შიდსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
პერინატალური გადაცემა ეწოდება [[აივ]]–ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს.<ref>[http://www.medportal.ge/aqtualuri_tema/shidsi/shidsi.htm მედპორტალი - შიდსი]</ref> ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%.<ref>''დედიდან ბავშვზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის პროფილაქტიკა'', თბილისი, 2007, გვ.21</ref> [[1994]] წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა [[ზიდუვოდინი]]თ მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.<ref>[http://www.cdc.gov/hiv/topics/perinatal/resources/factsheets/pdf/perinatal.pdfდედიდან შვილზე აივ-ის პერინატალური გადაცემა და მისი პრევენცია]</ref>
 
[[2008]] წლის მონაცემებით [[შვეიცარია]]ში არცერთიარც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ [[ევროპა]]ში კი პერინატალური გადაცემის რისცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა [[ჩრდილოეთ ამერიკა]]ში.<ref>[http://data.unaids.org/pub/Report/2009/JC1700_Epi_Update_2009_en.pdf შიდსის ეპიდემიური სტატისტიკა, 2009, გვ.68]</ref> [[სუბ-საჰარის აფრიკა]]ში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახ. 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ [[2004]] წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.<ref>[http://data.unaids.org/pub/Report/2009/JC1700_Epi_Update_2009_en.pdf შიდსის ეპიდემიური სტატისტიკა, 2009, გვ. 35]</ref>
 
ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდსი“-დან