ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''ხავსისნაირნი''' — უმაღლესი, ძირითადად, [[ხმელეთი|ხმელეთის]] ავტოტროფული [[მცენარე|მცენარეების]] ზეგანყოფილება. აქვთ სპორანგიუმი სპორათწარმომქმნელი ქსოვილით (არქესპორიუმი), გამეტანგიუმები — მამრობითი (ანთერიდიუმი) და მდედრობითი (არქეგონიუმი). არსებობს ჰიპოთეზა ხავსისნაირთა მწვანე წყალმცენარეებიდან განვითარების შესახებ, მაგრამ რთული სტრუქტურები (ანთერიდიუმი, არქეგონიუმი, ბაგეები) მიუთითებს მათ ხმელეთზე საერთო წარმოშობაზე სხვა უმაღლეს მცენარეებთან ერთად. ახასიათებთ თაობათა მორიგეობა, განვითარების ციკლში ჭარბობს გამეტოფიტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა და განსახლება ვეგეტატიური გამრავლების საშუალებით. გაურბიან ქლორიდულ და სულფატურ დამლაშებას. გამძლე არიან ზოგადად სიმშრალის მიმართ, თუმცა მათი სქესობრივი გამრავლებისათვის აუცილებელია [[წყალი]]. ხავსისნაირთა უძველესი განყოფილება,დანაყოფი — [[ღვიძლის ხავსები]], ცნობილია [[დევონური პერიოდი|დევონური პერიოდიდან]], ხოლო ღეროფოთლოვანი[[ხავსები|ჩვეულებრივი ხავსების]] დანაყოფის ღეროფოთლოვანთა კლასი — [[კარბონული პერიოდი|კარბონულიდან]]. მეოთხეული პერიოდის [[ხავსები]]ხავსისნაირები ფაქტობრივად არ განსხვავდება თანამედროვე სახეობებისაგან.
 
== კლასიფიკაცია ==
 
ხავსისნაირნი ყველაზე პრიმიტიული უმაღლესი მცენარეებია. ეს ზეგანყოფილება მოიცავს 3 განყოფილებას: ანთოცეროტოვანებს, ღვიძლის ხავსებსა და ღეროფოთლოვანჩვეულებრივ ხავსებს. მარტივი აგებულების, უფრო ხშირად, მრავალწლოვანი მცენარეებია. მათი სიმაღლე 1 სმ-დან 50 სმ-მდე აღწევს. ახასიათებთ განვითარების ერთიანი ციკლი, რომელიც სქესიანი თაობის — გამეტოფიტის დომინირებით გამოირჩევა. განვითარების ციკლს თან ახლავს დიპლოიდური სპოროფიტის გამოყოფა ჰაპლოიდურ გამეტოფიტზე. სქესიანი და უსქესო თაობები ვითარდება ერთობლივად, ერთ მცენარეზე, ე.ი. თაობათა მორიგეობას პირობითი ხასიათი აქვს. სპორისაგან ვითარდება მრავალუჯრედიანი პროტონემა. პროტონემაზე წარმოქმნილი კვირტებიდან ჯგუფურად (კორდი, ბალიში) იზრდება ორ- ან ერთსქესიანი, ორ- ან ერთსახლიანი ღეროები. სქესობრივი გამრავლების ორგანოები — ანთერიდიუმი და არქეგონიუმი განლაგებულია სტერილურ ძაფებს (პარაფიზები) შორის და გარშემორტყმულია ფოთლისებური წანაზარდებით.
 
ანთერიდიუმში ორშოლტიანი სპერმატოზოიდებია, რომლებიც წყლის საშუალებით გადაადგილდება არქეგონიუმისაკენ. კვერცხუჯრედის განაყოფიერება არქეგონიუმის ქვედა ნაწილში ხდება. ზიგოტიდან რამდენიმე თვის მანძილზე ვითარდება სპოროგონიუმი (უსქესო გამრავლების ორგანო). ზრდასრულ სპოროგონიუმში განასხვავებენ ტერფს, ფეხსა და კოლოფს. კოლოფი, რომელიც ფეხის წვერზეა მოთავსებული, შეიცავს სპორებს. სპორების წარმოშობის დროს არქესპორიუმში (სპოროგენურ ქსოვილში) მიმდინარეობს მეიოზი. ზიგოტა და სპორანგიუმი დიპლოიდურია (უსქესო თაობა — [[სპოროფიტი]]), ხოლო პროტონემა და გამეტოფორი— ჰაპლოიდური (სქესიანი თაობა — [[გამეტოფიტი]]).