ გაიხსნა ღილები და დაიძახა "მესროლეთ მკერდში!" მას აუდისიომ ესროლა. მუსოლინი დაეცა თუმცა არ მომკვდარა. აუდისიო მივიდა და მკერდში კიდევ ერთხელ ესროლა. აუდისიომ უთხრა მის მძღოლს "შეხედე ემოციებს მის სახეზე, არ შეშვენის." მუსოლინის ჯგუფის სხვა წევრებიც ასევე დახვრიტეს.<ref>{{cite web|url=http://www.celebritymorgue.com/benito-mussolini/ |title=Benito Mussolini |publisher=Celebritymorgue.com |date=28 April 1945 |accessdate=13 March 2009}}</ref>
ხაზი 166:
 
{{Link FA|uk}}
{{Link GA|ar}}