არტ-ნუვო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB)
მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვო საერთაშორისო მიმდინარეობა იყო, ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. შედეგად მიღებულ იქნა ორიგინალური სინთეზი ევროპული სტილის ფასადებისა ქუჩის მხარეს და ქართული ხის აივნებისა არტ-ნუვო დეკორაციებით ეზოს მხარეს. ამ სტილის არქიტექტურა ევროპული ნიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: აქ ვხვდებით არტ-ნუვო ორნამენტებს ორიგინალური დაგეგმარებით, ავეჯით, მოზაიკით, მოჭიქული მინის პანელებით, ძეგლებით, ბუხრებით, ინტერიერის სხვა დეკორაციებითა და მაღალმხატვრული ფასადებით.
 
საბჭოთა პერიოდში ბურჟუაზიული არტ-ნუვოს სტილი იგნორირებულ იქნა და მრავალი უნიკალური ძეგლი სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა მიუხედაობის გამო. ახალი ეკონომიკური კლიმატის პირობებში არტ-ნუვო არქიტექტურის აღდგენის ცალკეული მცდელობების გარდა ადრინდელი ტენდენციის უკუქცევა სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა. ძირითადი საშიშროება არტ-ნუვო მონუმენტებისთვის არის: შენობათა სავალალო ფიზიკური მდგომარეობა, გაუმართლებელი არასწორი თანამადროვე ჩარევა, აღდგენითი სამუშაოების ნაკლებობა, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივის ფაქტიურიფაქტობრივი არარსებობა, კულტურული მემკვიდრეობის დარგში საკანონმდებლო ვაკუუმი და ასევე არტ-ნუვო კულტურის მსოფლიო ღირებულებაზე ინფორმაციის სიმწირე.
 
სახელმწიფოს ყურადღება და დაფინანსება სამწუხაროდ ძირითადად მიმართულია მხოლოდ საქართველოს უძველესი არქიტექტურის დაცვისკენ. 1990-იან წლებში ქართველ არქიტექტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა ქართული არტ-ნუვოს გადარჩენის ზეწოლის ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე პროექტი განახორციელეს ამ დარგში: ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის დაფინანსებით ჯგუფმა 1997 წლის აპრილში მოახდინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შენობის დოკუმენტაცია.