ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Monumento_Georgia_Guidestones,_USA.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Natuur12-ს მიერ. მიზეზი: Per [[commons:Commons:Deletion requests/Fi...
ხაზი 51:
თავისუფალი მასონები — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გაერთიანება (იგივე საძმო), რომელიც [[XVI საუკუნე|XVI]]—[[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენდა [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]]. მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ მასონთა წინააღმდეგ იყო მიმართული ყველა კონსპირაციული თეორია თუ ბრალდება (რომლის მიხედვითაც, მასონები აკონტროლებდნენ პოლიტიკურ პროცესებს და კაცობრიობა მიჰყავდათ ერთიანი ტოტალიტარული მმართველობისაკენ, რომელიც დაეფუძნებოდა მასონურ პრინციპებსა და ტრადიციებს ან უშუალოდ მასონთა მიერ იქნებოდა მართული)<ref name="Berlet"/>.
 
მასონური სიმბოლიზმისა და რიტუალების ბუნება თავდაპირველად გაიგივებული იყო [[სატანიზმი|სატანიზმთან]], შემდგომ მასონების სამიზნედ მიიჩნევდნენ რელიგიასა და სახელმწიფოებრიობას, რომელთა განადგურებითაც ისინი ხელში ჩაიგდებდნენ მსოფლიოს მართვის სადავეებს. აღსანიშნავია, რომ [[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]] [[მწერალი|მწერლის]], [[ჯონ რობისონი]]ს კონსპირაციული თეორიები ფართოდ გავრცელდა და ხელი შეუწყო [[აშშ]]-ში ანტიმასონურ „აფეთქებას“<ref name="Berlet"/>. [[1980]]-იან წლებში, [[ფრანგები|ფრანგმა]] [[მწერალი|მწერალმა]] [[ლეო ტაქსილტაქსილი|ლეო ტაქსილმა]] გამოაქვეყნა საკუთარი ნაშრომები, რომლებშიც მასონებს ბრალად სდებდა [[ლუციფერი]]ს, როგორც უმაღლესი არსების თაყვანისცემას. მოგვიანებით ფრანგმა მწერალმა აღიარა, რომ მის „ბრალდებაში“ ყოველივე სიცრუე იყო — მიუხედავად ამ ფაქტისა, კონსპიროლოგებს მაინც მტკიცედ სწამდათ რომ ტაქსილის ბრალდებები სიმართლეს შეესაბამებოდა<ref>{{Cite|Arturo De Hoyos|(2010)|გვ=}}</ref>.
 
კონსპიროლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ [[აშშ]]-ის დამფუძნებლებმა ([[ჯორჯ ვაშინგტონი]], [[ბენჯამინ ფრანკლინი]]) ჩააქსოვეს მასონური სიმბოლიზმი ამერიკულ საზოგადოებაში — კერძოდ, სახელმწიფო ბეჭედზე, ამერიკულ ერთ დოლარიანზე, [[ვაშინგტონი]]ს რუკაზე და ა.შ<ref name="Barkun"/>. შესაბამისად, ამერიკელი მასონები მიიჩნიეს „[[ილუმინატები|ბავარიელი ილუმინატების]]“ მემკვიდრეებად — ისინი იყენებენ ოკულტურ ძალას, რათა წარმატებით დაასრულონ „მასონური ღმერთის“ გეგმა. მასონებს სწამთ, რომ „მსოფლიოს უდიდესმა არქიტექტორმა“ აშშ-ს დააკისრა „დედამიწაზე უფლის სამეფოს“ შექმნა — მასონური მსოფლიო მმართველობა „ახალ იერუსალიმში“, რომელსაც მართავს მასონური „მესია“<ref>[http://watch.pair.com/mason.html ''„The Masonic Foundations of the United States“'']</ref>.