მიხეილ ლაზარევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
|წარწერა = მიხეილ ლაზარევი
|დაბსახელი = მიხეილ ლაზარევი
|დაბ თარიღი = ([[3 ნოემბერი]]/[[14 ნოემბერი]] [[1788]]
|დაბ ადგილი = [[ვლადიმირი (ქალაქი)|ვლადიმირი]]
|მოღვაწეობა =
|გარდ თარიღი = [[11 აპრილი]]/[[23 აპრილი]] [[1851]]
|გარდ ადგილი = [[ვენა]]
|დაკრ ადგილი =
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
'''მიხეილ ლაზარევი''' ({{lang-ru|Лазарев, Михаил Петрович;}} დ. [[3 ნოემბერი]]/[[14 ნოემბერი]] [[1788]], [[ვლადიმირი (ქალაქი)|ვლადიმირი]] — გ. [[11 აპრილი]]/[[23 აპრილი]] [[1851]], [[ვენა]], დაკრძალულია [[სევასტოპოლი|სევასტოპოლში]]) — რუსეთის ფლოტის სარდალი, ზღვაოსანი, [[ადმირალი]] (1843). 1800 წელს შევიდა საზღვაო კადეტთა კორპუსში. [[1803|1803 წელს]] მიავლინეს ინგლისის ფლოტში, სადაც 5 წელი განუწყვეტელ ნაოსნობაში გაატარა. 1808-1813 წლებში მსახურობდა ბალტიის ფლოტში. [[რუსეთ-შვედეთის ომი]]სა (1808-1809) და [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|სამამულო ომის]] (1812) მონაწილე. 1813-1816 წლებში გემ „სუვოროვით“ იმოგზაურა დედამიწის გარშემო, კრონშტადტიდან [[ალასკა|ალასკის]] ნაპირებამდე და უკან, აღმოაჩინა სუვოროვის ატოლი.

როგორც გემ „მირნის“ მეთაურმა და დედამიწის ირგვლივ ექსპედიციის უფროსის [[ფადეი ბელინსგაუზენი]]ს თანაშემწემ, 1819-1821 წლებში მონაწილეობა მიიღო [[ანტარქტიდა|ანტარქტიდისა]] და მრავალრიცხოვანი კუნძულების აღმოჩენაში. [[1822|1822 წელს]], როგორც ფრეგატ „კრეისერის“ მეთაურმა, მესამედ იმოგზაურა დედამიწის ირგვივ (1822-1825). ამ მოგზაურობის დროს ჩატარდა ფართო მეცნიერული გამოკვლევები [[მეტეოროლოგია]]ში, [[ეთნოგრაფია]]ში და სხვა. [[1826|1826 წლიდან]] მეთაურობდა სახაზო გემ „აზოვს“, რომლითაც მონაწილეობდა ადმირალ [[ლოგან გეიდენი]]ს ესკადრის ლაშქრობაში [[ხმელთაშუა ზღვა]]ზე, აგრეთვე [[ნავარინის ბრძოლა]]ში (1827). ამ ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის მიენიჭა [[კონტრ-ადმირალი]]ს წოდება. [[1828]]-[[1829|1829 წლებში]] ხელმძღვანელობდა [[დარდანელის ბლოკა]]დას, [[1830|1830 წელს]] დაბრუნდა [[კრონშტადტი|კრონშტადტში]] და მეთაურობდა ბალტიის ფლოტის ხომალდების რაზმს. [[1832|1832 წელს]] იყო [[შავი ზღვის ფლოტი]]ს შტაბის უფროსი. 1833 წლის თებერვალ-ივნისში სათავეში იდგა რუსეთის ფლოტის ექსპედიციას ბოსფორში (1833).

1833 წლიდან შავი ზღვის ფლოტისა და ნავსადგურების მთავარი მეთაური აგრეთვე [[სევასტოპოლი]]სა და [[ნიკოლაევი]]ს სამხედრო გუბერნატორი. ლაზარევმა აღზარდა ნიჭიერი ფლოტის მეთაურთა პლეადა ([[პავლე ნახიმოვი]], [[ვლადიმერ კორნილოვი]], [[ვლადიმერ ისტომინი]], [[გრიგორი ბუტაკოვი]] და სხვა).