ნიუ-იორკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Datofm-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Tremonist-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 134:
ნიუ-იორკის ორი დამახასიათებელი დემოგრაფიული თვისებაა სიმჭიდროვე და მრავალფეროვნება. მისი სიმჭიდროვე უაღრესად მაღალია 10.194 ად./კმ²-ზე, რაც დაახლოებით 7.000 ადამიანით მეტია კვ. კმ-ზე ამერიკის სიმჭიდროვით მეორე ქალაქ [[სან-ფრანცისკო]]ზე. ხოლო [[მანჰეტენი]]ს სიმჭიდროვე 25,846/კმ²-ს შეადგენს.
 
ნიუ-იორკ სიტი განსაკუთრებალდ მრავალფეროვანია. მისი არსებობის განმავლობაში ქალაქი იმიგრანტთა მთავარი შემოსასვლელი კარიბჭე იყო. ტერმინი „melting pot“ (ინგლ. სადნობი ქვაბი) პირველად [[ქვემო ისტ-საიდი]]ს იმიგრანტებით მჭიდროდ დასახლებული უბნების აღსანიშნავად გამოიყენეს. ქალაქის მოსახლეობის 36% უცხოეთშია დაბადებული. სხვა ამერიკულ ქალაქებთან შედარებით ამ მაჩვენებლით ნიუ-იორკს უსწრებს მხოლოდ ლოს-ანჯელესი და [[მაიამი]]. თუმცა თუ იმიგრანტი მოსახლეობა ამ ქალაქებში დომინირებულად წარმოდგენილია რამდენიმე ეროვნებით, ნიუ-იორკში არცერთიარც ერთი ქვეყანა ან რეგიონი არ დომინირებს. ათი უდიდესი წარმოშობის ქვეყანა თანამედროვე იმიგრანტთა შორის არის [[დომინიკელთა რესპუბლიკა]], [[ჩინეთი]], [[იამაიკა]], [[გაიანა]], [[მექსიკა]], [[ეკვადორი]], [[ჰაიტი]], [[ტრინიდადი და ტობაგო]], [[კოლუმბია]] და [[რუსეთი]].<ref>{{cite web |title=Appendix Table 5-4: Ten Largest Sources of the Foreign-Born by County New York Metropolitan Region, 2000 |publisher=[[New York City Department of City Planning]] |date=2005 |url=http://home2.nyc.gov/html/dcp/pdf/census/nny_table_5_4.pdf |format=PDF |accessdate=2007-03-26}}</ref> უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფები ქალაქში არიან აფრიკული წარმოშობის ამერიკელები, იტალიელები და ირლანდიელები. ქალაქში დაახლოებით 170 ენაზე საუბრობენ.
 
ნიუ-იორკის აგლომერაციაში [[ებრაელები|ებრაელთა]] უდიდესი მოსახლეობაა [[ისრაელი|ისრაელს]] გარეთ. ნიუ-იორკელთა დაახ. 12% ებრაელია ან ებრაული წარმომავლობა აქვს.<ref>{{cite web |title=Jewish Community Study of New York |publisher=United Jewish Appeal-Federation of New York |date=2002 |url=http://www.ujafedny.org/atf/cf/%7BAD848866-09C4-482C-9277-51A5D9CD6246%7D/JCommStudyIntro.pdf |format=PDF |accessdate=2007-03-26}}</ref> აქ ასევე ცხოვრობს აშშ-ის [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიური]] წარმოშობის მოსახლეობის მეოთხედი და უდიდესი შავკანიანი მოსახლეობა ვინემ ქვეყნის ნებისმიერ სხვა ქალაქში. ყველაზე თვალშისაცემია [[პუერტორიკო]]ელთა რაოდენობა. კიდევ ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ეთნიკური ჯგუფია იტალიელები, რომელთა დიდი რაოდენობა ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდა. ასევე დიდია ირლანდიელთა წარმომადგენლობა: ყოველი 50-ე [[ევროპა|ევროპული]] წარმოშობის ნიუ-იორკელი ატარებს გამოკვეთილ Y ქრომოსომს, რომელიც შთამომავლობით [[ნიალი ცხრა მძევალი|ნიალი ცხრა მძევლისგან]] (მე-5 საუკუნის [[ირლანდია|ირლანდიის]] მეფე) მოდის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიუ-იორკი“-დან