საქართველოს ეროვნული გვარდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
}}
 
'''საქართველოს ეროვნული გვარდია''' არის სამხედრო ორგანიზაცია [[საქართველოს თავდაცვის სამინისტრო]]ს შემადგენლობაში დეპარტამენტის სახით. მისი დანიშნულებაა: [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა; სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება; საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა.
 
გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს, [[საქართველოს უზენაესი საბჭო]]ს გადაწყვეტილებით „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებით, როგორც რესპუბლიკის [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა სამინისტროს]] შინაგანი ჯარები, რითაც დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. გვარდიის მიზანი იყო სსრკ-ს დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პირობებში, თავდაცვის ეროვნული სამხედრო ძალების ფორმირება. 1991 წლიდან ემორჩილება თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო შემდგომ თავდაცვის სამინისტროს. 2000 წლიდან აშშ–ს ევროპული სარდლობის რეკომენდაციებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, რომლის მიხედვითც სშძ-ის რეზერვის და მხარდამჭერი ოპერაციების ორგანიზაციად გარდაიქმნა.