ჯუმბერ ლომინაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| საიტი =
}}
'''ჯუმბერ გიორგის ძე ლომინაძე''' (დ. [[20 სექტემბერი]], [[1930]], [[თბილისი]] — გ. [[იანვარი]], [[2014]]<ref>{{cite web|url=http://1tv.ge/news-view/62082|title=1tv.ge|year=2014|accessdate=იანვარი 20, 2014}}</ref>) — ქართველი ფიზიკოსი. [[ფიზიკა]]-[[მათემატიკა|მათემატიკის]] მეცნიერებათა დოქტორი ([[1974]]), [[პროფესორი]] ([[1982]]). [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[წევრ-კორესპონდენტი]] ([[1979]]), [[აკადემიკოსი]] ([[1988]]).
 
[[1949]]-[[1951]] წლებში სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე, [[1951]]-[[1955]] წლებში [[მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფიზიკის ფაკულტეტზე. [[1958]] წლიდან მუშაობდა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ფიზიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. [[1974]] წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, ხოლო [[1982]] წლიდან დღემდე [[მათემატიკა|მათემატიკის]] და [[ფიზიკა|ფიზიკის]] განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელია. [[1979]]-[[1992]] წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი. [[1992]]-[[2000]] წლებში იყო [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი. [[1997]]-[[2003]] წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.[[2003]]-[[2006]] წლებში საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. იყო აგრეთვე საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
 
[[1992]]-[[2000]] წლებში იყო [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი. [[1997]]-[[2003]] წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.[[2003]]-[[2006]] წლებში საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. იყო აგრეთვე საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
 
ლომინაძის შრომები ეხება პლაზმაში ციკლოტრონული ტალღების, მათი არამდგრადობისა და ციკლოტრონული ტურბულენტურობის თეორიას, პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციების პრობლემას, პულსარების გამოსხივების მექანიზმებს, აკრეციულ მოვლენებს [[შავი ხვრელი|შავი ხვრელის]] სისტემებში. ჯუმბერ ლომინაძე ავტორია 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის [[მონოგრაფია|მონოგრაფიისა]].
 
[[2000|2000 წელს]] მიენიჭა [[ვახტანგ გორგასლის ორდენი|ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი]], ხოლო [[2002|2002 წელს]] საქართველოს სახელმწიფო პრემია [[მეცნიერება|მეცნიერებისა]] და [[ტექნიკა|ტექნიკის]] დარგში.
 
გარდაიცვალა 2014 წლის იანვარში.