ლუციუს ანეუს სენეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
'''ლუციუს ანეუს სენეკა''' ({{lang-la|Lucius Annaeus Seneca;}} დ. დაახლოებით [[ძვ. წ. 4|ძველი წელთაღრიცხვის 4]], კორდუბა ([[კორდობა (ესპანეთი)|კორდობა]]) — გ. ახალი [[65|წელთაღრიცხვის 65]], [[რომი]]) — რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. [[ნერონი]]ს აღმზრდელი და [[სტოიციზმი]]ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მიეკუთვნებოდა მხედრის წოდებას. დაახლოებით [[33|33 წელს]] [[ტიბერიუსი]]ს დროს გახდა [[კვესტორი]]. მისი [[პანთეიზმი]] ეწინააღმდეგება რელიგიური მოძღვრების [[მონოთეიზმი|მონოთეისტურ]] იდეებს. სენეკას მიხედვით, უზენაესი ღმერთია შემოქმედი [[გონი]]. სულის ჭეშმარიტი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ [[სხეული]]ს გარეშე, რომელიც [[ბოროტება|ბოროტების]] სათავედაა მიჩნეული. სენეკას მოძღვრებაში [[ადამიანი]]ს მიზნად დასახულია [[აფექტი|აფექტებისაგან]] განთავისუფლება. მისი აზრით, ღვთაებრივი შეწყალების გარეშე შეუძლებელია განწმენდა და [[ღმერთი|ღმერთამდე]] ამაღლება. სენეკა იზიარებს ძველ სტოელთა თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ სამყარო პერიოდულად ინთქმება [[ხანძარი|ხანძარში]], აგრეთვე პროვიდენციულ-ფატალისტურ მოძღვრებას ღმერთის, განგების, ბედისწერისა და ბუნების კანონების შესახებ, რომლებიც სენეკასთვის ერთმანეთის სინონიმებია. იგი იცავს ზოგადსტოურ კოსმოპოლიტიზმს, ამქვეყნიურ სახელმწიფოს კოსმიურის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს მის ბუნებრივ აუცილებლობას. სენეკა ქადაგებდა [[ადამიანი|ადამიანთა]] საყოველთაო თანასწორობას (მონათა ჩათვლით). სენეკას ლიტერატურული შემოქმედებიდან აღსანიშნავია სატირა იმპერატორ [[კლავდიუსი]]ს გარდაცვალების გამო „გაკვახება“.
 
მისი სახელით ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიებიდან მნიშვნელოვანია „მედეა“, „ოიდიპოსი“, „თიესტე“, „ფედრა“, „გაშმაგებული ჰერკულესი“, „აგამემნონი“, „ტროელი ქალები“, „ფინიკიელი დიაცები“, „ეტელი ჰერკულესი“, „ოქტავია“. ამ ტრაგედიებმა დიდი გავლენა მოახდინა [[უილიამ შექსპირი|შექსპირსა]] და ფრანგ კლასიცისტებზე ([[პიერ კორნელი]], [[ჟან რასინი]]), ხოლო ფილოსოფიურმა ტრაქტატებმა „ნუგეშისცემანი მარციუსისადმი“, „რიცხვისათვის“ და სხვა — მემუარულ-ეთიკური ჟანრის მწერლებზე ([[მიშელ დე მონტენი]]). სენეკას მიეწერება აგრეთვე რიგი მცირე ლექსი („ეპიგრამები“).