აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 4 იანვარი, 2014}}
'''აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი''', '''რუსეთის ბაქანი''' — ევროპის ბაქანი, [[დედამიწის ქერქი]]ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და შედარებით მედეგი მონაკვეთი, რომელიც მიეკუთვნება უძველესი ბაქნების რიცხვს. იკავებს [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთი]] და [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთი ევროპის]] მნიშვნელოვან ნაწილს, [[სკანდინავიის მთები]]დან ურალამდე და [[ბარენცის ზღვა|ბარენცისა]] და [[შავი ზღვა|შავ]] და [[კასპიის ზღვა]]მდე. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთი საზღვარი ჰერცინულ ნაოჭა სტრუქტურებზე გადის, [[ახალი მიწა|ახალი მიწის]] დასავლეთი სანაპიროს, [[იუგორსკი-შარი]]ს, [[პაი-ხოი]]ს, [[ურალის ქედი]]სა და მდინარე [[ემბა|ემბის]] გაყოლებით; სამხრეთი საზღვარი — [[იმიერკავკასია]]ზე, [[ყირიმის ნახევარკუნძული|ჩრდილოეთ ყირიმზე]], [[დობრუჯა]]ზე; დასავლეთი — [[კარპატები|კარპატების რკალზე]], დაახლოებით მდინარე [[ვისლა|ვისლის]] გაყოლებით, და [[იუტლანდიის ნახევარკუნძული|იუტლანდიის ნახევარკუნძულზე]], ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი ემიჯნება ნორვეგიის კალედონიდებს, საიდანაც საზღვარი [[ფრანც-იოსების მიწა|ფრანც-იოსების მიწის]] არქიპელაგზე გადადის. ბაქნის ჩრდილო ნაწილს [[ბარენცის ზღვა]] ფარავს. ბაქნის საზღვრებში გამოიყოფა [[ფარი (გეოლოგია)|ფარები]], [[ანტეკლიზა|ანტეკლიზები]] და [[სინეკლიზა|სინეკლიზები]]. ეს სტრუქტურული ელემენტები თანამედროვე რელიეფშია ასახული. კამბრიულამდელი საძირკვლის გამოსავლები ზედაპირზე [[ბალტიის ფარი|ბალტიისა]] და [[უკრაინის ფარი|უკრაინის ფარების]] სახით აღინიშნება. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ყველაზე ღრმა და მოძრავი უბანია კასპიისპირა სინეკლიზა.<ref name="fzg">{{წიგნი|ავტორი = დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ. | სათაური = სსრკ ფიზიკური გეოგრაფია | ბმული = | ადგილი = | გამომცემლობა = განათლება | წელი = 1988 | | გვერდები = 259-260 | სერია = | isbn = | ტირაჟი = }}</ref>
 
აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ისტორიაში გამოიყოფა ორი მსხვილი პერიოდი. პირველი პერიოდის მსვლელობისას, რომელმაც მოიცვა მთელი [[არქეული ეონი|არქეული]], ადრეული და შუა [[პროტეროზოური ეონი]] (3500-1600 მლნ. წელი), მიმდინარეობდა კრისტალური ფუნდამენტის ფორმირება,; მეორე პროცესის მსვლელობისას საკუთრივ, ბაქნისებური განვითარება, დანალექი საფრისა და თანამედროვე სტრუქტურის წარმოქმნა.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Восточно-Европейская%20платформа/ აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref>
 
== სქოლიო ==