პაულინო ალკანტარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
=== საკლუბო კარიერა ===
==== დებიუტი 15 წლის ასაკში ====
პაულინო ალკანტარა დაიბადა [[ფილიპინები|ფილიპინებზე]] კატალონიელი მამისა და ფილიპინელი დედის ოჯახში,<ref name="championat"/> მაგრამ მოგვიანებით მშობლებთან ერთად გადასახლდა [[ესპანეთი|ესპანეთში]]. პაულინო [[ბარსელონა]]ში გაიზარდა და თავდაპირველად საფეხბურთო კლუბ გალენოს ღირსებას იცავდა, სანამ იგი [[ჟოან გამპერი|ჟოან გამპერმა]] არ აღმოაჩინა, რომელმაც ახალგაზრდა პაულინო „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონაში]]“ წაიყვანა. მისი დებიუტი გუნდში შედგა [[1912]] წლის [[25 თებერვალი|25 თებერვალს]] [[კატალონიის საფეხბურთო ჩემპიონატი|კატალონიის ჩემპიონატში]], [[კატალა (საფეხბურთო კლუბი)|კატალას]] წინააღმდეგ მატჩში. იმ დროისთვის პაულინო მხოლოდ 15 წლის, 4 თვისა და 18 დღის იყო. იმ მატჩში ბარსელონამ გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 9:0, ალკანტარამ კი პირველი სამი გოლი გაიტანა. ალკანტარა გახდა პირველი ფილიპინელი და ზოგადად აზიელი ფეხბურთელი ევროპულ კლუბში.
 
მის თანაკლუბელეს შორის იმ დროისთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან [[ფრანსიცკო ბრუ]], [[ჯეკ გრინველი]] და [[რომა ფორნსი]]. პაულინო კლუბს [[1913]] წელს [[ესპანეთის საფეხბურთო თასი|ესპანეთის თასისა]] და [[1916]] წელს კატალონიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.