კიკლადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Aegean Sea with island groups labeled.gif|220px|მინიატიურა|ეგეოსის ზღვა კუნძულების ჯგუფებთან ერთად]]
შედარებით მსხვილი კუნძულებია [[ნაკსოსი]] (428 კმ²­), [[ანდროსი]] (380 კმ²), [[ტინოსი]], [[პაროსი]], [[მილოსი]], [[კეა]], [[ამორგოსი]], [[იოსი]], [[კიფსოსი]], [[მიკონოსი]], [[სიროსი]], [[ტირა]], [[სერიფოსი]], [[სიფნოსი]], [[სიკინოსი]], [[ანაფი]], [[კიმოლოსი]], [[ანდიპაროსი]], [[ფოლეოგანდროსი]]. კუნძულები მატერიკული წარმოშობისაა. ისინი ამოზრდილია წყალის ზედაპირზე წყალქვეშა ფუნდამენტიდან, რომელიც ერთმანეთთან აერთებს [[ბალკანეთი]]ს და [[მცირე აზია|მცირე აზიის]] ნახევარკუნძულებს. შედგება ძირითადად კირქვითა და კრისტალური ქანებით. სიმაღლე 1008 მ.–მდეა (კ. ნაკსოსზე), კუნძულები მილოსი და ტირა არის ვულკანური წარმოშობის. ხშირია მიწისძვრები. ჰავა წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვისპირულს ცხელი მშრალი ზაფხულითა და თბილი, ტენიანი ზამთრით (დაახლოებით 500 მმ. ნალექების რაოდენობით წელიწადში). კლდეებზე გავრცელებულია ბუჩქოვანი მცენარეები, ხეობებში გაშენებულია [[ვენახი|ვენახები]], [[ციტრუსი|ციტრუსები]]ს პლანტაციები, [[ზეთისხილი]]ს ბაღები, [[ხორბალი|ხორბლის]]ა და [[სიმინდი]]ს ყანები. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობასა და თევზჭერას. კუნძულები წარმოადგენს რკინის მადნის, ბოქსიტების და სხვა ლითონების მდიდარ საცავს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიკლადები“-დან