წიწვოვნები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''წიწვოვნები''' ({{lang-la|Pinophyta, Coniferophyta}}) — უმაღლესი [[მცენარეები]]ს განყოფილება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვანთა]] ზეგანყოფილებაში. მოიცავს მხოლოდ ერთ კლასს — წიწვოვნებს ({{lang-la|Pinopsida}}), რომელიც ოთხ რიგს აერთიანებს, თუმცა მხოლოდ ერთი — [[ფიჭვისნაირნი]] არ არის გადაშენებული.
 
ფიჭვისნაირების რიგი 7 ცოცხალ ოჯახად იყოფა: Araucariaceae, Podocarpaceae, Cephalotaxaceae, Pinaceae, Cupressaceae (±Taxodiaceae-ის ჩათვლით) და Taxaceae. ოჯახები 55 გვარსა და 600-მდე სახეობას აერთიანებს. სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა [[ფიჭვი]] (Pinus). ჩვენთან მისი რამდენიმე სახეობაა გავრცელებული: კოხის ფიჭვი (Pinus kochiana), ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithyusa), ბოლო ორი სახეობა ენდემია. სხვა ცნობილი გვარებია: [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[ურთხელი]] (უთხოვარი), [[ღვია]], [[კედარი]], [[ლარიქსი]], [[კვიპაროსი]].
 
წიწვოვნები გაჩნდნენ დაახლოებით 290 მლნ წლის წინ, პალეოზოური ერის ქვანახშირის პერიოდში. მათი გადაშენებული ოჯახის — ლებახიასებრთა (Lebachiaceae) პრიმიტიული წარმომადგენლების გაქვავებული მერქნის, გირჩების, თესლის, ტოტების და ფოთლების ანაბეჭდები უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროდანაა ცნობილი. უძველესი გვარები – სექვოია და ტაქსოდიუმები ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლოკრიპტომერია და მეტასექვოია – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აგატისები – ახალ ზელანდიაში, არაუკარიები – ავსტრალიასა და ჩინეთში გვხვდება. გამყინვარების პერიოდში წიწვოვნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს როგორც შემადგენლობის, ისე გავრცელების მხრივ. გადარჩენილები შემორჩნენ სამხრეთში, სადაც მათთვის ხელსაყრელი პირობები იყო.