ადამ მიცკევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვაი
ხაზი 1:
[[ფაილი:AdamMickiewicz.jpg|thumb|ადამ მიცკევიჩი]]
'''ადამ მიცკევიჩი''' (''[[პოლ.]] Adam Mickiewicz'') ([[1798]] [[24 დეკემბერი]] - [[1855]] [[26 ნოემბერი]]) — [[პოლონელები|პოლონელი]] პოეტი და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე.
 
მიცკევიჩი, ადამი (Mickiewicz, Adam) (1798–1855), პოლონელი პოეტი. დაიბადა 1798 წლის 24 დეკემბერს ნოვოგრუდკში //ეხლა ბელორუსია// წვრილი მემამულე შლიახტის ოჯახში. 1819 წელს დაამთავრა ვილნოს უნივერსიტეტი.
==ბიოგრაფია==
1819 წელს დაამთავრა ვილნოს უნივერსიტეტი.
 
1822 და 1823 წლებში გამოაქვეყნა ორი მცირე პოეტური კრებული რომლითაც იწყება რომანტიული მიმდინარეობა პოლონურ ლიტერატურაში.
 
1824 წელს აქტიური მონაწილეობისთვის პოლონურ პატრიოტულ ორგანიზაციებში ის გაასახლეს რუსეთში. ცხოვრობდა ოდესაში, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში. 1829 წელს მიიღო დასავლეთ ევროპაში წასვლის ნებართვა.
 
რუსეთში მიცკევიჩმა დაწერა "ყირიმის სონეტები" (Sonety krymskie, 1826) და ებაირონის სულისკვეთების ეპიკური პოემა "კონრად ვალენროდი" (Konrad Wallenrod, 1828).
 
1829-1831 წლებში უპირატესად რომში მცხოვრებმა მიცკევიჩმა განიცადა სულიერი კრიზისი. ის გაიტაცა მისტიციზმმა.
 
მან დიდი ენთუზიაზმის გარეშე სცადა შეერთება 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებასთან. 1832 წლიდან ის დასახლდა პარიზში, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლების დიდი ნაწილი.
Line 14 ⟶ 17:
1832-1834 წლებში მან დაწერა თავისი ორი უდიდესი პოემა: "ძიადების" (Dziady) მესამე ნაწილი და "პან ტადეუში"(Pan Tadeusz).
 
პირველ პოემაში მიცკევიჩმა გადმოსცა თავისი მესიანური იდეა:
პოლონელებს ხალხებს შორის უკავიათ ის ადგილი რაც ეკავა ქრისტეს ადამიანთა შორის.
პოლონეთი ჯვარცმული იყო, მაგრამ ის აღდგება და სათავეს დაუდებ ახალ ისტორიულ ხანას.
 
Pan Tadeusz-ის მოქმედება ხდება სოფლურ ლიტვაში 1812 წელს რუსეთზე ნაპოლეონის თავდასხმის წინ. სიუჟეტის საფუძველია ადგილობრივი პოლონელი აზნაურების კინკლაობა რომელიც ბედნიერად მთავრდება ქორწილით.
 
პან ტადეუშის დაწერის შემდეგ მიცკევიჩმა ფაქტიურად შეწყვიტა ლექსების წერა. 1840 წელს ის გახდა სლავური ლიტერატურის პირველი პროფესორი პარიზის კოლეჯ დე ფრანსში.
 
1841 წელს მიცკევიჩი მოექცა პოლონური მესიანობის აპოლოგეტი მისტიკოსი ა. ტოვიანსკის გავლენის ქვეშ. ტოვიანსკის სწამდა პოლონეთის აღორძინებისა და ნაპოლეონის სულის უწყვეტი მოქმედებისა.
 
ანჯეი ტოვიანსკის სწამდა სასასწაულისა რომელიც მას დაუბრუნებს სამშობლოს. ტოვიანსკის სწავლება შესანიშნავად ხსნიდა ლიტვის და პოლონეთის უბედობას:
 
ყოველ ხალხს მისი დიდი ადამიანების ღირსებების შესაბამისად ეძლევა მისი მისია. ტოვიანსკის სწამდა რომ არსებობენ წინამძღოლი ხალხები: წარსულში ასეთი იყო იზრაელი, ეხლა-საფრანგეთი, მომავალში კი წინამძღოლი ხალხები იქნებიან ლიტველები და პოლონელები.
 
მათი მისია მეტისმეტად მნიშვნელოვანია და აქედანაა ამდენი ტანჯვა - დამოუკიდებლობის დაკარგვა, აჯანყებათა დამარცხება, სისხლი, სისხლი...
ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა. ომი ცოდვაა. უმაღლესი სათნოებაა მოთმინება და მორალური სრულყოფა.
 
მესიანიზმის ქადაგების გამო საფრანგეთის მთავრობამ 1845 წელს მიცკევიჩი ჩამოაშორა ლექციების კითხვას და 1852 წელს გაანთავისუფლა ის თანამდებობიდან.
 
1855 წელს მიცკევიჩი გაემგზავრა კონსტანტინეპოლში სადაც აპირებდა პოლონური ლეგიონის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრანგებისთვის და ინგლისელებისთვის დახმარების გასაწევად.
 
მაგრამ მიცკევიჩი დაავადდა ქოლერით და გარდაიცვალა 1855 წლის 26 ნოემბერს.
1890 წელს მიცკევიჩის ნეშტი პარიზიდან გადაასვენეს კრაკოვში, მოათავსეს სარკოფაგში და დაკრძალეს ვაველის კათედრალურ ტაძარში.
 
ადამ მიცკევიჩი (ADAM MICKIEWICZ. 1798-1855)
პოეტი. პოლონური რომანტიზმი დამფუძნებელი. კლასიკური და სენტიმენტალურ-იდილიური პოეზიის შემცვლელმა მიცკევიჩის რომანტიულმა პოეზიამ გაამდიდრა პოლონური ლიტერატურა.
 
მიცკევიჩის უაღრესად მდიდარ და მრავალფეროვან პოეზიაში ასახულია ეროვნული თავისუფლებისთვის მებრძოლთა გმირობა,პროტესტი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ,ხალხთა მეგობრობის იდეები და ფიქრები ადამიანის ზნეობრივი მოვალეობის შესახებ.
 
მიცკევიჩის შემოქმედებაც,საზოგადოებრივი მოღვაწეობაც და პირადი ცხოვრებაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული პოლონურ ეროვნულ-განმანთავიუფლებელ მოძრაობასთან.
 
ვილნოს უნივერსიტეტის სტუდენტი და კოვნოს სკოლის მასწავლებელი მიცკევიჩი მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაციების საქმიანობაში.
 
ამ პერიოდის პირველი პოეტური ცდებიდან ამოიზარდა სახელგანთქმული "ფილარეტთა საგალობელი" //1820// და "ოდა ახალგაზრდობას" //1820//. სამშობლოს სიყვარული შემდეგაც იყო პოეტის შემოქმედების მთავარი თემა //"პოლონელ დედას". ლექსები 1830-1831 წლების აჯანყების შესახებ.
 
პატრიოტული მოღვაწეობის გამო მეფის ხელისუფლებამ მიცკევიჩი გაასახლა რუსეთში სადაც მიცკევიჩი დაუახლოვდა დეკაბრისტებს ა.ბესტუჟევს და კ.რილეევს და დაუმეგობრდა მისი შემოქმედების დიდად დამფასებებელ პეტერბურგელ და მოსკოველ ლიტერატორებს.
 
მიცკევიჩის და პუშკინის მეგობრობა ასახულია ორივე პოეტის თხზულებებში.
ემიგრაციის პერიოდში //1829 წლიდან// მიცკევიჩი გამოდიოდა როგორც პუბლიცისტი,იყო რედაქტორი გაზეთებისა პოლონელი პილიგრიმი //1883// და ხალხთა ტრიბუნა //1849//, პარიზის კოლეჯ დე ფრანსში კითხულობდა ლექციებს სლავური ლიტერატურების ისტორიის შესახებ //1840-1844//.
 
იყო იტალიურ რევოლუციაში მონაწილე პოლონური ლეგიონის ორგანიზატორი //1848//.
 
ბალადები და რომანსები (Ballady i romanse. 1822)
1822 წელს ვილნოში გამოცემული მიცკევიჩის პოეზიის პირველი ტომის ძირითადი ციკლი რომელიც იქცა პოლონური რომანტიზმის მანიფესტად. მიცკევიჩი პოლონური, ბელორუსული, ლიტვური ხალხური სიმღერების და გადმოცემების მოტივების და ხერხების ფართოდ გამოყენებით ცდილობდა პოლონური პოეზიის ფორმათა განახლებას, მხატვრულ სიტყვაში სიმართლეზე და სამართლიანობაზე ხალხური წარმოდგენების გამოხატვას. ბალადათა პოეტური ფანტასტიკა მიცკევიჩს აძლევდა მძაფრი მორალური კონფლიქტების, გარემომცველი სამყაროს მიმართ ემოციური დამოკიდებულების გადმოცემის საშუალებას. მიცკევიჩის ბალადები მრავალფეროვანია ფორმით და შინაარსით. აქაა ხალისიანი, იუმორით სავსე "პანი ტვარდოვსკაია", კოლორიტით ბნელი "ლილიები", სენტიმენტალური "დუდარი" და მაღალი მოქალაქეობრივი პათოსით სავსე "სვიტეზი". მიცკევიჩი ბალადის ჟანრს მიმართავდა რუსეთშიც
// "სამი ბუდრისი", პუშკინის მიერ თარგმნილი "ვოევოდა"//.
 
გრაჟინა (Grażyna. 1823)
პოლონური რომანტიული ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი ისტორიული პოემა. მოქმედების დროა ლიტველების ტევტონურ ორდენთან ბრძოლის ხანა.
 
ნოვოგრუდის ანგარებიანი და შურიანი თავადი ლიტავორი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ უკავშირდება ჯვაროსნებს. მაშინ მტრებთან ბრძოლაში ებმება ლიტავორის მეუღლე გრაჟინა. ქმრის იარაღის ამღები გრაჟინა ჯარს მიუძღვის გერმანელების წინააღმდეგ, მაგრამ იღუპება ბრძოლაში.
 
პოლონელ მკითხველს ძალიან მოეწონა ეგოიზმის და ღალატის დამგმობი, სამოქალაქო მოვალეობის თავდადებით აღსრულების განმადიდებელი პატრიოტული პოემა.
 
ყირიმის სონეტები (Sonety krymskie. 1826)
გადასახლებული პოეტის 1825 წელს ყირიმში ყოფნის შედეგად გაჩენილი ციკლი.მიცკევიჩის განმაცვიფრებელი სამხრეთული ბუნების ბრწყინვალების რომანტიული აღწერა იქ ეხამება შინაარსის სიღრმე და ლირიული განცდების ძალას.
 
მიცკევიჩის სონეტებში მაღალმხატვრულად გამოიხატა პოეტის დარდი სამშობლოზე, ინტიმური განცდები, ამაყი უტეხი სული, მისწრაფება ბრძოლისკენ.
 
ძიადები! //ძიადები ნიშნავს ბაბუებს, წინაპრებს, დედი// (Dziady. 1823, 1832)
ამ სახელით ცნობილის მიცკევიჩის ორი,ერთმანეთთან მხოლოდ გარეგნულად დაკავშირებული თხზულება.
 
1823 წელს პოეტმა გამოაქვეყნა თავისი დრამატული პოემის მეორე და მეოთხე ნაწილები //"ვილნო-კოვნოს ძიადები"// .
 
მეორე ნაწილში პოეტი ასახავს ხალხურ რიტუალს, გადაამუშავებს ფოლკლორულ მოტივებს, ცდილობს ხალხური ცხოვრების სურათის დახატვას.
 
გლეხებისადმი თანაგრძნიბით სავსეა გლეხების მტანჯველი პანის აჩრდილის ხალხის მიერ გასამართლების სცენა.
 
მე-4 ნაწილი არის ახალგაზრდა გუსტავის ტრაღიკული სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია. მასში ასევე არის პროტესტი საზოგადოებრივი უთანაწორობის წინააღმდეგ.
 
1832 წელს მიცკევიჩმა გამოაქვეყნა "ძიადების" მესამე ნაწილი //"დრეზდენის ძიადები"//.
 
ეს იყო გამოხმაურება პოლონურ აჯანყებაზე. პოლონელი პატრიოტების გმირობის და მათი დევნის აღწერის მსურველმა პოეტმა მიმართა რუსეთის იმპერიის ხელისუფალთა მიერ 1823-24 წლებში ახალგაზრდული ორგანიზაცია "ფილარეტთა საზოგადოების" დევნის ისტორიას. ამან გაიჟღერა როგორც მეფის თვითნებობის მხილებამ,ახალგაზრდა პოლონელთა გმირობის ქებამ.
 
ძიადების ერთ-ერთ სცენაში გამოყვანილები არიან თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი ოფიცრებიც.
 
მოვლენების რეალისტურ და ზუსტ თხრობას დრამაში თან ახლავს რომანტიკული ფანტასტიკა, მესიანისტური მისტიკური თეორიის ქადაგება.
 
ვილნო-კოვნოს "ძიადების" გმირი, რომელსაც ჰქონდა ავტობიოგრაფიული ნიშნები,ამ ნაწილში გადაიქცა პოეტი პატრიოტის განზოგადებულ სახედ, კონრადად.
 
გმირის ღმერთთან მებრძოლი მონოლოგი სავსეა ხალხთან სისხლისმიერი ერთობის განცდით,პროტესტით ამქვეყნად უსამართლობის და ბოროტების ბატონობის წინააღმდეგ.
 
დრამატულ სცენებს მიცკევიჩმა დაუმატა ე.წ. ნაწყვეტი, პოემა თვითმპყრობელ რუსეთზე, პამფლეტი მის დესპოტურ წყობაზე. ამავე დროს მასში გამოხატულია მეგობრული განწყობა რუსების მიმართ.
 
კონრად ვალენროდი (Konrad Wallenrod. 1828)
ამ რომანტიული პოემის ცენტრშია სამშობლოს მტრებთან ბრძოლაში დაცემული თავგანწირული გმირი პატრიოტი.
 
გმირის ბედი ტრაღიკული იყო. ბავშვობაში ის ტყვედ ჩაუვარდა ჯვაროსნებს. შემდეგ გაიქცა ლიტვაში, გახდა მთავრის ახლობელი და დაქორწინდა მის ქალიშვილზე.
 
მან დაინახა რომ ლიტვა უძლურდება მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, დასტოვა სამშობლო და კონრად ვალენროდის სახელით შეაღწია ჯვაროსანთა რიგებში რათა ორდენითვის ძირი შიგნიდან გამოეთხარა, მაგრამ ის ამხილეს და დაიღუპა.
 
თავის გმირში პოეტი ხედავს ვაჟკაცობის მაგალითს მომავალი თაობებისთვის. ამავე დროს ნაჩვენებია კონრადის მდგომარეობის ტრაღიზმი რომელიც ბევრი რამით ასახავს ავტორის თანამედროვე პოლონელი არისტოკრატი რევოლუციონერების ბედს-გმირმა დასძლია ყოყმანი და ეჭვები და იბრძვის ხალხისთვის მაგრამ მტანჯველ მარტოობაში, ხალხის მონაწილეობის გარეშე.
 
პოემა პოლონეთში აღიქვეს როგორც მოწოდება აჯანყებისკენ. მის წარმატებას ხელი შეუწყო მხატვრულმა ღირსებებმა-მკაფიო და მიმზიდველმა სახეებმა, სიუჟეტის რომანტიულმა მიმხიბლაობამ.
 
პოემა მოსწონდათ რუსებსაც. მისი შესავლის დიდი ნაწილი რუსულად თარგმნა ა.ს.პუშკინმა.
 
პან ტადეუში(Pan Tadeusz. 1834)
მიცკევიჩის უდიდესი ნაწარმოები, ეროვნული ეპოპეა, პოლონური არიტოკრატიის, შლიახტის, ცხოვრების რეალისტური აღწერა რომელიც ამავე დროს გაჟღენთილია განმანთავისუფლებელი ბრძოლის რომანტიული პათოსით.
 
პოემის მოვლენები ხდება 1811-12 წლებში. არისტოკრატები კინკლაობენ ძველი სასახლის ნანგრევების გამო. ეს ისტორია ებმის მოთხრობას გმირთა ურთიერთობის ,,საიდუმლო პატრიოტული ემისარი მღვდელი რობაკის თავგანწირული საქმიანობის შესახებ.
 
პოემა მთავრდება ნაპოლეონის არმიის შემადგენლობაში მყოფი ჯარების ლიტვაში მოსვლით.
 
მიცკევიჩი ყვება ცოცხლად და საინტერესოდ, ზოგჯერ ირონიით და ნაღვლიანი სიბრალულით და ზოგჯერ ძველი ხანის იდეალიზაციით.
 
მაგრამ პოეტს ესმის არისტოკრატიული წყობის განწირულობა და ის უთანაგრძნობს ახალ იდეებს პოლონურ ცხოვრებაში.
 
მიცკევიჩის სიმპატიებზე მოწმობს, მაგალითად, ნაწარმოების მთავარი გმირის მიერ ყმა გლეხების განთავისუფლების ეპიზოდი.
 
ნ.ვ. გოგოლმა დაინახა ლექსის მუსიკალურობა და გამომხატველობა, ხასიათების პოეტურობა და აღწერათა რეალისტური დამაჯერებლობა და ამიტომ მან პოემას უწოდა "უსაკვირველესი რამე".
__________________________________________________________________________
 
 
 
 
მიცკევიჩზე წერდა სახელგანთქმული რუსი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, რელიგიური ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი დმიტრი სერგეევიჩ მერეჟკოვსკიც //1866-1941//. პარიზში გარდაცვლილი ეს დიდი მოღვაწე რამდენჯერმე წარადგინეს ნობელის პრემიაზე //რომელიც მას არ აღირსეს მაგრამ რომელიც მისცეს საბჭოთა სამხედრო დაზვერვა გრუ-ს მიერ გაწვრთნილ იასირ არაფატს,ბერიას თანამშრომელ ა.სახაროვს და მ.გორბაჩოვს//.
 
გავეცნოთ მის აზრს მიცკევიჩზე.
 
დ.ს. მერეჟკოვსკი - ჯვარცმული ხალხი, ნაწარმოები შევიდა წიგნში "იყო და იქნება. არასამხედრო დღიური", 1914-1916//:
 
"ო, ევროპის ხალხებო, დადგება დღე როდესაც ყოველი თქვენი აზრი გაიხსნება როგორც ახელენ ხოლმე თვალს და მაშინ ყოველი თველი აზრი გაღებული თვალების მსგავსად მიეჯაჭვება ჯვარცმული ხალხის სისხლიან სახეს".
 
ამას ამბობს მიცკევიჩი პოლონეთზე თავის წიგნში სლავები - პარიზის უნივერსიტეტში 1842-1844 წლებში წაკითხული ლექციების კურსში.
 
ეხლახან გამოვიდა ამ წიგნის ახალი გამოცემა
(Adam Mickiewicz, «Les Slaves». Paris, 1914).
უცნაური წიგნი, ყველაზე ნაკლებად ჰგავს ლექციების კურსს.
 
აქ, როგორც სწორედ აღნიშნავს წინასიტყვაობის ავტორი, მიცკევიჩი აღარაა პოეტი, მოაზროვნე, მეცნიერი, ისაა ღვთის წინასწარმეტყველი, ახალი დროის ისაია ან იეზეკიილი.
 
ის უფრო ლოცულობს, ტირის, ქადაგებს,ემსახურება ღმერთს და არა კითხულობს ლექციებს. როდესაც ადის კათედრაზე თვითონაც არ იცის თუ რას იტყვის. მან ღმერთს შეჰფიცა რომ წინასწარ არ გაიაზრებს. ის ცუდად ლაპარაკობს ფრანგულად, მაგრამ მსმენელ ფრანგებს ეჩვენებათ რომ ის ფრანგულად ლაპარაკობს ისევე როგორც თავის საკუთარ ენაზე.
 
მას აქვს ენების იგივე ნიჭი რაც ჰქონდათ მოციქულებს.
 
"რომც მომიხდეს ჩემი აუდიტორიის ჩვევების შეურაცხყოფა,რომც დამჭირდეს ყვირილით დამთავრება, მე არ შემეშინდება ყვირილისა. ეს არ იქნება ჩემი ყვირილი - მე გადავწყვიტე საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა - ეს იქნება დიდი ხალხის გულის ყვირილი. დიდი ხალხის ყველა თქმულების სიღრმიდან ეს ყვირილები ჩემი სულის გავლით ოფლით და სისხლით აბოლებული ისრების მსგავსად დაეცემა თქვენს შორის". "განა შევძლებდი მე თქვენთან ასე ლაპარაკს ჩემს უკან რომ არ ვგრძნობდე ძალას რომელიც არ მოდის ადამიანებისგან?..." "მე ცის წინაშე ვაცხადებ თავს ახალი გამოცხადების მოწმედ და ვბედავ მოვითხოვო რომ აქ მყოფმა და ამ გამოცხადების შესახებ არ მცოდნე პოლონელებმა და ფრანგებმა მიპასუხონ არის თუ არა ის? ხო თუ არა?" აღელვებული მსმენელები დგებიან, სწევენ ხელებს და ამბობენ ხო.
გერცენი მასხრად იგდებდა მიცკევიჩს რომლის ლექციებიც მას ეჩვენებოდა "მისტიკურ ბოდვად, ავადმყოფობად, სიგიჟედ". გერცენმა ვერ გაუგო მიცკევიჩს ისევე როგორც რუსებმა მერე ვერ გაუგეს გოგოლს, ტოლსტოის და დოსტოევსკის.
 
გაუგეს სხვებმა.
 
"სიონის წინასწარმეტყველთა შემდეგ აღარ ყოფილა ასეთი ხმა". ამბობს ჯორჟ სანდი. "ჩვენს თვალწინ მოხდა არნახული, ნაკურთხი იქნა პარიზის უნივერსიტეტის კათედრა", ამბობს მიშლე. წიგნი ამ ლექციებზე 70 წელი იყო დავიწყებული, დამალული და მხოლოდ ეხლა, როდესაც ჩვენს თვალწინ ხდება წინასწარმეტყველებები, როდესაც მათ ჩურჩულს იმეორებს ქუხილთა ხმა, ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას რომ ეს არაა გიჟის ბოდვა". ო, ნეტა ადრე გაგვეგო!
 
"მე ვშიშობ ევროპის გამო. მას ემიქრება ბარბაროსთა - ატილას, ჩინგიზ ყაენის, თემურ ლენგის ახალი შემოსევა. ქარიშხალთა შემცველი ღრუბელი ელის მხოლოდ ღვთაებრივ ნებას რათა დაატყდეს თავს დამნაშავე ხალხებს."
 
და მხოლოდ ეხლა, როცა ქარიშხალი ატყდა - 7 ბეჭედი მოგლეჯილია, წიგნი ჩვენს წინ გადაშლილია, ჩვენ ვკითხულობთ მას და ყოველი სტრიქონი ივსება ცეცხლით და სისხლით. და როგორც ყოველთვის ხდება წინასწარმეტყველებათა ახდომისას წინასწარმეტყველი უფრო მართალი და სწორია ვიდრე თვითონ მას ეგონა...
 
ეწიგნის მთავარი აზრი იმაშია რომ იქნება ორი კაცობრიობის, ორი ევროპის, ორი კულტურის ბრძოლა. ციური ცეცხლის მომტაცებელი პრომეთეს ჭეშმარიტი კულტურიდ,ცოცხალი ცოდნის, გამოცხადება-ინტუიციის წინასახეა, ადამიანის შემქმნელი პრომეთე.
 
თავისი ძმის მიმბაძველი ეპიმეთე არის ცრუ კულტურის, მკვდარი ცოდნის, უსულო მექანიკის, განყენებული რაციონალიზმის წინასახე, "მაიმუნის შემქმნელი" ეპიმეთე.
 
მიცკევიჩის თქმით ინტუიცია არის სლავთა და ფრანგთა, ანუ, როგორც დღეს ვიტყოდით, ანგლო-რომანული ტომის ნიჭი. ინტუიცია არის აზრიდან და არა გარე საგნებიდან. სულის სიღრმეებიდან მომდინარე ცოდნა, Intuitio — intus itio- საკუთარი თავის შიგნით შეღწევა, შინაგანი გამოცდილება, შინაგანი ხედვა, "ნათელხილვა". "შემეცნების ინტუიტიური მეთოდი - სულის რელიგიური ამაღლება". ეს არაა სიახლე თქვენთვის, მიმართავს მიცკევიჩი თავის ფრანგ მსმენელებს - ესაა არსით ინტუიტიური თქვენი გენიის სიღრმე.
 
ინტუიცია - ყოველი წამის მიერ მოტანილის და ამ წამის შინაარსის მოხელთების სიმსუბუქე შეადგენს შემოქმედებით უშუალობას.
 
საფრანგეთის ინტუიტიურმა გენიამ შექმნა რევოლუცია და ნაპოლეონის იმპერია - თანამედროვე კულტურის საწყისი.
 
გერმანიის რაციონალურმა გენიამ შექმნა რეაქცია და პრუსიული მონარქია - თანამედროვე კულტურული ბარბაროსობის საწყისი.
 
მოდის პრომეთეს ეპიმეთესთან, ადამიანის მაიმუნთან, ჭეშმარიტი კულტურის კულტურულ ბარბაროსობასთან, სლავური და ანგლო-რომანული ტომის გერმანულთან დიდი ომი.
 
ევროპის სახის დამამახინჯებელი და კულტურული შემოქმედების წყაროების დამაშრობელი გერმანული რაციონალიზმი არის პროტესტანტობის უკიდურესი დასკვნა, პროტესტანტობა თავის მხრივ კი არის მთელ ისტორიულ ქრისტიანობაში ფესვგადგმული რელიგიური ინდივიდუალიზმის უკიდურესი დასკვნა
 
რელიგიური ინდივიდუალიზმი რელიგიას ამკვიდრებს კერძო საქმედ (Privat Sache) და უარყოფს მას როგორც საერთო, კრებით, ეკლესიურ საქმეს.
 
მაგრამ მთელი ისტორიული ქრისტიანობა დაუცველია რელიგიური ინდივიდუალიზმისგან. მხოლოდ პიროვნების მიერ მიღებული სახარება არ შესულა ხალხთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში".
 
ეკლესიის მეტაფიზილური არსი ამქვეყნისგან განდგომილი, ასკეტური, ბერული, მჭვრეტელობითი არსი. "მოქმედი ეკლესია სულ არ ყოფილა".
 
როგორია ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა? რითი ახდენს ის გავლენას ადამიანის საქმეებზე, საზოგადოებაზხე, პოლიტიკაზე, ხალხთა დიდ მოძრაობებზე?
 
"ხალხები იტანჯებოდნენ, ხალხები ზიდავდნენ ჯვარს, ხალხები ეზიარნენ და საიდუმლოებებს და იმედებს რომელთაც გაზიარებაც და გაგებაც ეკლესიას არ შეუძლია".
ეკლესია გაჩერდა და კაცობრიობა მიდიოდა წინ.
 
"კაცობრიობას როგორც არასდროს სჭირდებოდა დახმარება ზევიდანმაგრამ ის ამაოდ ეძებდა ამ დახმარებას ეკლესიაში იმიტომ რომ თვითონ ეკლესიას დააკლდა ეს დახმარება, ეკლესიის და ცის კავშირი გაწყდა".
 
ხალხები არასდროს არ ყოფილან ისე მარტოსულები, ისე მიტოვებულები, ისე სულიერად დაქსაქსულები როგორც დღეს.
 
დღემდე ხალხების და სახელმწიფოების კავშირები ეფუძნებოდა მხოლოდ გარეგნულ, მატერიალურ მონაპოვრებზე.
 
მაგრამ განა ყოველთვის ასე იქნება? პირად ცხოვრებაში ადამიანებს აერთიანებს შინაგანი სულიერი სიმართლე. და თუ კაცობრიობა საბოლოოდ არ უარყოფს ქრისტიანობას, თუ არ გააძევებს მას თავისი სულიდან, ხალხებიც მოწოდებული იქნებიან იმავე შინაგან სიმართლეზე დაფუძნებულ გაერთიანებისკენ.
 
და ვინაიდან ეკლესია რჩება უმოქმედო,მეტიც,ეწინააღმდეგება ამ მოწოდებას,ხალხები თვითონ აღასრულებენ მას. ნაწილობრივი კავშირების,
 
ცალკეული სახელმწიფოების შემქმნელმა ქრისტიანობამ უნდა გააერთიანოს ისინი უმაღლეს საერთოადამიანურ კავშირში.
 
მაგრამ ამისთვის თვითონ ქრისტიანობაში უნდა მოხდეს ახალი გამოცხადება რომელიც ნაწისწარმეტყველებია აპოკალიფსში. იყო მამის და ძის ორი გამოცხადება. იქნება მესამე გამოცხადება, სულის გამოცხადება.
 
"წმინდა პეტრეს გუმბათი ვარდება და მის შესაკავებლად რომში მიდიან ქრისტეს მეომართა ურიცხვი ლეგიონები...მათი იარაღია ხალხთა სული... ევროპის დიდი ხალხები და დიდი ადამიანები მუდამ ემსახურებოდნენ ქრისტეს მომავალ ეკლესიას".
 
ძველი ეკლესიის მიერ უარყოფილები, ისინი ვინც იტანჯებიან და ელოდებიან, ანუ ქრისტეს მეომრები რომლებსაც ის იხმობს დედამიწაზე თავისი სამეფოს დასამყარებლად. პოლიტიკური წამებულები, ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცები უფრო ახლოს არიან ქრისტესთან ვიდრე ეკლესიის ღვთისმეტყველები და იერარქები.
 
ხალხში არის მომავალი ეკლესიის ჩანასახი,მაგრამ ხალხი ხმის ამოუღებლად ეწინააღმდეგება მის ნაადრევ, მხოლოდ ადამიანურ დაძვრას.
 
"მსოფლიო ჩუმად ელის ნიშანს ზევიდან. ეს ისეთივე დუმილია როგორიც იყო გოლგოთაზე ჯვარცმის დროს".
 
სლავური ტომი არის ისტორიის ყველა სიმძიმის მზიდი "კარიატიდა", "მომაკვდავი გლადიატორი". მუდმივი მსხვერპლი - უპირატესად ჯვარცმული ყველა "ჯვარცმულ ხალხს" შორის. გაუზომავია რუკაზე - უმნიშვნელოა მსოფლიოს ბედისთვის. მისი განსაკუთრებული ნიშანია მოლოდინის ნიშანი. ყველა ხალხი გრძნობს მსოფლიო გადატრიალების მოახლოებას, მაგრამ სლავები ამას ყველაზე ძლიერად გრძნობენ.
 
დასავლეთ ევროპამ საზოგადოდ და განსაკუთრებით საფრანგეთმა ქრისტიანობა მიიღეს როგორც მოქმედება და მიღებისთანავე მიუყენეს ის საზოგადოებრივ საკითხებს. ამიტომაა საფრანგეთის სული უპირატესად რევოლუციური სული.
 
ქრისტიანობის როგორც ჭვრეტის მიმღებ სლავებს შეეძლოთ მხოლოდ ტანჯვა და მოთმენა.
 
ამ რელიგიური უმოქმედობის გამო სლავები დასაჯეს ჯერ თათრებმა და შემდეგ რუსულმა ისტორიულმა სახელმწიფოებრიობამ რომელიც ხალხს ეუბნებოდა შემდეგს: "იყავი ჯვარცმული,ითმინე და დაემორჩილე ისე როგორც ითმენდა და ემორჩილებოდა ქრისტე და გადაარჩენ შენს სულს".
 
მაგრამ მჭვრეტელი ქრისტიანობისგან ყველაზე მეტად გატანჯული ყველაზე ადრე მიხვდება იმას რომ ეს ქრისტიანობა არაა სრული.
 
"სლავებმა უნდა შეავსონ ქრისტიანობა ვინაიდან ისინი მოწოდებულები არიან შემდეგი გამოცხადებებისთვის" //სლავებმა უნდა გაავრცელონ ეს ცეცხლი კაცობრიობაში, უნდა იქცნენ "განვითარებადი ქრისტიანობის" იარაღად//.
 
სლავები -"სლოვენები" -სლოვოს, განკაცებული სიტყვის ხალხი. სწორედ მათგან დაიწყება სიტყვის მესამე "აფეთქება" - აპოკალიფსისი, სულის გამოცხადება.
 
მაშ რატომაა პოლონელი ხალხი სხვა სლავ ხალხებზე უფრო ახლოს ჭეშმარიტებასთან? იმიტომ რომ ის ყველაზე მეტად იტანჯა. ეს უეჭველია.
 
პოლონეთის დაცემის შემდეგ მისი სული ისეთი ძალით მოიყარა საკუთარ თავში რომ მისი სწორი არ ყოფილა იზრაელის პოლიტიკური დაცემის შემდეგ. ტანჯვიდან ტანჯვისკენ მიმავალი პოლონელი ხალხი შეუერთდა თავის ღმერთს რომელიც ამქვეყნად იყო "მწუხარებათა ადამიანი".
 
დედამიწაზე თითქმის არაფრის მქონე,დაფლეთილი.ევროპის რუკიდან წაშლილი, განდევნილი, მოხეტიალე პოლონელი ხალხი იქცა "უფლის ხალხად", "ახალ იზრაილად".
 
პოლონეთი არის მთელი კაცობრიობის გამოსასყიდი მსხვერპლი, "ჯვარცმული ხალხი".
 
მაშ რა არის საბოლოო ანგარიშით ეს ორი ტომი,სლავური და ლათინური-ყველაზე რელიგიურად ტანჯული და ყველაზე რელიგიურად მოქმედი? "ერთიანი ძალის ორი პოლუსი,ერთიანი გენიას ორი ხელი", ტიტანი პრომეთეს ხელები რომლებითაც პრომეთე უკანასკნელ ბრძოლაში დაამარცხებს ორეულსა და კაცობრიობის "მაიმუნ" ეპიმეთეს. ეს ნიშნავს იმას რომ სლავური და ანგლო-რომანული ტომები გაერთიანდებიან გერმანელ ტომთან ბრძოლისთვის.
 
"საფრანგეთის გენიას,გენიას ყველასი ვისაც არ დაუკარგავს მომავლის იმედი და რწმენა ჩვენ ვპირდებით რომ სლავებში ისინი იპოვიან მხარდაჭერას, დახმარებას და იარაღს. და დაე შეხედონ მათ სლავებს როგორც მხედრობას იმ სიტყვისა რომლითაც იქმნება ახალი წყობა".
 
"ჩვენ, სლავები, ვერაფერს გავაკეთებთ საფრანგეთის //ევროპული დასავლეთის// გარეშე,მაგრამ საფრანგეთიც //დასავლეთი// ვერაფერს გახდება ქრისტეს გარეშე. ჩვენი კავშირი მხოლოდ ქრისტეზე შეიძლება იყოს დაფუძნებული".
 
ასე ხდება რომ ამ წინასწარმეტყველური წიგნის შუქზე იხსნება დიდი ომის აზრი. ეს ომი არის სასჯელი ქრისტესგან განდგომისთვის, რელიგიური ინდივიდუალიზმისთვის, მისი უკიდურესი ფორმისთვის,ადამიანის გაღმერთებისთვის, და რელიგიური ნაციონალიზმისთვის და მისი უკიდურესობისთვის-ხალხის გაღმერთებისთვის.
 
თუ რა მომხიბლავი და მაცდურია ეს ორი განდგომა ჩანს თვითონ მიცკევიჩის დოგმატური სეცდომებიდან. ის ხან პოლონელ ხალხს და ხან ნაპოლეონს აცხადებს სულის ახალ განსხეულებად და გამოცხადებად.
 
მაგრამ თუ კი ღმერთის //მამა ღმერთის// პირველი გამოცხადება ხდებოდა ხალხში //იზრაელში// და მეორე //ძე ღმერთის// გამოცხადება მოხდა ქრისტეს პიროვნებაში, ღმერთის მესამე გამოცხადება მოხდება უკვე კაცობრიობაში და არა ხალხში თუ პიროვნებაში.
 
დიდი ომის ტანჯვა დიდი მშობიარობის ტანჯვაა, ეხლა ჩნდება კაცობრიობა და თუ გაჩნდება ცოცხალი და არა მკვდარი ბავშვი კაცობრიობა იქნება ღმერთკაცობრიობა.
 
მიცკევიჩის წიგნი მარტო ევროპისკენ კი არა,რუსეთისკენაცაა მიმართული.
 
ის აცნობიერებს რუსული და პოლონური შეურიგებელი იდეების გააფთრებულ ბრძოლას. 1830-1848 წლებში ეს შეურიგებლობა მეტისმეტად ცხადი იყო.
 
და მაინც:
"ჩვენ, პოლონელებს, არ გვძულს რუსეთი. ძვირად დაუჯდა მიცკევიჩს ეს სიტყვები"...
 
ორივე ხალხი მოქმედებდა ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით. მაგრამ არის წერტილი სადაც შეიძლებ მათი შეერთება. ეს უმაღლესი წერტილია სლავობა როგორც მსოფლიო რელიგიური მოვლენა.
 
რა ტანჯულიც არ უნდა იყოს რუსი ხალხი, პოლონელი ხალხი მაინც უფრო მეტად იტანჯება და თუ ტანჯვა ცოდნის წყაროა მაშ პოლონელმა ხალხმა მეტი იცის და ჩვენ შეგვიძლია მისგან რაღაცის სწავლა.
 
სლავობის როგორც მსოფლიო-რელიგიური მოვლენის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი მიცკევიჩია და არა ლ. ტოლსტოი თუ დოსტოევსკი.
 
ტოლსტოისთან რელიგიური მტკიცების და დაძლევის მაგივრად არის ხალხურობის შიშველი უარყოფა მსოფლიოობის მაგივრად არის "საერთაშორისოობა", "კოსმოპოლიტიზმი".
 
დოსტოევსკისთან მსოფლიოობა, საყოველთაოობა ორაზროვანია. რუსობა "ყოვლადადამიანობას" ნიშნავს და პირიქით, "ყოვლადადამიანობა" რუსობას ნიშნავს. "მართლმადიდებლობის გარეშე ვერც რუსი იქნები და ვერც "ყოვლადამიანი" იმიტომ რომ დოსტოევსკის თანახმად მართლმადიდებლობა მსოფლიო ქრისტიანობა და სხვა ხალხები რუსულ მართლმადიდებლურ მსოფლიოობას ეზიარებიან მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფის შემთხვევაში.
 
მაგრამ გერმანელებიც ხომ არ იტყოდნენ უარს ასეთ "ყოვლადადამიანობაზე".
 
დოსტოევსკის და სხვა რუსი სლავიანოფილების "პანსლავიზმი" არის რუსულად თარგმნილი პანგერმანიზმი.
 
მიცკევიჩმა გაიგო ის რაც არ ესმოდა ტოლსტოის. გაიგო რომ მსოფლიოობა, საყოველთაოობა არის ხალხურობის უმაღლესი რელიგიური დამკვიდრება და გადალახვა და არა "კოსმპოპლიტიზმი", შიშველი უარყოფა.
 
მან გაიგო ისიც,რაც არ ესმოდა დოსტოევსკის,რომ ისტორიული ქრისტიანობა ჯერ არაა საყოველთაო მსოფლიო ქრისტიანობა, რომ აუცილებელია "სიტყვის მესამე აფეთქება", "სულის გამოცხადება" მომავლის ეკლესიისთვის, "ყოვლადკაცობრიობის" საფუძვლისთვის.
 
მიცკევიჩის მთავარი რელიგიური აზრი საოცრად ჰგავს ე.წ.რუსულ "ღვთისმაძიებლობას". მაგრამ აქ არაა სესხება. რუსმა "ღვთისმაძიებლებმა" ისევე ცოტა იცოდნენ მიცკევიჩის შესახებ როგორც მან მათზე.
 
აქაა მოულოდნელი შეხვედრა - მსოფლიოს სხვადასხვა ბოლოდან ისინი ერთი და იმავე ვარსკვლავებით მიდნენ ერთსა და იგივე ქვეყანაში.
 
"დადგება დღე,ევროპის ხალხებო, როცა თქვენი ყოველი აზრი გაიხსნება ისე როგორც იღება თვალი. მაშინ თქვენი ყოველი აზრი სამუდამოდ მიეჯაჭვება ჯვარცმული ხალხის დასისხლიანებულ ხატს".
 
ბევრია ეხლა ჯვარცმული ხალხი, მაგრამ ჯვარცმული კაცის მსგავსად ჯვარცმული კაცობრიობაც აღდგება მაშინ როდესაც ჯვარცმული ხალხები გაერთიანდებიან ერთ ჯვარცმულ კაცობრიობად
== ლიტერატურა ==
* Adam Mickiewicz, ''Konrad Wallenrod and Grażyna'', translated by Irene Suboczewski, Rowman & Littlefield, 1989, ISBN 0-8191-7556-0.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადამ_მიცკევიჩი“-დან