კიკლადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Fiqriasidamonize გვერდი „კიკლადი“ გადაიტანა გვერდზე „განხილვა:კიკლადის კუნძულები“: კ...
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:GreeceCyclades.png|220px|მინიატიურა|კიკლადის კუნძულები]]
'''კიკლადი''' ან ციკლადის კუნძულეი ({{lang-el|Κυκλάδες}}- წრეზე მდებარე) — [[არქიპელაგი]] [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] სამხრეთ ნაწილში, [[საბერძნეთი]]ს ტერიტორიის შემადგენლობაში. 200–ზე მეტი კუნძული, რომელიც ქმნის ჩრდილო–დასავლეთიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით წაგრძელებული გირლიანდის ფორმას. საერთო ფართობი 2,6 ათასი კმ²­.
 
== ეტიმოლოგია ==
ბერძნული სიტყვა Κυκλάδες სიტყვასიტყვით ნიშნავს „წრიულს“, „წრეზე მდებარეს“. ასე იმიტომ უწოდებენ არქიპელაგის კუნძულებს, რომ ისინი გარს ეკვრიან კ. [[დელოსი|დელოსს]], რომელიც ძველ ბერძენთა კულტურულ და პოლიტიკურ ყოფა–ცხოვრებასი უზარმაზარ როლს ასრულებდა.
 
== გეოგრაფია ==
შედარებით მსხვილი კუნძულებია [[ნაკსოსი]] (428 კმ²­), [[ანდროსი]] (380 კმ²), [[ტინოსი]], [[პაროსი]], [[მილოსი]], [[კეა]], [[ამორგოსი]], [[იოსი]], [[კიფსოსი]], [[მიკონოსი]], [[სიროსი]], [[ტირა]], [[სერიფოსი]], [[სიფნოსი]], [[სიკინოსი]], [[ანაფი]], [[კიმოლოსი]], [[ანდიპაროსი]], [[ფოლეოგანდროსი]]. კუნძულები მატერიკული წარმოშობისაა. ისინი ამოზრდილია წყალის ზედაპირზე წყალქვეშა ფუნდამენტიდან, რომელიც ერთმანეთთან აერთებს [[ბალკანეთი]]ს და [[მცირე აზია|მცირე აზიის]] ნახევარკუნძულებს. შედგება ძირითადად კირქვითა და კრისტალური ქანებით. სიმაღლე 1008 მ.–მდეა (კ. ნაკსოსზე), კუნძულები მილოსი და ტირა არის ვულკანური წარმოშობის. ხშირია მიწისძვრები. ჰავა წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვისპირულს ცხელი მშრალი ზაფხულითა და თბილი, ტენიანი ზამთრით (დაახლოებით 500 მმ. ნალექების რაოდენობით წელიწადში). კლდეებზე გავრცელებულია ბუჩქოვანი მცენარეები, ხეობებში გაშენებულია [[ვენახი|ვენახები]], [[ციტრუსი|ციტრუსები]]ს პლანტაციები, [[ზეთისხილი]]ს ბაღები, [[ხორბალი|ხორბლის]]ა და [[სიმინდი]]ს ყანები. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობასა და თევზჭერას. კუნძულები წარმოადგენს რკინის მადნის, ბოქსიტების და სხვა ლითონების მდიდარ საცავს.
 
== ისტორია ==
 
ძვ. წ. მე–2 ათასწლეულში კუნძულებზე გავრცელებული იყო [[მინოსური კულტურა|მინოსური კულტურის]] მონათესავე კიკლადური კულტურა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიკლადები“-დან