აფონსუ I (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

== ბიოგრაფია ==
=== გამეფებამდე ===
აფონსო იყო პორტუგალიის მარკგრაფის ენრიკესა და [[კასტილია|კასტილიის]] მეფის [[ალფონსო VI (კასტილია)|ალფონსო VIსVI-ს]] ასულის, ტერეზიას ვაჟი. მამა დაიღუპა [[1112]] წელს და სანამ აფონსო პატარა იყო, ქვეყანას დედამისი მმართავდა. როდესაც აფონსო გაიზარდა, იგი აღუდგა თავის დედას და მის საყვარელს (შესაძლოა ქმარს) გალისიის გრაფს ფერნანდო პერესა ტრასტამარას და განდევნა ისინი [[1128]] წელს. გამეფების შემდეგ აფონსომ დაიწყო კასტილიისგან პორტუგალიის გასანთავისუფლებლად ბრძოლა. [[1136]] წელს კასტილიის მეფემ უარი თქვა პორტუგალიაზე თავის უფლებებზე. კასტილიასთან დაზავების შემდეგ, აფონსომ არაბების წინააღმდეგ გაილაშქრა. [[ურიკასთან ბრძოლა]]ში, [[1139]] წელს, მან დაამარცხა არაბთა ლაშქარი, რომელიც 5 საემიროს გაერთიანებული ძალებისგან შედგებოდა. ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის ველზევე, აფონსო მეფედ გამოაცხადეს. აფონსოს ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ ამბავი მთელს ქრისტიანულ სამყაროს მოედო. [[ლამეგო]]ში შეკრებილმა კორტესებმა დაამტკიცეს აფონსოს მეფის ტიტული. [[1143]] წელს კი [[ბრაგა|ბრაგის]] [[არქიეპისკოპოსი|არქიეპისკოპოსმა]] იგი მეფედ აკურთხა.
 
=== მეფობა და რეკონკისტა ===