ჰიმალაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები =
}}
'''ჰიმალაი''' ({{lang-sa|हिमालयः}}, {{IAST|himālayaḥ}} „თოვლის სავანე“, {{lang-hi|हिमालय}}, {{lang-ne|हिमालय}}, {{lang-zh|喜馬拉雅山脈}}) — მსოფლიოს უმაღლესი მთათა სისტემა [[აზია]]ში. განფენილია [[ავღანეთი]]ს, [[პაკისტანი]]ს, [[ინდოეთი]]ს, [[ჩინეთი]]ს, [[ნეპალი]]ს, [[ბჰუტანი]]სა და [[მიანმარი]]ს ტერიტორიებზე. მოქცეულია [[ტიბეტის მთიანეთი|ტიბეტის მთიანეთსა]] და [[ინდ-განგის ვაკე]]ს შორის. სიგრძე 2400 კილომეტრზე მეტი, სიგანე 180 კილომეტრიდან 350 კილმეტრამდე. ფართობი დაახლოებით 650 ათასი კმ². საშუალო სიმაღლე დაახლოებით 6000 მ. ჰიმალაიზე აღმართულია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი [[ევერესტი]] (8848 მ). 11 მწვერვალის სიმაღლე აღემატება 8000 მ-ს, რომელთაც სხვანაირად [[რვაათასიანები|რვაათასიანებს]] უწოდებენ. ჰიმალაი არის დიდი [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]], [[კლიმატი|კლიმატური]] და [[ფლორა|ფლორისტიკული]] ზღუდე ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და სამხრეთ აზიის ტროპიკულ ლანდშაფტებს შორის.
 
ჰიმალაი ინდ-განგის ვაკიდან 3 უზარმაზარ ციცაბო საფეხურებად მაღლდება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია რღვევის ხაზებითა და მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულებით. I საფეხურს ქმნის ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ჰიმალაის სამხრეთი მთისწინეთი — [[სივალიკის ქედი]]. II საფეხურია მცირე ჰიმალაი — ცალკეული მთის მასივებისა და ქედების სისტემა. მთები ძლიერ დანაწევრებულია, სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი დამრეცი. აქ არის პირ-პანჯალის, დჰაოლადჰარის, მაჰაბჰარატის ქედები. III საფეხურია დიდი ჰიმალაი, ანუ ჰიმალაის მთავარი ქედი. იგი ჩრდილოეთ-დასავლეთით [[ნანგაპარბატის მასივი]]დან იწყება. სატლეჯის ხეობიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარული ჰიმალაის უმაღლესი [[მთის მასივი|მთის მასივები]] და [[მწვერვალი|მწვერვალები]].
 
ჰიმალაი ფართობით თითქმის ათჯერ აღემატება [[საქართველო]]ს ფართობს. შედარებისთვის შესაძლებელია მწვერვალ [[აკონკაგუა]]ს ([[ანდები]]) მოყვანა, რომლის სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 6 962 მ-ია და უმაღლესი მწვერვალია აზიის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ჰიმალაის სისტემა შეიცავს 100-ზე მეტ მწვერვალს, რომელთა სიმაღლე 7 200 მეტრს აღემატება. მათი დაპყრობის მცდელობა და ისტორია [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოდან იწყება. ჰიმალაის მწვერვალებზე მოწყობილმა ექსპედიციებმა ბევრი ცნობილი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიმალაი“-დან