ერეკლე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fixing dead links
No edit summary
ხაზი 57:
[[1750]] წელს, ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი.
 
შაქის ხანს, აჯი–ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, არ აწყობდა რეგიონში ქართველთა ბატონობა. [[1751]] წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე [[პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე]]ს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. [[1752]] წელს, აჯი–ჩალაბმააჯი-ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.
 
მართალია [[1751]] წლის [[ივლისი|ივლისში]], თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი, აზატ–ხანის თვრამეტიათასკაციანი ლაშქარი, ერეკლემ ერევნის მახლობლად, [[ყირბულახის ბრძოლა]]ში საოცარი საზრიანი და საკუთარი გმირული შემართების წყალობით და ბრძოლით დაამარცხა, აჯი–ჩალაბთან[[აჯი-ჩალაბი|აჯი-ჩალაბთან]] მარცხი მაინც ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს.
 
ერეკლემ, ქართლ–კახელთა ჯარს, დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა. [[1752]] წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]], ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე, [[თულქითეფეს ბრძოლა]]ში. აჯი–ჩალაბისაჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა–ქიში სარდლობდა სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა.
 
ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა. 1754 წელს, ავარიელი, ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა,არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია,მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა [[მჭადიჯვრის ბრძოლა]]ში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერეკლე_II“-დან