ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
=== მთავრობათა ცვლა ===
ხუთი წლის განმავლობაში — [[1917]] წლის მიწურულიდან [[1922]] წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 11 მთავრობა შეიცვალა. ყოველი მათგანი ცდილობდა ქვეყნის მართვას კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში. მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარი არცერთიარც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა. [[1923]] წლისათვის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ძალაგამოცლილი ლიბერალები. სამეფო ტახტი ირყეოდა, რადგანაც საიმედო დასაყრდენი არ გააჩნდა. სახელმწიფო აპარატი რღვევის სტადიაში იმყოფებოდა, რაც მასობრივ კორუფციაში გამოიხატა. იყო გაფიცვა და ტერორი. კორტესებში ეწყობოდა მძაფრი დებატები. [[მაროკო]]ში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი. ამასობაში კი ესპანეთში მწიფდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები.
 
[[1923]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] გენერალმა [[მიგელ პრიმო დე რივერა]]მ შეძლო სახელმწიფო გადატრალება მოეწყო და სამხედრო დიქტატურა დაემყარებინა. ეკონომიკის სფეროში დიქტატურის გეგმები უაღრესად ფართო და გრანდიოზული, მაგრამ იმავე დროს ნაკლებად საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება საგარეო პილიტიკის სფეროს, პრიმო დე რივერას დიქტატურამ [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] კავშირში შეძლო [[1926]]-[[1927]] წლებისათვის ჩაეხშო მაროკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.