დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
 
დასავლეთში [[ნეტარი ავგუსტინე|ნეტარმა ავგუსტინემ]] შეიმუშავა [[პირველქმნილი ცოდვა|პირველქმნილი ცოდვის]] [[დოგმა]], რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს ჩასახვის მომენტიდან [[ადამი]]ს ცოდვა დაჰყვება და იურიდიულად დამნაშავეა (ამას შემდგომში მოყვა კათოლიკების მიერ [[წმინდა ანა]]ს მიერ [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] უბიწოდ შობის დოგმის შემოღება) — აღმოსავლეთში პირველქმნილ ცოდვას უფრო მეტად [[ადამი]]ს ცოდვის შედეგებში ხედავდნენ: სიკვდილი, მოთხოვნილებები და მიდრეკილება ცოდვისაკენ.
 
ამას მოჰყვა სხვადასხვაგვარი შეხედულება ხსნის შესახებ: დასავლეთში უპირველესად საუბრობენ იურიდიულ გამართლებაზე (ხსნაზე), რომელიც [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] მიერ ადამიანთა ცოდვათათვის სასჯელის საკუთარ თავზე აღების შედეგად განხორციელდა — აღმოსავლეთში ხაზს უსვამენ [[იესო ქრისტე|იესოს]] [[აღდგომა|აღდგომის]] შედეგად სიკვდილისა და ცოდვისაგან ხსნას, რის შედეგადაც ადამიანს კვლავ მიეცა საშუალება, იყოს ღვთის მსგავსი და იცხოვროს მასთან მარადიულად. დასავლური ეკლესია ქრისტეს მსხვერპლად წარმოაჩენს, აღმოსავლური კი, როგორც გამარჯვებულს, სიკვდილისა და ცოდვის დამთრგუნველს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან