ქვიშხეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''ქვიშხეთი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]], [[ლიხის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთზე. ქვიშხეთის [[თემი]]ს ცენტრი (სოფლები:[[ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ბეღლეთი]], [[ბულბულისციხე]], [[მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|მონასტერი]], [[რუსაანთუბანი]], [[სავანისუბანი]], [[სათივე]], [[სარმანიშვილისკარი]], [[ტაშისკარი]], [[ტეზერი]], [[ყიფიანთუბანი]]). ზღვის დონიდან 730 [[მეტრი]], [[ხაშური]]დან 10 [[კილომეტრი]]. [[2006]] წლის [[1 იანვარი|1 იანვრის]] მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 721 [[კომლი]], სულ 2394 [[კაცი]]. სოფელში დგას: [[ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია|აღდგომის ეკლესია]], [[ქვიშხეთის კოშკი|კოშკი]], [[ქვიშხეთის მთაწმინდის ეკლესია|მთაწმინდის ეკლესია]], [[ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია|ფერისცვალების ეკლესია]], [[ქვიშხეთის წმინდა გიორგის ეკლესია|წმინდა გიორგის ეკლესია]] და [[ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია|წმინდა ელიას ეკლესია]].
 
== ისტორია ==
 
ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ [[აბაშიძეები]] XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან, მაშინ, როდესაც არადეთის წყალს აქეთ მდებარე ტერიტორია ([[ალი]], [[სურამი]], [[ახალდაბა]] და სხვა) იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. აღნიშნული ტერიტორია [[1527]] წელს [[ლუარსაბ I]]-მა გადასცა იმერეთის მეფეს - [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]]-ს ქართლის სამეფო ტახტზე ასვლაში გაწეული დახმარებისათვის.
[[1711]] წელს ქართლის მეფე იესემ უძეოდ გარდაცვლილი პაატა აბაშიძის მამული - ქართლის სააბაშიო ქვიშხეთითურთ უბოძა ვახუშტი აბაშიძეს.
ქვიშხეთმა და მისმა რეგიონმა დიდი აოხრებები განიცადა ქართლში [[ყიზილბაშები|ყიზილბაშობის]] პერიოდში [[1735]]-[[1744]] წლებში. განსაკუთრებით, მძიმე იყო [[1742]]-[[1745]] წლები, როცა ქართლში ყიზილბაშების წინაღმდეგ მიმდინარეობდა აჯანყება [[გივი ამილახვარი|გივი ამილახორის]] ხელმძღვანელობით.
[[1744]] წელს ქვიშხეთში აბაშიძის ქალზე იქორწინა [[ერეკლე II|ერეკლე მეფემ]].
[[1748]] წელს [[ლეკები]] ,,მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხეს, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე ანუ საქონელი ურიცხვი"
[[თეიმურაზ II]]-ის [[ზემო ქართლი|ზემო ქართლის]] მორიგე ლაშქრის [[1756]] წლის დავთრის მიხედვით, ქვიშხეთიდან სავალდებულოდ ითვლებოდა აბაშიძეების მიერ ლაშქარში გლეხების გაყვანა - ცხენოსანი თ(9), ქვეითი ვ(6). იქმნა ჯამი (ეი)(15).
XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან სუმბათაშვილები.
ქვიშხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია.
გაზაფხულზე თოვლის დნობითა და წვიმების შედაგად ადიდებულ მდინარე შოლას, რომელიც ქვიშხეთში ჩამოედინება, ქვიშა და ხეები ჩამოჰქონდაო, ასე ხსნის სახელწოდებას ხალხური ტრადიცია.<ref>[http://khashuri.org.ge/index.php?option=com_content&view=article&id=120&Itemid=64 ქვიშხეთის ტერიტორიული ორგანო]</ref>
 
== ტოპონიმები ==