ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

ღვიძლის ხავსები (Marchantiophyta) ორ კლასად იყოფა: მარშანციასნაირი და იუნგერმანიასნაირი. პროტონემა შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული. გამეტოფიტის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე მუდმივი ფორმის ცხიმოვან სხეულს. გავრცელებულია უმეტესად ტროპიკებში. ცნობილია მარშანციასნაირი ღვიძლის ხავსების 420 და იუნგერმანიასნაირი ღვიძლის ხავსების 9 ათასი სახეობა. საქართველოში 200-მდე სახეობის ღვიძლის ხავსი ხარობს.
 
[[ხავსები|ჩვეულებრივი ხავსები]] (BryophytaMusci) 3 კლასად იყოფა: სფაგნუმისნაირი ([[ტორფის ხავსები]]), ანდრეასნაირი და ბრიუმისნაირი (მწვანე ხავსები). რადიალურად, იშვიათად, ორმხრივსიმეტრიული, სპირალურად შეფოთლილი მცენარეებია. აქვთ მრავალფეროვანი, უძარღვო და ძარღვიანი ფოთლები, დატოტვილი რიზოიდები. სპოროგონიუმი კენწრული ან გვერდითია, ცნობილია 660 გვარი და 15 ათასი სახეობა. გვხვდება ყველგან, გარდა ზღვისა და დამლაშებული ნიადაგისა. საქართველოში ცნობილია 600-მდე სახეობა, სახესხვაობა და ფორმა.
 
{| align=center cellspacing=0 style="border-style:ridge; border-width:7px; border-color:#CCFFCC; font-size:90%; line-height:100%; color:#005432"
|- bgcolor=#CCFFCC align=center valign=top
|width=162px|[[ფაილი:Phaeoceros_laevis.jpg|158px|center]]Phaeoceros laevis — [[ანთოცეროტოვანული ხავსები]] (Anthocerotophyta)
|width=190px|[[ფაილი:Pohlia nutans.jpeg|186px|center]]Pohlia nutans — [[ხავსები|ჩვეულებრივი ხავსები]] (BryophytaMusci)
|width=184px|[[ფაილი:Marchantia.jpg|180px|center]]Marchantia polymorpha — [[ღვიძლისებური ხავსები]] (Marchantiophyta)
|}