მორიგე ჯარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მორიგე ჯარი''', ''მორიგე ლაშქარი'', სახელმწიფოს [[შეიარაღებული ძალები]]ს სახეობა XVIII საუკუნის II ნახევრის [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ში. წარმოადგენდა რეგულარული არმიის სისტემაზე გარდამავალ საფეხურს. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის 50-იან წლებში. საბოლოოდ გაფორმდა [[1774]] წელს [[მორიგის ლაშქრობის განაჩენი]]თ და მორიგე ჯარში გაუსვლელობისათვის [[1776]] წელს დამატებით გამოცემული განწესებით.
 
მორიგეეეეეემორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველყო. თავდაპირველად მორიგე ჯარში 5 ათასი მეომარი იყო. მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო [[ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)|ლევან ბატონიშვილი]] ([[ერეკლე II]]-ის ძე). მორიგე ჯარი მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ მორიგე ჯარის არსებობა ხელსაყრელი არ იყო [[თავადი|თავადებისათვის]]., ვინაიდან გლეხი ჯამაგირზე მყოფი სამხედრო მოხელის საშუალებით უშუალოდ მეფეს დაექვემდებარა და იგი ბატონისაგან ხსნას მეფის ხელისუფლების გაძლიერებაში ეძებდა. მორიგე ჯარი ბრძანებით არ გაუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი შესუსტება და ბოლოს სრული დაშლა. მორიგე ჯარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების საქმეში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორიგე_ჯარი“-დან