მცხეთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.114.18-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 85.117.37.141-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 59:
ფეოდალურ ხანაში მცხეთაში გაშლილი იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშობა. VI საუკუნეში აქ შეიქმნა „[[ევსტათი მცხეთელის მარტვილობა]]“. მცხეთაში მოღვაწეობდნენ: [[არსენ დიდი]] (IX ს.), [[არსენ II]] (X ს.), მწიგნობარ-კალიგრაფები [[მაღალაძეები]] (XV—XVIII სს.) და სხვები. მცხეთის სვეტიცხოველს ხელნაწერების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც მტრებს მრავალგზის გაუნადგირებიათ. ჩვენამდე მოღწეულია მცხეთის წიგნსაცავის მრავალი მნიშვნელოვანი ნუსხა.
 
[[1872]] წელს მცხეთაზე გავიდა [[ფოთი|ფოთ]]—თბილისის სარკინიგზო ხაზი. მცხეთაში ჩატარდა ფართო კეთილმოწყობითი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისტორიული ძეგლების დაცვის საქმეს. მცხეთის მახლობლად 1922-1927 წლებში აშენდა [[ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური]]. აქ შექმნილ ხელოვნურ წყალსაცავზე მოეწყო წყალჯომარდობის ბაზა. [[1938]] წელს ამუშავდა [[ბაქო]] — [[ბათუმი]]ს ნავთობის საქაჩი სადგური. 1959 წელს მცხეთის მახლობლად (მუხათგვერდი) აშენდა ამიერკავკასიაში პირველი ა ტ ო მ უ რ იატომური რეაქტორი. 1973 წელს დამტკიცდა მცხეთის ქალაქ-მუზეუმად განვითარების გენერალური გეგმის პროექტი (ავტორები — არქიტექტორები ა. ბაგრატიონი, ჰ. გოვირიძე, ც. დიდებულიძე, თ. მენაბდე, ა. ლომთაძე, ვ. საგინაშვილი, ვ. ფაფერაშვილი; ინჟინერ-ეკონომისტი ვ. ბარათაშვილი). ახალი ნაგებობებიდან აღსანიშნავია ფართოეკრანიანი კინოთეატრი „კარიბჭე“ (1973, არქიტ. პ. ანდღულაძე, კ. მემანიშვილი, ე. ცხაკაია, გ. ჯაბუა; მხატვრები ი. გაბაშვილი, ვ. მელაშვილი, რ. მელიქიძე, რ. წუნიშვილი). დადგმულია [[არსენა ოძელაშვილი]]ს (ბრინჯაო, ბაზალტი, 1949, მოქანდაკე ე. მაჩაბელი, არქიტ. დ. ლექვთაძე), [[სანდრო კანდელაკი]]ს (ბრინჯაო, გრანიტი, 1976, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორები მ. ლაითიძე, ვ. ქობულია) ძეგლები.
[[ფაილი:Sandro Kandelaki biust.JPG|thumb|სანდრო კანდელაკის ძეგლი მცხეთაში]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცხეთა“-დან