იბნ სინა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
|||
ხაზი 2:
'''აბუ ალი იბნ სინა''' (ლათინიზებული ავიცენა) (დ. [[980]], სოფ. აფშანა, [[ბუხარა|ბუხარის]] მახლობლად, — გ. [[18 ივნისი]], [[1037]], [[ჰამადანი]]), ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, [[ხვარაზმი|ხვარაზმსა]] და [[სპარსეთი|სპარსეთში]]. [[ისლამი]]ს რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიური [[ენციკლოპედია]], რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.
იბნ სინას პოეტურმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია. (წერდა არაბულად და სპარსულად). თავის ლექსებში გამოხატავდა საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს. ამ მხრივ ასანიშნავია ”სულის კასიდა”. ქადაგებდა მეცნიერებისა და განათლების სიკეთეს. ალეგორიული ხასიათისაა იბნ სინას ფილოსოფიურ-მხატვრულო ნაწარმოებები ”[[სალამან და აბსალი]]”, ”წერილი ფრინველზე” და ”ცოცხალი, ძე ფხიზლისა”, რომელიც სიუჟეტურად [[დანტე]]ს ”[[ღვთაებრივი კომედია|ღვთაებრივ კომედიას]]” უახლოვდება. იბნ სინა საინტერესოა აგრეთვე როგორც მთაგმნელი და ლიტერატურის თეორეტიკოსი. მას ეკუთვნის [[არისტოტელე]]ს ”პოეტიკისა” და არაბი პოეტის იბნ ალ-რუმის დივანი კომენტარები. იბნ სინა (ხალხური სახელწოდება_ბუ ალი) იქცა თითქმის მთელი [[ახლო აღმოსავლეთი]]ს ხალხთა ზღაპრების გმირად. იბნ სინას უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება ”სამკურნალო მეცნიერების კანონი” ლათინურ ენაზე XII ს-ში ითარგმნა
== ლიტერატურა ==
|