ჯორი: განსხვავება გადახედვებს შორის

1 ბაიტი დაემატა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 71 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q41692)
ჯორის მშობლები, ცხენი და ვირი განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენენ, ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვით; ცხენს გააჩნია 64 [[ქრომოსომა]] და ვირს კი _ 62 (ანუ 32 და 31 წყვილი, შესაბამისად; შედარებისათვის, ადამიანს გააჩნია 23 წყვილი ქრომოსომა). პირველი თაობის (F1) ჰიბრიდებიდან ჯორი უფრო იოლად მიიღება, ვიდრე [[ჯორცხენა]] (სანაშენე აჯილღა ცხენისა და ჭაკი ვირის შთამომავალი): ჭაკი ვირები ძალიან იშვიათად ახერხებენ ცოცხალი ჯორცხენის გაჩენას. ჯორს და ჯორცხენას 63 ქრომოსომა აქვთ, ანუ საშუალო მშობლების ქრომოსომათა რიცხვებს შორის. მშობლებიდან ჯორცხენა უფრო მეტად გავს ცხენს, ვიდრე ჯორი. ქრომოსომათა განსხვავებული სტრუქტურა და რაოდენობა, ასევე, მათი კენტი რიცხვი, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ქრომოსომებს [[მეიოზი]]ს დროს სწორ დაწყვილებასა და ნორმალური [[გამეტა|გამეტების]] წარმოქმნაში, რაც ჯორების უმეტესობას უნაყოფოს ხდის.
 
ლიტერატურაში არაა აღწერილი არცერთიარც ერთი შემთხვევა, რომ ულაყი ჯორი ნაყოფიერი გამომდგარიყოს. რამდენიმე ფაშატმა ჯორმა კი ნამდვილად მოგვცა შთამომავლობა სუფთა სისხლის ცხენთან ან ვირთან შეჯვარების დროს. [[ჰეროდოტე]] აღწერს მსგავს შემთხვევას, რომელიც ქსერქსესთვის ძვ. წ. აღ-ით 480 წელს საბერძნეთის დაპყრობის გზაზე ცუდ ნიშნად ჩაითვალა: "ქალაქ სარდეში ჯორმა ჩოჩორი გააჩინა"<ref>ჰეროდოტე, "ისტორია", 7:57</ref>.
 
1527 წლიდან მთელ მსოფლიოში 60-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა იქნა აღწერილი ფაშატი ჯორების მიერ ჩოჩრების დაბადებისა. ბოლოს 2007 წელს ფაშატმა ჯორმა, სახელად ქეითმა, დაბადა მამალი [[ჩოჩორი]] კოლორადოში. ტესტირებული იქნა სისხლისა და ბეწვის ნიმუშები, რომლის მიხედვითაც სარწმუნოდ დადასტურდა მათი დედა-შვილობის ფაქტი.