აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|Otogi| 4 იანვარი, 2014}} '''აღმოსავლეთ ევრ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 4 იანვარი, 2014}}
'''აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი''', '''რუსეთის ბაქანი''' — ევროპის ბაქანი, [[დედამიწის ქერქისქერქი]]ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შედარებით მედეგი მონაკვეთი, რომელიც მიეკუთვნება უძველესი ბაქნების რიცხვს. იკავებს [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთი]] და [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთი ევროპის]] მნიშვნელოვან ნაწილს, [[სკანდინავიის მთებიდანმთები]]დან ურალამდე და [[ბარენცის ზღვა|ბარენცისა]] და [[შავი ზღვა|შავ]] და [[კასპიის ზღვამდეზღვა]]მდე. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთი საზღვარი ჰერცინულ ნაოჭა სტრუქტურებზე გადის, [[ახალი მიწა|ახალი მიწის]] დასავლეთი სანაპიროს, [[იუგორსკი შარის-შარი]]ს, [[პაი-ხოისხოი]]ს, [[ურალის ქედისაქედი]]სა და მდინარე [[ემბა|ემბის]] გაყოლებით; სამხრეთი საზღვარი — იმიერკავკასიაზე, ჩრდილოეთ ყირიმზე, დობრუჯაზე; დასავლეთი — კარპატების რკალზე, დაახლოებით მდინარე ვისლის გაყოლებით, და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი ემიჯნება ნორვეგიის კალედონიდებს, საიდანაც საზღვარი ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე გადადის. ბაქნის ჩრდილო ნაწილს ბარენცის ზღვა ფარავს. ბაქნის საზღვრებში გამოიყოფა ფარები, ანტეკლიზები და სინეკლიზები. ეს სტრუქტურული ელემენტები თანამედროვე რელიეფშია ასახული. კამბრიულამდელი საძირკვლის გამოსავლები ზედაპირზე ბალტიისა და უკრაინის ფარების სახით აღინიშნება. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ყველაზე ღრმა და მოძრავი უბანია კასპიისპირა სინეკლიზა.<ref name="fzg">{{წიგნი|ავტორი = დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ. | სათაური = სსრკ ფიზიკური გეოგრაფია | ბმული = | ადგილი = | გამომცემლობა = განათლება | წელი = 1988 | | გვერდები = 259-260 | სერია = | isbn = | ტირაჟი = }}</ref>
 
აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ისტორიაში გამოიყოფა ორი მსხვილი პერიოდი. პირველი პერიოდის მსვლელობისას, რომელმაც მოიცვა მთელი არქეული ეონი, ადრეული და შუა პროტეროზოური ეონი (3500-1600 მლნ. წელი), მიმდინარეობდა კრისტალური ფუნდამენტის ფორმირება, მეორე პროცესის მსვლელობისას საკუთრივ, ბაქნისებური განვითარება, დანალექი საფრისა და თანამედროვე სტრუქტურის წარმოქმნა.