სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fixing dead links
ხაზი 34:
[[ფაილი:KlausMeine.jpg|მინი|მარცხნივ|კლაუს მაინე]]
[[1974]] წელს სკორპიონსის ახალმა შემადგენლობამ გამოუშვა ალბომი სახელად ''[[Fly to the Rainbow (ალბომი)|Fly to the Rainbow]]''. ამ ალბომმა უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა ვიდრე ''Lonesome Crow''-მა. ალბომში შესული სიმღერები Speedy's Coming და Fly to the Rainbow იქცა სკორპიონსის ჰიმნად. ახიმ კირშნინგმა გადაწყვიტა დაეტოვა ჯგუფი ჩაწერის შემდეგ. ჯგუფი მალევე დატოვა [[იურგენ როზენთალი|იურგენ როზენთალმაც]], რადგან არმიაში უნდა წასულიყო. [[1976]] წელს მივიდა [[პროგრესული როკი|პროგრესულ როკ]] ჯგუფში, სახელად [[ელოი]] და ჩაწერა 3 ალბომი მათთან ერთად. სკორპიონში იგი ჩაანაცვლეს ბელგიელი დრამერით, რუდი ლენერსით.
 
[[1975]] წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი [[In Trance (ალბომი)|In Trance]], რამაც სათავე დაუდო ჯგუფის ხანგრძლივ თანამშრომლობას გერმანელ [[მუსიკალური პროდიუსერი|პროდიუსერ]] [[დიტერ დირკსი|დიტერ დირკსთან]]. ალბომმა სკორპიონსი, როგორც მძიმე როკ ჯგუფი, წინა პლანებზე წამოწია და პოპულარობა მოუტანა როგორც შინ, ასევე საზღვარგარეთ. ფანების მიერ ალბომში ყველაზე კარგ სიმღერებად დღემდე მიჩნეულია Dark Lady, Robot Man და In Trance.
 
[[1976]] წელს სკორპიონსმა გამოუშვა მორიგი ალბომი ''[[Virgin Killer (ალბომი)|Virgin Killer]]''. ალბომის გაფორმება მოიცავდა შიშველი მოზარდი გოგონას გამოსახულებას დაფარულს გატეხილი შუშით. ყდის დიზაინი ეკუთვნის სტეფან ბოულის, რომელიც მუშაობდა [[RCA Records]]-ში,<ref name=RothRules>{{cite web |author=მარკო სირჯელე |title=ინტერვიუ ულრიხ როთთან |url=http://www.metal-rules.com/zine/content/view/748/0/ |publisher=Metal-rules.com |accessdate=12 მაისი, 2008}}</ref> ჯგუფის ლეიბლში იმ დროისთვის. ჯგუფი გაკრიტიკებული იქნა ყდის გაფორმების გამო და ზოგიერთ ქვეყანაში იგი ჩაანაცვლეს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თვითონ ალბომმა მნიშვნელოვანი ქება დაიმსახურა მუსიკის გამო კრიტიკოსებისა და ფანების მხრიდან.
 
მომავალ წელს ჯგუფი დატოვა რუდი ლენერსმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იგი ჩაანაცვლა [[ჰერმენ რარებელი|ჰერმენ რარებელმა]].
 
[[1977]] წლის ალბომი იყო ''[[Taken by Force (ალბომი)|Taken by Force]]''. RCA Records-მა გარკვეული ძალისხმევა ჩადო ალბომის პოპულარიზაციაში მაღაზიებსა და რადიოში. [[სინგლი]] ალბომიდან Steamrock Fever დამატებულ იქნა RCA-ს ზოგიერთ სარეკლამო ჩანაწერში რადიოსთვის. როთი უკმაყოფილო იყო იმ კომერციული მიმართულების გამო, რომელიც ჯგუფს ეკავა. იგი გაჰყვა ჯგუფს [[იაპონია|იაპონურ]] ტურნეზე, რის შემდეგაც დატოვა იგი ზუსტად ორმაგი ცოცხალი ალბომის ''[[Tokyo Tapes (ალბომი)|Tokyo Tapes]]'' გამოშვების წინ [[1978]] წელს და ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი [[Electric Sun]]. ალბომი გამოვიდა [[აშშ]]-სა და [[ევროპა]]ში მისი იაპონური გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. ამ დროისთვის, შუა 1978 წელს, დაახლოებით ას ორმოცი გიტარისტის მოსმენის შემდეგ ჯგუფმა შემოიერთა ახალი გიტარისტი, [[მათიას იაბსი]].
 
=== კომერციული წარმატებები (1979-1991) ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონსი“-დან