წიწვოვნები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
განსაკუთრებით დაზარალდნენ წიწვოვნები ევრაზიაში, მთების განედური განლაგების გამო. მთებიდან (ალპები, კავკასიონი, კარპა-ტები) ისინი სამხრეთში მოხვდნენ, სითბოსმოყვარული ფორმები ამოწყდნენ მთელს ევრაზიაში, გარდა აღმოსავლეთ აზიისა. აღმოსავლეთ აზიაში არ მომხდარა გამყინვარება და მთათაწარმომქმნელი პროცესები, ამიტომ ამ მხარეების ფლორა თანდათან ეგუებოდა არახელსაყრელ კლიმატს. გამყინვარების შემდეგ წიწვოვნებმა მეორეულად დაიწყეს გავრცელება ევროპაში – უკანდახეული მყინვარების კვალდაკვალ. ასევე მოხდა ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი და ატლანტის ოკეანეები სანაპიროების გასწვრივ. ამით აიხსნება ის, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში შემორჩენილია ისეთი სითბოსმოყვარული წიწვოვნები, როგორიცაა სექვოიადენდრონი, სექვოია, ტაქსოდიუმი, ცუგა და სხვები. აღსანიშნავია მარადმწვანე სექვოია (Sequoia sempervirens). იზრდება კალიფორნიის სანაპიროებზე და ორეოგენის სამხრეთ-დასავლეთით. მისი სიმაღლე 117 მ-ია, დიამეტრი 11 მ. მესამეულ პერიოდში ისინი ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევროპაში და ამჟამად მხოლოდ ნამარხების სახით არიან ცნობილნი.
 
ძირითადად გავრცელებულია [[ჩრდილოეთ ნახევარსფერო]]ში. [[ჩრდილოეთ ამერიკა]]სა და [[ევრაზია]]ში ფიჭვები, ნაძვები, ლარიქსები, სოჭები ვრცელ წიწვოვან მასივებს ქმნიან. [[საქართველო]]ში გავრცელებულია ნაძვი, სოჭი, ფიჭვი. [[სამხრეთ ნახევარსფეროში]] ძირითადად ზომიერ სარტყელში გვხვდება — [[პატაგონია]]ში, [[ცეცხლოვანი მიწა}|ცეცხლოვან მიწა]]ზე, [[ახალ ზელანდია]]სა და [[ტასმანია]]ზე წიწვოვანები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ტროპიკული რეგიონების დაბლობებში წიწვოვნები თითქმის არ ხარობენ, გვხვდებიან მხოლოდ მთებში.