დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
== თეოლოგია ==
ორივე მხარის საეკლესიო მოღვაწეები თავიდანვე სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც საწყის ეტაპზე არ ქმნიდა რაიმე პრობლემას, რადგან ამგვარი თეოლოგიური მოღვაწეობა ერთმანეთს ავსებდა და არ იყო წინააღმდეგობრივი; შემდგომ პერიოდში, როდესაც შეფერხდა ერთმანეთის ნაშრომთა ურთიერთგაზიარება, წარმოიშვა არაერთი აზრთა სხვადასხვაობა.
 
[[სამება]]ზე საუბრისას აღმოსავლეთში უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდნენ სამ პიროვნებაზე, მათ შორის [[სულიწმინდა]]ზე — დასავლეთში კი უფრო მეტად ხაზს უსვამდნენ სამების ერთიანობას, ხოლო სული წმინდა უფრო მეტად მეორე რანგში ჩანდა.
 
დასავლეთში [[ნეტარი ავგუსტინე|ნეტარმა ავგუსტინემ]] შეიმუშავა [[პირველქმნილი ცოდვა|პირველქმნილი ცოდვის]] [[დოგმა]], რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს ჩასახვის მომენტიდან [[ადამი]]ს ცოდვა დაჰყვება და იურიდიულად დამნაშავეა (ამას შემდგომში მოყვა კათოლიკების მიერ [[წმინდა ანა]]ს მიერ [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] უბიწოდ შობის დოგმის შემოღება) — აღმოსავლეთში პირველქმნილ ცოდვას უფრო მეტად [[ადამი]]ს ცოდვის შედეგებში ხედავდნენ: სიკვდილი, მოთხოვნილებები და მიდრეკილება ცოდვისაკენ.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან