სიონის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
 
==ხატები==
სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია მაგრამ ყველაზე მთავარი რომელიც ეხმაურება თავად ტაძარს ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ძვირფასი პერანგით ვახტანგ მეექვსის შვილის გიორგის და მისი მეუღლის მარიამ იაკობის ასულ დოლგორუკოვას დაკვეთით [[1762]] წელს დამზადდა და შემოსწირეს რუსეთიდან სიონის კათედრალს. იგი წარმოადგენს ასლს (პირს) სიონის ღვთისმშობლის ნამდვილი ხატისა. [[1522]] წელს შაჰ-ისმაილმა გაძარცა ტაძარი, სიონის ღვთისმშობელს მოხსნა ძვირფასეულობა და გადააგდო მტკვარში. ჩაგდების ადგილიდან 4,5 კილომეტრის ქვემოთ, ეს ხატი მტკვრის მარცხენა ნაპირზე იპოვა კახელმა მწყემსმა და მიართვა კახეთის მეფეს [[ლეონ I]]-ს (1520-1574), რომელმაც შეამკო ძვირფასად და კვლავ დაასვენა სიონის ტაძარში. [[1724]] წელს ხატი გაძარცვა და მტკვარში ჩააგდო კახეთის მეფე კონსტანტინემ — [[მაჰმად ყული-ხანი|მაჰმად ყული-ხანმა]], რის შემდეგაც ხატი დაიკარგა. ამ ამბის გაგების შემდეგ, გიორგი ვახტანგის ძემ და მისმა მეუღლემ, მათ ხელთ არსებული ხატის ნამდვილი პირის მიხედვით დაამზადებინეს ეს ხატი და ძვირფასი პერანგით შემოსილი გამოუგზავნეს სიონის ტაძარს. [[1795]] წელს [[აღა მაჰმად-ხანი]]ს შემოსევისას ხატი დაღუპვას გადაარჩინა და [[თბილისი]]დან ზურგით გახიზნა სიონის ტაძრის ცნობილმა დეკანოზმა, მწიგნობარმა და კალიგრაფმა — იოანე ოსეშვილმა. ვინაიდან ხატი დიდძალი ძვირფასეულობით იყო შემკული, საბჭოთა პერიოდში ძვირფასი პერანგი მოხსნეს და გაიტაცეს. ხატი კვლავ ვერცხლის პერანგით შემკულ იქნა კათოლოკოს-პატრიარქ [[ილია II]]-ის ლოცვა-კურთხევით.
სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია მაგრამ ყველაზე მთავარი რომელიც ეხმაურება თავად ტაძარს ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი. ეს სწორედ ის ხატია 1522 წელს შახ იზმაილმა რომ დაიპყრო ქალაქი და ხატის დაგმობის მიზნით ის მტკვარში გადააგდო.
 
წმინდა ნინოს ჯვარი - სათაყვანებელი სრულიად საქართველოსი. დაბრძანებულია სიონის საკათედრო ტაძარში კანკელის ჩრდილოეთ მხარეს მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ნიშაში. 1802 წლიდან მას შემდეგ რაც იმპერატორმა ალექსანდრემ თავისი მანიფესტი გამოსცა ქართლ-კახეთის შემოერთებასთან დაკავშირებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიონის_ტაძარი“-დან