უილიამ გლადსტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
| ხელმოწერა =William_Ewart_Gladstone_Signature_2.svg‎
}}
 
'''უილიამ ევარტ გლადსტონი''' (დ. [[29 დეკემბერი]], [[1809]] — გ. [[19 მაისი]], [[1898]]) — [[ბრიტანელი]] პოლიტიკოსი, ოთხგზის [[გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი|ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი]] (1868-1874, 1880-1885, 1886 და 1892-1894 წლებში), ასევე ოთხგზის ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი (1853-1855, 1859-1866, 1873-1874, და 1880-1882 წლებში). უილიამ გლადსტონი ერთადერთი ბრიტანელი პოლიტიკოსია, ვისაც პრემიერ-მინისტრად ოთხგზის უმსახურია. გლადსტონი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საბოლოოდ 1894 წელს, 84 წლის ასაკში გადადგა, რითაც მან ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმული პრემიერის ტიტული დაიმსახურა.
 
Line 51 ⟶ 50:
უილიამ გლადსტონი ცნობილია მისი ანტიპათით კონსერვატიული პარტიის ლიდერის [[ბენჯამინ დიზრაელი]]ს მიმართ. მათი პაექრობა არამარტო პოლიტიკური, არამედ პირადიც იყო და რამდენიმე [[დეკადა]] გასტანა. გლადსტონს არც [[დედოფალი ვიქტორია|დედოფალ ვიქტორიასთან]] ქონია შეხმატკბილებული ურთიერთობა. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს ეწყობოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც [[პრინცი ალბერტი|პრინც ალბერტის]] გარდაცვალებით ღრმად დამწუხრებულ დედოფალს გლადსტონი აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფო საქმეებში ხელახლა აქტიურად ჩართვისაკენ, დედოფალსა და მას კარგი ურთიერთობა აღარ ქონიათ. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ დედოფალ ვიქტორიას გლადსტონის ოპონენტის, დიზრაელის მიმართ დიდი სიმპათია გააჩნდა.
 
ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ მინისტრები [[მარგარეტ ტეტჩერი]] და [[უინსტონ ჩერჩილი]] გლადსტონს იგონებდნენ, როგორც მათ პოლიტიკურ მუზას და ხაზს უსვამდნენ გლადსტონის სიძულვილს [[სოციალიზმი]]ს მიმართ.
 
{{DEFAULTSORT:გლადსტონი, უილიამ}}