ალბერტ აინშტაინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში ([[მიუნხენი]]) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.
 
ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში ([[ციურიხი]]) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, [[შვეიცარია]], აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. [[1901]] წელს[[შვეიცარია|შვეიცარიის]] ქვეშევრდომობა მიიღო. [[1902]] [[ბერნი (ქალაქი)|ბერნის]] საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.is iyo ertaderti agiarebuli da dzlieri mecnieri :D (nina)
 
== პროფესიული კარიერა და მოღვაწეობა ==