შეფიცულთა რაზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''შეფიცულთა რაზმი''' — პარტიზანული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში [[1922]] წელს, ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღსადგენად.
 
[[ფაილი:Kakutsa shepitsulebi.jpg|thumb|320px|შეფიცულთა რაზმი]]
 
== რაზმის შექმნის იდეა ==
[[1921]] წლის თებერვალში კომუნისტების მიერ საქართველოს დაპყრობისა და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის სამარცხვინო გაქცევის შემდეგ ქართულმა მხედრობამ გადაწყვიტა, რომ არ შეგუებოდა მომხდურს და პარტიზანული ბრძოლები წამოეწოწამოეწყო რუსი დამპყრობლებისა და ადგილობრივი კომუნისტების წინააღმდეგ. ამ საქმისთვის სათავეში ჩადგომა პოლკოვნიკ [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი|ქაქუცა ჩოლოყაშვილს]] დაავალეს, როგორც გამოცდილ მხედარს და პირუთვნელ მამულიშვილს. ეს საკითხი [[თბილისი|თბილისში]] ყოფნისას განიხილეს კიდევაც გენერალმა [[კოტე აფხაზი|კოტე აფხაზმა]] და ქ. ჩოლოყაშვილმა. წინააღმდეგობის ფრონტის ბაზად მომავალმა შეფიცულებმა გადაწყვიტეს რომ [[კახეთი]] აერჩიათ და შედეგად, ისინი დაბანაკდნენ [[ყვარელი|ყვარელში]], [[წინამძღვრიანთ კარი|წინამძღვრიანთ კარის]] საბაღოსნო სკოლის შენობაში.
 
ამ პერიოდიდან მოყოლებული იწყება ზრუნვა ფარული ორგანიზაციების შექმნაზე სრულიად საქართველოს მასშტაბით. მოსახლეობაში გავრცელებულმა ხმებმა, რომ ჩოლოყაშვილი პარტიზანულ რაზმებს აყალიბებსო, ხალხმა სიხარულით მიიღო და ადგილობრივი მკვიდრნი ყველანაირად ხელს უმართავდნენ მათ. ყოველივე ამას [[1921]] წლის ივლისში აკეთებდნენ სრულიად საიდუმლო ვითარებაში. ყოველ სოფელში დანიშნული იყვნენ ათისთავები და ასისთავები (თანამედროვე სამხედრო ტერმინოლოგიით ათმეთაურები და ასმეთაურები). დანარჩენ საქართველოში, სადაც პარტიზანებს ხელი არ მიუწვდებოდათ ჩოლოყაშვილი აგზავნიდა სანდო პირებს და ამგვარად ამყარებდა მათთან კავშირს.
Line 19 ⟶ 21:
სააღდგომო ნადიმზე დიმიტრიმ, რომელიც ფრიად განსწავლული კაცი იყო, მიმართა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით:
{{ციტატა|”დღეს ჩვენ ვუქმობთ ბრწყინვალე საქრისტიანო დღეს, აღდგომას, და მასთან ერთად ბრძოლის დასაწყისს წმინდა საქმისათვის. აი, ამ მთებში ბალახმა აიტანა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]]ს მიერ დაქნილი ბილიკები. რუსეთის უსამართლობას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ვითომდა მოყვრულად მოსულნი, მტრად გადაგვექცნენ, რომლებიც ოჯახებს გვიწიოკებდნენ და ქალებს გვიუპატიურებდნენ. იგივე მეორდება დღესაც. შენ, ქაქუცაო, შენა გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბრძოლი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. შენ უნდა აღადგინო ალექსანდრე ბატონიშვილის ნათელი ბილიკები. თქვენ, რაზმელებო, ალბათ გახსოვთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი თავის ირგვლივ. თქვენც უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. ეს არის ჩვენი მთავარი მტერი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მამა-პაპამ. ჩვენი წინაპრების თავგანწირული ღვაწლის მეოხებით კიდევ ღვივის საქართველოს ნაპერწკალი. ჩვენ არ უნდა ჩავაქროთ ეს ნაპერწკალი. დღეს თქვენზეა დამოკიდებული ამ ნაპერწკლის გაღვივება. მაშ გაუმარჯოს დიდი [[თამარი]]ს და ერეკლეს საქართველოს!”}}
ამას შემდეგ, დ.ჭინჭარაულმა რაზმის წევრები ხევსურული წესით დააფიცა და სწორედ ეს მომენტი მიიჩნევა შეფიცულთა რაზმის დაარსების ოფიციალურ თარიღად. ამ დროისათვის შეფიცულთა შეიარაღებული რაზმი თითქმის ოც კაცს ითვლიდა, რომელთა შორის იყო რამდენიმე ქისტი პანკისიპანკისის ხეობიდან.
 
== ანტიკომუნისტური ოპერაციების დაწყება ==
Line 48 ⟶ 50:
აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ, რუსების და კომუნისტი ქართველებისგან ნარევმა რაზმებმა იწყეს ხევსურეთის მოსახლეობის აწიოკება და დარბევა. შეფიცულები კვლავ ტყეში გაიხიზნენ და მათი მომავალი, ამის მერე, ბუნდოვანი გახდა. ერთხელ, ქაქუცას მოულოდნელად ეახლნენ მისი ბიძა [[შაქრო ჩოლოყაშვილი]] და [[ბიძინა მაყაშვილი]], რომლებმაც მას მთავრობის დანაბარები გადასცეს. ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი მოსვლა შეფიცულებთან. კომუნისტებს აინტერესებდათ, თუ რატომ გვებრძვის ჩვენ და რა უნდაო? მეორეც, წინადადებას შესთავაზეს, თუ საზღვარგარეთ წახვალ, ფულს რამდენსაც გინდა მოგცემთ და თუ არ გვენდობა, საზღვარზე გადასვლის დროს მოითხოვოს ვინმე მძევლად წასაყვანადო და გადასვლის მერე გაათავისუფლონო. ქაქუცამ მათ უპასუხა, რომ ქართველ ერს თუ მოსწონს ბოლშევიკური ხელისუფლება, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებითო და ისევე ვემსახურებით მათო, ოღონდ რუსის ჯარი გავიდეს და საქართველო დამოუკიდებელი იყოს. ”ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მანამდისინ შევძლებთ, და თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ დიადი საქმის სისრულეში მოყვანა, მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს”. ამ მოვლენის შემდეგ, კომუნისტები მიხვდნენ, რომ ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი არც იარაღს დაჰყრიდნენ და არც ბრძოლას შეწყვეტდნენ.
 
მატანში ცხოვრობდა ქაქუცას ბიძაშვილი [[ანეტა ჩოლოყაშვილი]], რომელიც ყოველნაირად ეხმარებოდა შეფიცულებს წამლებითა და ჭრილობებისთვის საჭირო მასალებით. ერთ დღეს ანაზდაეულად, ეს ქალბატონი ჩეკამ დააპატიმრა. ბევრი წამების მიუხედავად მას ვერაფერი დააცდევინეს და [[1922]] წლის დამლევს იგი დახრიტესდახვრიტეს. ეს იყო მანდილოსნის დახვრეტის პირველი შემთხვევა საქართველოში.
 
[[1923]] წლის სუსხიან ზამთარს შეფიცულთა რაზმმა ბინა დაიდო [[მატანი|მატნის]] თავის ტყეებში მთაწმინდაზე. იმავე პერიოდში, რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, პოეტური ნიჭით დაჯილდოებულმა [[მიხა ხელაშვილი|მიხა ხელაშვილმა]] განიზრახა ორიოდე დღით შინ დაბრუნება დედის და ნათესავების მოსანახულებლად. სანამ ხელაშვილი თავის სოფელში იმყოფებოდა, გაუგია, რომ [[დუშეთი]]ს მილიციის უფროსი თავისი მილიციონერებით მის სოფელში აპირებდა წასვლას და გადაუწყვეტია, რომ ეს საძაგელი პიროვნება მოეცილებინა. მან, სრულიად დამოუკიდებლად გზა შეუკრა მას და სროლა აუტეხა. ორი კაცი მოკლა ხელაშვილმა და თვითონაც დაიღუპა ამ შეტაკებაში.