ნიღაბი (რიტუალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Musee de la bible et Terre Sainte 001.JPG|მინიატიურა]]
{{მმ*|ნიღაბი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
{{უკატეგორიო}}
[[ფაილი:Musee de la bible et Terre Sainte 001.JPG|მინიატიურა]]
'''რიტუალური ნიღაბი''', ხალხური ან რელიგიური დღობებისათვის განკუთვნილი ნიღაბი ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ([[აფრიკა]], [[ევრაზია]], [[ოკეანეთი]], [[ამერიკა]]). ნიღაბი სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანს ან ცხოველს, ფანტასტიკურ ან მითოლოგიურ პერსონაჟებს. რიტუალური ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო ტოტემისტურ ან ანიმისტურ წარმოდგენებთან, წინაპართა და ცხოველთა კულტებთან, რომელთა მიხედვით, ნიღბიანი პიროვნება თვითონვე გარდაისახებოდა იმ არსებად, რომელსაც ნიღაბი გამოხატავდა. ოკეანეთში ნიღაბს იყენებდნენ [[მამაკაცთა კავშირები]], ახალგაზრდების განდობის ცერემონიაში ([[ინიციაცია]]). სამხედრო თავდასხმების ან მართლმსაჯულების აღსრულების დროს. ციმბირის ცალკეულ რეგიონებში ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო შამანურ ლოცვებთან. ანტიკური სამყაროსა და ძველი მსოფლიოს დაწინაურებული მიწათმოქმედი ხალხების კულტურებში. ნიღბები გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსა და მისტერიებში. ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემებით, ნიღბების არსებობა [[საქართველო]]ში ძველთაგანვეა დამოწმებული. რიტუალურ ნიღბებს საქართველოში იყენებდნენ საახალწლო, ბერიკაობა-ყეენობია, ლაზარობა-გონჯაობისა და მიცვალებულთა სულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში. ეთნოგრაფიული მონაცემებით დამოწმებულია რიტუალური ნიღბების 2 სხვაობა:
* სახეზე ასაფარებელი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი ნიღაბი