ტაო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
[[სურათი:Bagaratidarmeni.gif|მინი|300px|ტაოს რუკა [[962]]-[[1064]] წლებში]]
'''ტაო''' — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე [[თურქეთი|თურქეთის]] ტერიტორიაზე, ისტორიული [[მესხეთი|მესხეთის]] ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე [[ჭოროხი|ჭოროხის]] შუა დინების აუზში.
==
== ისტორია ==
#გადამისამართება [[გვერდის სამიზნო სახელი]]
#გადამისამართება [[გვერდის სამიზნო სახელი]]
]]
]]
]]
</gallery>
სახელწოდება დაკავშირებულია ქართული ტომების ტაოხების სახელთან. პირველად მოიხსენიება [[ძვ. წ. 1112]] წელს ასურულ წყაროებში „დაიაენის“ სახელწოდებით. [[ურარტუ|ურარტული]] წყაროები (ძვ. წ. IX-VIII სს) „დიაუხის“ სახელით იცნობდნენ<ref>Г.А. Меликишвили, Урартские клинообразные надписи, Изд. Академии наук СССР, М., 1960, გვ..424</ref>. ამ წყაროების მიხედვით, XII-VIII სს-ში დიაუხი ძლიერ გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლის სამხრეთი საზღვარი დღევანდელი [[არზრუმი]]ს მიდამოებსა და ევფრატის ზემო წელს მოიცავდა და აქედან ჩრდილოეთით დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა<ref>Г. А. Меликишвили, Диаухи, Вестник древней истории,1950, № 4, გვ.. 26-42</ref>. ძვ. წ. 401 ბერძენი მხედართმთავარი [[ქსენოფონტი]] ამ მხარის მოსახლეობას „ტაოხებად“ მოიხსენიებს (აქვე არიან მოხსენიებული აგრეთვე სხვა დასავლურ-ქართული ტომები: [[ხალიბები]], [[სკვითინები]]).<ref>[[ქსენოფონტი]], ანაბაზისი, წ. IV, თავი VI, VII</ref>
 
ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოს გაერთიანებაში: ამავე პერიოდში აქ უნდა დაწყებულიყო აღმოსავლურ-ქართული ტომების მიგრაცია და კულტურული ზეგავლენა. აღმოსავლურ-ქართველური სახელმწიფოს — ქართლის სამეფოს — წარმოქმნის (ძვ. წ. IV—III საუკუნეები) ხანაში ტაო მისი ორგანული ნაწილი იყო ქართლსა და სომხეთს შორის. ახ. წ. I—II საუკუნეებში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ იგი კვლავ სომხეთმა მიიერთა და IV—VII საუკუნეებში ტაო [[მამიკონიანები|მამიკონიანთა]] ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. სომხეთის სახელმწიფოს ორბიტაში ყოფნა იწვევდა სომხური კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას, მიგრირებული სომხური ეთნიკური ელემენტის მომძლავრებას. ქართული მოსახლეობა თანდათან კარგავდა თავის ეთნიკურ-კულტურულ სახეს. რელიგიის დაპირისპირების ვითარებაში, როცა სომხურმა ეკლესიამ [[მონოფიზიტობა]] აღიარა, ქართულმა ეკლესიამ კი [[დიოფიზიტობა]]. ტაო დიოფიზიტობის ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა; VII საუკუნეში ქართული მოსახლეობა უბრუნდებოდა თავის ეთნიკურ-კულტურულ წრეს; VIII საუკუნიდან, როცა ტაო პოლიტიკურადაც ქართლის სამეფოს შეუერთდა, ეს პროცესი უფრო გაძლიერდა. VIII—IX—X საუკუნეებში აქ ფართოდ გაიშალა სამონასტრო მშენებლობა ([[ბანა]], [[ხახული]], [[ოშკი]], [[პარხალი]], [[ოთხთა ეკლესია]] და სხვა). ტაო გარდაიქცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უდიდეს კერად; აქ მიეცა დასაბამი [[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] მეფობას.
 
ტაოში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი: [[აშოტ I დიდი|აშოტ I დიდი კურაპალატი]], [[დავით III|დავით III კურაპალატი]], [[თორნიკე ერისთავი]]; კულტურის მოღვაწენი: [[იოანე მთაწმიდელი]], [[ექვთიმე მთაწმიდელი]] და სხვა. XII—XIII საუკუნეებში ტაო საქართველოს ფეოდალური მონარქიის სანაპირო საერისთავი იყო. XIII საუკუნის II ნახევრიდან [[სამცხე-საათაბაგო]]ს ფარგლებში შედიოდა. XIV საუკუნიდან — კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია. XV საუკუნის II ნახევრიდან საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ტაო სამცხე-საათაბაგოს სამთავროს შემადგენლობაში იყო. XVI საუკუნის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთის მხარეები, მათ შორის ტაო, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] დაიპყრო.მისი ისტორია დამთავრდა თურქეთით და გურამი კვენიაშვილით]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაო“-დან