ზედაზნის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ზედაზნის მონასტერი''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, [[არაგვი|არაგვის]] მარცხენა ნაპირზე, [[საგურამოს ქედი|საგურამოს ქედზე]].
 
ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა [[ზადენი|ზადენის]] კერპი, რომლის ადგილას [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] 40-იან წლებში [[ასურელი მამები|ასურელ მამას]] [[იოანე ზედაზნელი|იოანეს]] ქართული მონასტერი დაუარსებია. [[XIX საუკუნე]]ში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის [[მიქაელ წინამძღვარი|მიქაელ წინამძღვრის]] ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების [[მეტაფრასი|მეტაფრასული]] რედაქცია.
 
სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული [[აფსიდა]] აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული [[დარბაზული ეკლესია]], რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი [[XVII საუკუნე]]ში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი.