განედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Grosskreis.svg|thumb|სფეროს იერი. [[ეკვატორი]] (ლურჯად) სფეროს ჰყოფს შუაზე და კვეთს მერიდიანებს (ყვითლად) 90°-ანი კუთხით. ამ სურათის ყველა მთლიანი ხაზები ორთოდრომიაა. პუნქტირული ხაზები — ერთნაირი განედის ხაზებია]]
'''განედი''' ([[ლათ.]] {{lang-la|Latitudo geographica}}) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს [[ხმელეთი|დედამიწის ზედაპირის]] წერტილების მდგომარეობას ([[გეოგრაფიული კოორდინატები]], [[კოორდინატები გეოდეზიაში]]), ციურ სფეროებსა ([[ციური კოორდინატები]]) და [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარისა]] და [[პლანეტა|პლანეტების ზედაპირზე]] ([[ჰელიოცენტრული კოორდინატები]], [[სელენოგრაფიული კოორდინატები]], [[პლანეტოგრაფიული კოორდინატები]]). გეოგრაფიული განედი არის [[კუთხე]], რომელსაც ქმნის მოცემული წერტილის შვეული [[ეკვატორი]]ს სიბრტყესთან. მანძილი [[ხმელეთი|დედამიწის ზედაპირის]] რომელიმე წერტილამდე ეკვატორის [[ჩრდილოეთი]]თ ან [[სამხრეთი]]თ, გამოხატული გრადუსებით. გეოგრაფიულ განედს აითვლიან [[ეკვატორი]]დან ჩრდილოეთით (ჩ. გ.) და სამხრეთით (ს. გ.) 0-იდან 90°-მდე. გეოგრაფიული განედი განსაზღვრავს წერტილის მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. გეოგრაფიული განედი „[[φ]]“ არის კუთხე შვეულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის. ტერმინი „შვეული ხაზი“ აღნიშნავს მიმართულებას სიმძიმის ცენტრისაკენ („ასტრონომიული განედი“) ან [[პერპენდიკულარები|პერპენდიკულარს]] მოცემული წერტილის ზედაპირისკენ („გეოდეზიური განედი“). უკანასკნელ შემთხვევაში „ზედაპირის“ გაგებაში ჩვეულებრივ, იგულისხმება დედამიწის ელიფსოიდის მიახლოებითი ფორმა. წერტილების გეოგრაფიული განედი, რომელიც განფენილია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარფეროში]] (ჩრდილოეთი განედი) მიჩნეულია დადებითად, ხოლო წერტილების განედი [[სამხრეთი ნახევარსფერო|სამხრეთ ნახევარსფეროში]] — უარყოფითად. გარდა ამისა, [[ეკვატორი|ეკვატორთან]] მიახლოებულ განედებს უწოდებენ „დაბალს“, ხოლო [[გეოგრაფიული პოლუსები|პოლუსებთან]] ახლოს მდებარე განედებს — „მაღალს“. ადგილის განედის განსაზღვრა შესაძლებელია ისეთი ასტრონომიული ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა [[სექსტანტი]] და [[გნომონი]] (პირდაპირი გაზომვა), აგრეთვე შესაძლებელია [[GPS]]-ისა და [[GLONASS]]-ის სისტემების გამოყენებაც (ირიბი გაზომვა).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განედი“-დან