ელექტრონული კომერცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
== სამთავრობო რეგულაციები ==
 
[[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] ზოგიერთი ელექტრონული კომერციის საქმიანობა რეგულირებულია ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ. ეს რეგულაციები მოიცავს კომერციული ელ. ფოსტის გამოყენებას, ონლაინ რეკლამასა და მომხმარებელთა უფლებებს. „CAN-SPAM Act of 2003“ აფუძნებს პირდაპირი [[მარკეტინგი|მარკეტინგის]] სტანდარტებს [[ელექტრონული ფოსტა|ელ.ფოსტის]] მეშვეობით. ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტი არეგულირებს [[რეკლამა|რეკლამის]] ყველანაირ ფორმას, მათ შორის ონლაინ რეკლამასაც, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და არ შეიცავდეს სიყალბეს.<ref>[http://www.wikinvest.com/stock/Amazon.com_(AMZN)/Government_Regulation_Internet_E-commerce_Evolving_Unfavorable_Changes_Harm ელექტრონული კომერციის სამთავრობო რეგულაციები]</ref>
 
არსებობს „საერთაშორისო მომხმარებელთა დაცვისა და ზემოქმედების კავშირი“ (ICPEN), რომელიც დაფუძნდა 1991 წელს, რომლის მიზანიც არის იპოვოს თანამშრომლობის გზები მომხმარებელთა პრობლემების ბრძოლასთან საქონლისა და მომსახურების ტრანზაქციების საზღვების გადაკვეთის, დაეხმაროს ინფორმაციის გაცვლაში მონაწილე მხარეებს, რითიც დაარწმუნებს თითოეულ მხარეს სარგებლის მიღებაში.<ref>[http://ecommerce.hostip.info/pages/513/Global-E-Commerce-Regulation.html გლობალური ელექტრონული კომერციის რეგულაცია]</ref>
 
ასევე არსებობს აზიის – წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა (APEC), რომელიც 1989 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წარმატების მიღწევა რეგიონში ეკონომიკური ინვესტირებისა და ღია ბაზრის მეშვეობით. აზიის – წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობას გააჩნია ელექტრონული ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელიც არეგულირებს ვაჭრობას მასში შემავალ ზონაში.