უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მრწამსი: I removed a space from the beginning of one line of text
ხაზი 14:
ეკლესიას აქვს დიდი მისიონერული პროგრამები, და ჰუმანიტარული მომსახურების ფილიალები მსოფლიოს მასშტაბით 162 ქვეყანაში, რაშიც ჩართულნი არიან როგორც მამაკაცები ასევე გოგონებიც. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ხშირად გამხდარა კრიტიკის, გადაუმოწმებელი ცრუ და მწვავე ბრალდებების ობიექტი,ხოლო მისი წევრები შეურაცხყოფის მსხვერპლნი.
 
მორწმუნე წევრები ერთგულად მისდევენ წესებს რაც ითვალისწინებს: სქესობრივ სიწმინდეს, ჯანმრთელობას, მარხვას, და შაბათის დაცვას. ეკლესია ასწავლის პირადი აღთქმების და დაპირებიბის ერთგულებას, რომელთაც ისინი დებენ ღმერთის წინაშე. ნათლობა ერთ-ერთი აღთქმაა, ასევე სული წმინდის გადმოსვლა ადამიანზე, და ზიარება. ხოლო ყველაზე ფასეული და ღირებული მათი წევრებისთვის კი წმინდა ქორწინებაა, რომელიც ტაძარში ტარდება განსაკუთრებული პიროვნების მიერ, რომელსაც აქვს ღვთისგან მიღებული ძალაუფლება, რათა ადამიანება დააქორწინოს არა მხოლოდ სიკვდილამდე, არამედ ისინი სიკვდილის შემდეგაც ერთად იქნებიან სამუდამოდ. მათ ტაძრებს უფრო აღმატებული დანიშნულება ენიჭებათ ვიდრე უბრალოდ ეკლესიებს.
 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის წევრები იცავენ ჯანმრთელობის წესს, ე.წ. სიბრძნის სიტყვას, რის თანახმადაც ისინი არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ყავას, და ქიმიური შემადგენლობის ჩაის და მხარს უჭერენ აქტიურობას ცხოვრებაში.