ლუციუს ანეუს სენეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
'''ლუციუს ანეუს სენეკა''' ({{lang-la|Lucius Annaeus Seneca;}} დ. დაახლოებით [[ძვ. წ. 4|ძველი წელთაღრიცხვის 4]], კორდუბა ([[კორდობა (ესპანეთი)|კორდობა]]) — გ. ახალი [[65|წელთაღრიცხვის 65]], [[რომი]]) — რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. [[ნერონი]]ს აღმზრდელი და [[სტოიციზმი]]ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მიეკუთვნებოდა მხედრის წოდებას. დაახლოებით [[33|33 წელს]] [[ტიბერიუსი]]ს დროს გახდა [[კვესტორი]]. მისი [[პანთეიზმი]] ეწინააღმდეგება რელიგიური მოძღვრების [[მონოთეიზმი|მონოთეისტურ]] იდეებს. სენეკას მიხედვით, უზენაესი ღმერთია შემოქმედი [[გონი]]. სულის ჭეშმარიტი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ [[სხეული]]ს გარეშე, რომელიც [[ბოროტება|ბოროტების]] სათავედაა მიჩნეული. სენეკას მოძღვრებაში [[ადამიანი]]ს მიზნად დასახულია [[აფექტი|აფექტებისაგან]] განთავისუფლება. მისი აზრით, ღვთაებრივი შეწყალების გარეშე შეუძლებელია განწმენდა და [[ღმერთი|ღმერთამდე]] ამაღლება. სენეკა იზიარებს ძველ სტოელთა თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ სამყარო პერიოდულად ინთქმება [[ხანძარი|ხანძარში]], აგრეთვე პროვიდენციულ-ფატალისტურ მოძღვრებას ღმერთის, განგების, ბედისწერისა და ბუნების კანონების შესახებ, რომლებიც სენეკასთვის ერთმანეთის სინონიმებია. იგი იცავს ზოგადსტოურ კოსმოპოლიტიზმს, ამქვეყნიურ სახელმწიფოს კოსმიურის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს მის ბუნებრივ აუცილებლობას. სენეკა ქადაგებდა [[ადამიანი|ადამიანთა]] საყოველთაო თანასწორებასთანასწორობას (მონათა ჩათვლით). სენეკას ლიტერატურული შემოქმედებიდან აღსანიშნავია სატირა იმპერატორ კლავდიუსის[[კლავდიუსი]]ს გარდაცვალების გამო „გაკვახება“.

მისი სახელით ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიებიდან მნიშვნელოვანია „მედეა“, „ოიდიპოსი“, „თიესტე“, „ფედრა“, „გაშმაგებული ჰერკულესი“, „აგამემნონი“, „ტროელი ქალები“, „ფინიკიელი დიაცები“, „ეტელი ჰერკულესი“, „ოქტავია“. ამ ტრაგედიებმა დიდი გავლენა მოახდინა შექსპირსა და ფრანგ კლასიცისტებზე, ხოლო ფილოსოფიურმა ტრაქტატებმა „ნუგეშისცემანი მარციუსისადმი“, „რიცხვისათვის“ და სხვა — მემუარულ-ეთიკური ჟანრის მწერლებზე. სენეკას მიეწერება აგრეთვე რიგი მცირე ლექსი („ეპიგრამები“).