შეფიცულთა რაზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გაანთავისუფლეს → გაათავისუფლეს (2) using AWB
ხაზი 65:
 
== 1924 წლის აჯანყება ==
[[29 აგვისტო]]ს დილით შეფიცულებმა შეიტყვეს თავზარდამცემი ამბავი, რომელმაც ამბოხების გეგმაც ჩაშალა და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. აღმოჩნდა, რომ ერთი დღით ადრე ანუ [[28 აგვისტო]]ს გამოსულან [[ჭიათურა]]ში. ნებით თუ უნებლიედუნებლიეთ, ეს იყო ნამდვილი ღალატი, ზურგში ლახვარის ჩაცემა. იმავე დილით, 29 აგვისტოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაიწყო შენიშნული პირების დაპატიმრებები და ადგილზევე დახვრეტა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში. ყველამ იცოდა, რომ გამოსვლები 29 აგვისტოს უდა დაწყებულიყო და საკვირველია იმ ჯგუფში, რომელიც 24 საათით ადრე გამოვიდა, არავის გახსენებია ეს მნიშვნელოვანი დეტალი. ჭიათურის გამოსვლები ორგანიზებული იყო სოციალ-დემოკრატების მიერ და მოგვიანებით, მათ აღიარეს კიდეც თავიანთი შეცდომა. ჭიათურის გამოსვლების შემდეგ, შეფიცულები დარწმუნდნენ, რომ ამბოხება წაგებული იყო და მაინც გადაწყვიტეს მანგლისზე დაცემა. [[29 აგვისტო]]ს შუაღამისსას მივიდნენ კურსანტების ყაზარმებთან, სულ 70-მდე ადამიანით. ამ ძალებით ისინი მიადგნენ ბატალიონს, რომ არაფერი ვთქვათ კურსანტებზე. სროლა ნახევარ საათს გაგრძელდა და შეფიცულთა მხრიდან დაიჭრა ერთი კაცი, კურსანტების მხრიდან დაიხოცა მრავალი ადამიანი. მანგლისზე დაცემის შემდეგ, ისინი დუშეთისკენ გაემართნენ პატიმართა გასათავისუფლებლად. ამ საქმეს, ისინი ადვილად გაუმკლავდნენ და მრავალი სიკვდილმისჯილი ტუსაღი გაათავისუფლეს.
 
ამბოხების წარუმატებლობის შემდეგ შეფიცულები გაშმაგდნენ და სადაც კი კომუნისტებს დაეცნენ ყველგან მძიმე ზიანი მიაყენეს მათ. მაგალითად, იმავე პერიოდში, სოფელ სვიმონიანთხევში ღამით თავს დაესხნენ კომუნისტების და მილიციონერების 160-კაციან რაზმს, რომელთაგან მრავალმა გაქცევით უშველა თავს. სოფელი სიხარულით შეხვდა განმათავისუფლებლებს.