დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== პოლიტიკური გავლენა ===
რომის იმპერიის დედაქალაქის [[რომი]]დან [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] გადატანისა და განსაკუთრებით დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შედეგად დამყარდა აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური სიტუაციები: აღმოსავლეთში პოლიტიკურ ძალაუფლებას [[იმპერატორი]] ფლობდა, საეკლესიო ძალაუფლება კი გადანაწილებული ჰქონდა ერთნაირი რანგის რამდენიმე პატრიარქს, რომელთაგან არცერთი არ ფლობდა პრივილეგიებს სხვა დანარჩენებთან შედარებით.
 
ამის საპირისპიროდ, დასავლეთში ცენტრალური პოლიტიკური ხელისუფლება საუკუნეთა განმავლობაში აღარ არსებობდა, მხოლოდ სხვადასხვა რეგიონებში მმართველობდნენ ადგილობრივი მთავრები; სამაგიეროდ, დასავლეთ ევროპას ერთი პატრიარქი — [[რომის პაპი]] ჰყავდა, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც ევროპის სტაბილურობისა ერთიანობის უზრუნველყოფა შეეძლო; ამგვარად იგი ცენტრალურ ავტორიტეტად იქცა. შემქნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პაპს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ჰქონდა ადგილობრივ მთავრებზე.
 
== ლიტერატურა ==