ყვავილოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
ფარულთესლოვნები მრავალგვაროვნობით და რაოდენობრივად [[მცენარე]]თა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატებიან. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის ([[ევკალიპტი]]) სიმაღლე 100 მ აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ [[ტყე]]ებიდან [[ტუნდრა]]მდე, [[ჭაობი|ჭაობებიდან]] — [[უდაბნო]]ებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ [[ბიოსფერო]]ს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის [[ადამიანი]]ს არსებობას.<ref name="qse" />
 
ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — [[ალკალოიდები]]ს, [[ეთერზეთები]]ს, [[გლიკოზიდები]]ს და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით [[ფოთლები]]ს), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი [[ყვავილი]], რომელიც [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვნების]] სტრობილებისაგან იმით განსხვავდება, რომ ნაყოფის [[ფოთლებინაყოფფოთლები]]ს ანუ [[მეგასპოროფილი|მეგასპოროფილების]]ს შეზრდით დახურული ღრუ სათავსი — [[ნასკვი]]ა განვითარებული.
 
ნასკვის კედლებზე ვითარდებიან [[თესლკვირტები]]. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — ''ფარულთესლოვანები''. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.<ref name="qse" />