ლორეს პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
ლორე რამდენიმე ცნობილი სომეხის დაბადების ადგილია, მათ შორის აშუღი [[საიათ-ნოვა]]სი, პოეტის [[ოვანეს თუმანიანი]]ს, და საბჭოთა მოხელის [[ანასტას მიქოიანი]]ს.
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Axtala1.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|250პქ|[[ახტალის მონასტერი]] X საუკუნის ფორტიფიცირებული ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ახტალაში, ლორეს პროვინციაში.]]
 
საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.
[[1918]] წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ახალდაარსებულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად „დიდი სომხეთის“ შექმნის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს.
ქართველი ემიგრანტი და პოლიტიკური მოღვაწე ვიქტორ ნოზაძე იგონებდა:
{{ციტატის დაწყება}} სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო - თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი. მიმართულებით.
<sub>ვიქტორ ნოზაძე</sub>
{{ციტატის დასრულება}}
<ref name="PAK">{{cite web|url=http://kvirispalitra.ge/history/11713-rogor-gadasca-stalinma-lore-somkhebs.html|title=როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს|lang=ka}}</ref>.
 
[[1918]] წლის დეკემბერში სომხურმა სამხედრო ძალებმა ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელეს ქვემო ქართლსა და სამხრეთ საქართველოში.
ქართულმა ჯარმა მოახერხა მტრის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი განდევნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-საქართველოს შორის გაფორმდა საგანგებო შეთანხმება, რომლითაც სადავო - ბორჩალოს მაზრის, ლორეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა [[საქართველოს შეარაღებული ძალები|ქართული არმია]], ხოლო სამხრეთ ნაწილში - [[სომხეთის შეარაღებული ძალები|სომხეთის]].
 
მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შედგენილ ლორეს რაიონის სოფლის მოსახლეობის მიმართვა:
[[ფაილი:Hnevank Monastery 2011.jpg|მინიატიურა|250პქ|ნევანქი, ქართული ეკლესია სომხეთში, ლორეში. მას ქართულად ძელი ჭეშმარიტისა ეწოდება.]]
{{ციტატის დაწყება}}
უხსოვარ დროს მართლმორწმუნეთა ტაძრები, ძეგლები და სასაფლაონი, რომლებიც ჩვენში აქამდე უვნებლადაა დაცული, უეჭვოდ ამტკიცებს, რომ ლორეს სამუსლიმანო რაიონი მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოსი და ამ რაიონის მოსახლენი ბურჯად ედგნენ საქართველოს საზღვრებს სიმტკიცისათვის. საქართველოს მთავრობა ლორეს რაიონს რატომღაც, ვითომდა სადავო ტერიტორიად თვლის საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც ძლიერ დამღუპველ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტფილისთან ვართ დაკავშირებული ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სულიერად და ყოველმხრივ. ამიტომ მისგან ჩამოშორება არ შეგვიძლიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველგვარი ზომები მიიღოს ჩვენს დაუყოვნებლივ საქართველოს ტერიტორიისთვის მისაერთებლად
<sub>ლორეს რაიონის ექვსი სოფლის მცხოვრებნი</sub>
{{ციტატის დასრულება}}<ref name="PAK"/>'
 
[[1921]] წელს [[კომუნისტური გადატრიალება საქართველოში|საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების]] შემდეგ ჩვენში ლორესთვის უკვე აღარავის ეცალა. ამით ისარგებლეს სომეხმა ბოლშევიკებმა და ოლქის შენიღბული ინკორპორაცია მოახდინეს.
 
[[კომუნისტი (გაზეთი)|გაზეთი „კომუნისტი“]] ამავე წლის 15 მარტს იუწყებოდა: {{ციტატის დაწყება}}4 მარტს დაიწყო მოქმედება სომხეთის კომპარტიის ცკ-ის ბიურომ. სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა გადადგა ნაბიჯი რევოლუციური წესრიგის მოსაწყობად ლორეს რაიონში, რომლის ცენტრად არჩეულია სადგური ალავერდი, დანიშნულია რევკომის თავმჯდომარისა და სამხედრო რევოლუციური კომიტეტის რწმუნებულად ამხ. საფრაზბეკოვი.{{ციტატის დასრულება}}<ref name="PAK"/>'
 
დასაწყისში სომხეთის ახალჩამოყალიბებულმა საბჭოთა რეჟიმმა ლორეს ოლქში თავისი რწმუნებული დანიშნა. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია ამიერიდან სომხეთის მთავრობის გავლენის ზონაში მოექცა.
 
ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავდნენ [[ბოლშევიკი|ბოლშევიკები]] და ამიტომ უკვე [[1921]] წელს [[სკკპ ცკ|ცეკა-მ]] [[1921]] წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანს]], [[სომხეთი|სომხეთსა]] და [[საქართველო]]ს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი.
 
სურათი[[ფაილი:Northern Lori from Pushkin Pass.jpg|მინიატიურა|280პქ|ჩრდილოეთი ლორე]]
ამ კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 1921 წლის 25-27 ივნისს, [[თბილისი|თბილისში]]. ჩვენამდე მოაღწია ამ მეტად საინტერესო სხდომის ოქმმა, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, მურადიანის მიერაა შედგენილი. სადემარკაციო კომისიის 25 ივნისის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა [[სომხეთის სსრ]] წარმომადგენელი „ამხ. ბეკზადიანი”. <ref name="PAK"/>'
 
სხდომის ოქმში ვკითხულობთ:
{{ციტატის დაწყება}}
სიტყვა ეკუთვნის ამხ. ბეკზადიანს, რომელმაც განაცხადა: სომხეთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მან თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა ეკონომიკურ რესურსებიანად. ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანსა და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხ. მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა.
 
ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე, სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხ. ქართველებს, თათრებს, გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარების გულისათვის დაგვთანხმდნენ განსაზღვრული ტერიტორიების დათმობას.
{{ციტატის დასრულება}}<ref name="PAK"/>'
 
სურათი[[ფაილი:Canyon Lori.jpg|250პქ|მინიატიურა|მარცხნივ|კანიონი ლორეს ოლქში]]
1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ [[იოსებ სტალინი]]ს მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე.წ. ნეიტრალური ზონა - ლორეს ოლქი - გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. რაც შეეხება ხრამისა და ახალქალაქის რაიონებს, ეს საკითხი კავბიურომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიანდო გადასაწყვეტად, რომლის დასკვნა შემდგომ ისევ კავბიუროს უნდა დაემტკიცებინა.
 
ამიერკავკასიის კავბიუროს დადგენილების საფუძველზე, 1921 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელმაც განიხილა ორი საკითხი: 1. ნეიტრალური ზონისა და 2. ახალქალაქისა და ხრამის რაიონების საბჭოთა სომხეთისადმი გადაცემის საკითხები. პოლიტბიუროს დადგენილებაში ვკითხულობთ:
{{ციტატის დაწყება}}
# დადასტურდეს რკპ ცკ-ის კავბიუროს დადგენილება საბჭოთა სომხეთისათვის ამ ზონის გადაცემის შესახებ.
# პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად მიგვაჩნია.
{{ციტატის დასრულება}}
 
იგივე საკითხი 1921 წლის 3 აგვისტოს განიხილა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისადმი გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: „იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ, ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში„.
 
მიუხედავად ქართველი კომუნისტების პრინციპული მოხოვნისა ლორეს ნეიტრალურ ზონაში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, კავბიურომ არ გაითვალისწინა პლენუმის ეს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
 
ამდენად, 1921 წელს კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროსა და საქართველოს კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილებით სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. „ლორეს რაიონი” - 2367 კვკმ ფართობით. მოგვიანებით, 1925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კვკმ ფართობი. ერთობლიობაში 1921-1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კვკმ.
<ref name="PAK"/>'
== გეოგრაფია ==
ლორეს ესაზღვრება შემდეგი მარზები:
 
Line 27 ⟶ 82:
* [[არაგაწოტნის ოლქი|არაგაწოტნი]] - სამხრეთ-დასავლეთით
* [[შირაკის პროვინცია|შირაკი]] - დასავლეთით
 
== გალერეა ==
<gallery>
სურათი:Canyon Lori.jpg|კანიონი ლორეს ოლქში
სურათი:Northern Lori from Pushkin Pass.jpg|ჩრდილოეთი ლორე
</gallery>
 
==იხილეთ აგრეთვე==
Line 39 ⟶ 88:
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://lori.gov.am/ ლორეს პროვინციის ოფიციალური საიტი] {{hy}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა}}