დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
== აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუცხოება ==
=== ენა ===
გაუცხოების საწყის ეტაპზე შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ პირველი საუკუნეების განმავლობაში [[რომი|რომსა]] და ზოგადად დასავლეთ [[ევროპა]]ში უფრო და უფრო მეტად მცირდებოდა [[ბერძნული ენა|ბერძნული ენის]] მცოდნეთა რაოდენობა, მაშინ, როცა მანამდე ბერძნული საუკუნეთა განმავლობაში მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის საერთაშორისო ენას (lingua franca) წარმოადგენდა. ამან იმოქმედა ეკლესიაზეც და შეაფერხა თეოლოგიურ მოძღვრებათა ურთიერთგაცვლა. უკვე მეოთხე საუკუნეში დასავლეთში ეკლესიას სულ რამდენიმე მამა ჰყავდა, რომელიც ბერძნულს ფლობდა ([[ამბროსი მედიოლანელი]], [[იერონიმე]]) — მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა გავლენიანი [[ლათინური ენა|ლათინურენოვანი]] მოძღვარი ეკლესიისა [[ნეტარი ავგუსტინე]]. მეტიც, უაღრესად განათლებულმა პაპმა [[გრიგოლ I (პაპი)|გრიგოლ I-მა]], რომელიც [[VI საუკუნე]]ში ელჩიც იყო კონსტანტინოპოლში, ბერძნული ენა არ იცოდა. მეორე მხრივ, ნეტარი ავგუსტინეს ნაწარმოებები პირველად [[XIV საუკუნე]]ში თარგმნეს ბერძნულად. ზოგადად, არც ბერძენმა პატრიარქებმა იცოდნენ [[ლათინური ენა]]. ამრიგად, საერთაშორისო ურთიერთობებში მუდმივად დამოკიდებულები იყვნენ თარჯიმნებზე, მდივნებსა და ექსპერტებზე.
 
ამავე დროს, პაპი [[დამასუს I]]-დან მოყოლებული (380 წ.), წმინდა მესის ტექსტი ძველი ბერძნულდან ლათინურით შეიცვალა.
 
=== კულტურა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან