ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
}}
 
'''ხავსისნაირნი''' ({{lang-la|Bryophyta}}) — უმაღლესი, ძირითადად, [[ხმელეთი|ხმელეთის]] ავტოტროფული [[მცენარე|მცენარეების]] ზეგანყოფილება. აქვთ სპორანგიუმი სპორათწარმომქმნელი ქსოვილით (არქესპორიუმი), გამეტანგიუმები — მამრობითი (ანთერიდიუმი) და მდედრობითი (არქეგონიუმი). არსებობს ჰიპოთეზა ხავსისნაირთა მწვანე წყალმცენარეებიდან განვითარების შესახებ, მაგრამ რთული სტრუქტურები (ანთერიდიუმი, არქეგონიუმი, ბაგეები) მიუთითებს მათ ხმელეთზე საერთო წარმოშობაზე სხვა უმაღლეს მცენარეებთან ერთად. ახასიათებთ თაობათა მორიგეობა, განვითარების ციკლში ჭარბობს გამეტოფიტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა და განსახლება ვეგეტატიური გამრავლების საშუალებით. გაურბიან ქლორიდულ და სულფატურ დამლაშებას. გამძლე არიან ზოგადად სიმშრალის მიმართ, თუმცა მათი სქესობრივი გამრავლებისათვის აუცილებელია [[წყალი]]. ხავსისნაირთა უძველესი დანაყოფი — [[ღვიძლის ხავსები]], ცნობილია [[დევონური პერიოდი|დევონური პერიოდიდან]], ხოლო [[ხავსები|ჩვეულებრივი ხავსების]] დანაყოფის ღეროფოთლოვანთა კლასი — [[კარბონული პერიოდი|კარბონულიდან]]. მეოთხეული პერიოდის ხავსისნაირები ფაქტობრივად არ განსხვავდება თანამედროვე სახეობებისაგან.
 
== კლასიფიკაცია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხავსისნაირნი“-დან