მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
ამას მოჰყვა სხვადასხვაგვარი შეხედულება ხსნის შესახებ: დასავლეთში უპირველესად საუბრობენ იურიდიულ გამართლებაზე (ხსნაზე), რომელიც [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] მიერ ადამიანთა ცოდვათათვის სასჯელის საკუთარ თავზე აღების შედეგად განხორციელდა — აღმოსავლეთში ხაზს უსვამენ [[იესო ქრისტე|იესოს]] [[აღდგომა|აღდგომის]] შედეგად სიკვდილისა და ცოდვისაგან ხსნას, რის შედეგადაც ადამიანს კვლავ მიეცა საშუალება, იყოს ღვთის მსგავსი და იცხოვროს მასთან მარადიულად. დასავლური ეკლესია ქრისტეს მსხვერპლად წარმოაჩენს, აღმოსავლური კი, როგორც გამარჯვებულს, სიკვდილისა და ცოდვის დამთრგუნველს.
 
[[სარწმუნოების სიმბოლო|ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს]] (მრწამსს) დასავლეთში სულიწმინდის გამომავლობასთან დაკავშირებით დაამატეს სიტყვები „და ძისაგან“ ([[ფილიოკვე|Filioque]]), აღმოსავლურმა ეკლესიამ კი მრწამსის თავდაპირველი ტექსტი დღემდე შეინარჩუნა. ეს უკვე იყო ის კონკრეტული თეოლოგიური კონფლიქტი, რომლეზეც არ შეიძლება ითქვას, რომ დასავლური და აღმოსავლური შეხედულებები ერთმანეთს ავსებს — ისინი ურთიერთწინააღმდეგობრივია.
 
== ლიტერატურა ==