ვიკიპედია:ბლოკირება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
== როცა ბლოკირება საჭირო არ არის ==
ბლოკირების განხორციელებისას ადმინისტრატორი უნდა დარწმუნდეს, რომ მომხმარებელმა იცოდა იმის შესახებ, რომ მისი მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა პროექტის წესებსა და ჩვეულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა, ჯერ მომხმარებელს მიეცეს გაფრთხილება, [[ვიკიპედია:ნუ ეცემით ახალბედებს|მიეთითოს შეცდომებზე]], შესთავაზოთ, შეწყვიტოს მოქმედებები, რომლებიც პროექტის წესებს ეწინააღმდეგება და მისცეთ შესაბამისი ბმულები ამ წესებზე. აშკარა შემთხვევებში (მაგალითად, მასობრივი ვანდალიზმის, არაორაზროვანი მუქარისა და შეურაცხყოფის, ბლოკირებისთვის აშკარა გვერდის ავლის დროს) ან ექსტრემალურ სიტუაციებში ადმინისტრატორს უფლება აქვს, დაადოს ბლოკი წინასწარი გაფრთხილებისა და საზიანო მოქმედებების შეწყვეტის თხოვნის გარეშე.
 
იხელმძღვანელეთ [[ვიკიპედია:იქონიეთ კეთილი განზრახვები|კეთილი განზრახვების]] წესებით. ეჭვის შემთხვევაში აჯობებს, მიიღოთ ნაკლებად მკაცრი მოქმედების ზომები და/ან კონსულტაცია მოახდინოთ სხვა მომხმარებლებთან.
 
მიზანშეწონილი არ არის მომხმარებელთა დაბლოკვა ისეთ სიტუაციებში, როდესაც უკვე მიღებულ იქნა სხვა ტიპის ზომა (მაგალითად, გაფრთხილება), თუ მომხმარებელმა ცხადჰყო, რომ არ აპირებს ანალოგიური საზიანო მოქმედებების განხორციელებას, ან თუ ამ მოქმედებების განხორციელებიდან დიდი ხანი გავიდა.
 
==სქოლიო==